1 მეფეები 7:1—51

7  ცამეტ წელიწადს იშენებდა სოლომონი სასახლეს+ და ბოლოს დაასრულა.+  აიშენა ლიბანის ტყის სახლი,+ სიგრძით ასი წყრთა, სიგანით ორმოცდაათი და სიმაღლით ოცდაათი, და ოთხ რიგად ჩამწკრივებულ კედრის სვეტებზე დადგა; სვეტებზე კედრისავე კოჭები+ იყო გადებული.  შენობა ორმოცდახუთ სვეტზე გადებული საყრდენების ზემოთ კედრის+ ფიცრებით იყო მოპირკეთებული; თითო რიგში თხუთმეტი სვეტი იყო.  სარკმლები+ სამ რიგად იყო ჩამწკრივებული, ერთმანეთის პირდაპირ იყო ჩამწკრივებული სამ რიგად.  შესასვლელები და წირთხლები+ ოთხკუთხა იყო, ძელებით იყო შეკრული. ასეთივე იყო ერთმანეთის პირისპირ სამ რიგად გაკეთებული სარკმლები.  სვეტებიანი წინკარი სიგრძით ორმოცდაათი წყრთა იყო, სიგანით — ოცდაათი; მის წინ კიდევ ერთი სვეტებიანი წინკარი იყო შვერილით.  გააკეთა მან სატახტო+ წინკარი, სასამართლო წინკარი, სადაც ხალხს სამართალს უჩენდა,+ და იატაკიდან ჭერამდე კედრის ხით მოაპირკეთა.+  სასახლე, რომელშიც მას უნდა ეცხოვრა, მეორე ეზოში+ იდგა, წინკარიანი სახლისგან მოშორებით. ისიც იმის მსგავსად იყო აშენებული. ამ წინკარის მსგავსად აუშენა სოლომონმა სახლი ფარაონის ასულს,+ თავის ცოლს.  შიგნიდანაც და გარედანაც ყველაფერი ზომაზე გათლილი, ქვის საჭრელით დაჭრილი ძვირად ღირებული+ ქვებით იყო გაკეთებული საძირკვლიდან ჭერამდე და გარეთ დიდ ეზომდე.+ 10  საძირკვლად ძვირად ღირებული, ათწყრთიანი და რვაწყრთიანი ლოდები ედო 11  და ზემოთაც ძვირად ღირებული, ზომაზე გათლილი ქვებითა და კედრით იყო ნაშენები. 12  დიდ ეზოს ირგვლივ სამი წყება+ თლილი ქვა ჰქონდა შემოვლებული და ერთი წყება კედრის ხის კოჭები. ასე იყო გაკეთებული იეჰოვას სახლის+ შიდა+ ეზოც და სახლის წინკარიც.+ 13  გაგზავნა სოლომონ მეფემ კაცები და მოაყვანინა ტვიროსიდან ხირამი,+ 14  ერთი ქვრივი ქალის ვაჟი, ნაფთალის ტომიდან; მამამისი ტვიროსელი+ იყო, სპილენძის მჭედელი.+ ჰქონდა სიბრძნე და ცოდნა და ესმოდა,+ როგორ გაეკეთებინა სპილენძისგან ნებისმიერი რამ. მივიდა ისიც მეფე სოლომონთან და მუშაობას შეუდგა. 15  ჩამოასხა სპილენძის ორი სვეტი,+ თითოეულის სიმაღლე თვრამეტი წყრთა იყო; თითოეულ სვეტს გარშემო თორმეტი წყრთა სიგრძის ბაწარი შემოსწვდებოდა.+ 16  სპილენძისგანვე ჩამოასხა ორი ბუღაური სვეტებზე+ დასადგმელად; ერთი ბუღაურის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო, ამდენივე იყო მეორე ბუღაურის სიმაღლეც. 17  სვეტებზე დადგმულ ბუღაურებს+ ბადისებური ნაკეთობა ჰქონდა ჯაჭვისმაგვარი+ გრეხილი ჩუქურთმითურთ. ერთ ბუღაურსაც შვიდი ნაკეთობა ჰქონდა და მეორესაც. 18  დაამზადა ბროწეულები და ორ მწკრივად შემოავლო ბადისებრ ნაკეთობას სვეტებზე დადგმულ ბუღაურებზე. იგივე გაუკეთა მეორე ბუღაურსაც.+ 19  წინკართან სვეტებზე დადგმულ ბუღაურებზე ოთხწყრთიანი შროშანები+ იყო ამოკვეთილი. 20  სვეტებზე დადგმულ ორივე ბუღაურს ბადისებრ ნაკეთობასთან, მუცელთან, ორასი ბროწეული+ ჰქონდა მწკრივებად შემოვლებული. 21  აღმართა სვეტები+ ტაძრის წინკართან.+ აღმართა სვეტი მარჯვნივ და იაქინი* დაარქვა, მარცხნივაც აღმართა და ბოაზი* დაარქვა. 22  სვეტების თავებზე შროშანები იყო ამოკვეთილი. ასე დასრულდა სვეტებზე მუშაობა. 23  ჩამოასხა მრგვალი ზღვა,+ რომლის ერთი კიდიდან მეორემდე ათი წყრთა იყო; სიმაღლით ხუთი წყრთა იყო და გარშემო ოცდაათი წყრთა თოკი შემოსწვდებოდა.+ 24  კიდის ქვემოთ ირგვლივ გოგრის+ ჩუქურთმები+ იყო შემოვლებული, ერთ წყრთაზე ათი;+ ისინი ჩამოსხმული იყო და ორ მწკრივად ჰქონდა შემოვლებული ზღვას. 25  ზღვა თორმეტ ხარზე+ იდგა. სამ მათგანს პირი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა მიქცეული, სამს — დასავლეთისკენ, სამს — სამხრეთისკენ და სამსაც — აღმოსავლეთისკენ. ზღვა ზურგზე ედგათ და გავა შიგნით ჰქონდათ მიქცეული.+ 26  სისქით ერთი ხელის დადება* იყო;+ კიდე სასმისის კიდესავით ჰქონდა და შროშანის ყვავილს+ ჰგავდა. მისი ტევადობა+ ორი ათასი ბათი+ იყო. 27  გააკეთა სპილენძის ათი საზიდარი.+ თითოეულის სიგრძე ოთხი წყრთა იყო, სიგანე — ოთხი წყრთა, სიმაღლე — სამი წყრთა. 28  საზიდრები ასეთი იყო: გვერდებზე ჩარჩოებში ჩასმული დაფები ჰქონდა. 29  ჩარჩოებსა და მათში ჩასმულ გვერდით დაფებზე ლომები,+ ხარები+ და ქერუბიმები+ იყო გამოსახული. ლომებისა და ხარების ზემოთაც და ქვემოთაც გვირგვინები+ იყო, თითქოს ჩამოკიდებულიაო. 30  თითოეულ საზიდარს ოთხი სპილენძის ბორბალი ჰქონდა სპილენძისავე ღერძებზე. ოთხივე კუთხეში საყრდენი ჰქონდა. აუზი საყრდენებს ეყრდნობოდა და თითოეულის გასწვრივ გვირგვინები იყო ჩამოსხმული. 31  აუზის შიგნით პირიდან საყრდენებამდე და ზემოთ ...* წყრთა იყო. პირი მრგვალი და მოჩუქურთმებული ჰქონდა, რომლის სადგამიც წყრთა-ნახევარი იყო. გვერდითი დაფები ოთხკუთხა იყო და არა მრგვალი. 32  გვერდით დაფებს ქვემოთ ოთხი ბორბალი ჰქონდა და ბორბლები საზიდარზე სამაგრებით იყო მიმაგრებული; თითო ბორბლის სიმაღლე წყრთა-ნახევარი იყო. 33  საზიდრის ბორბლები ეტლის ბორბლების+ მსგავსად იყო გაკეთებული; მათი სამაგრები, სალტეები, მანები და მორგვები ჩამოსხმული იყო. 34  თითოეულ საზიდარს ოთხივე კუთხეში თითო საყრდენი ჰქონდა. საზიდარი და საყრდენები ერთიანი იყო. 35  ზემოთ საზიდარს ნახევარი წყრთა სიმაღლის მრგვალი სადგამი ჰქონდა. ზემოთ საზიდარს გვერდები და გვერდითი დაფები ერთიანი ჰქონდა. 36  გვერდების ფირფიტებსა და გვერდით დაფებზე ერთმანეთისგან დაშორებით ამოკვეთა+ ქერუბიმები, ლომები, პალმები და ირგვლივ გვირგვინები.+ 37  ასეთი ათი საზიდარი+ გააკეთა, ყველა ერთნაირად ჩამოასხა,+ ერთი ზომისა და ფორმისა. 38  გააკეთა სპილენძის ათი ავზი;+ თითო ავზი ორმოც ბათს* იტევდა და ოთხი წყრთა იყო, ათივე საზიდარზე თითო ავზი იდგა. 39  ხუთი საზიდარი სახლის მარჯვნივ დადგა და ხუთი — სახლის მარცხნივ,+ ზღვა კი სახლის მარჯვნივ, სამხრეთ-აღმოსავლეთით.+ 40  გააკეთა ხირამმა+ ავზები,+ ნიჩბები+ და თასები,+ და დაასრულა+ ხირამმა მთელი სამუშაო, რომელსაც სოლომონ მეფეს უსრულებდა იეჰოვას სახლისთვის: 41  ორი სვეტი,+ სვეტებზე დადგმული ორი თასისებური ბუღაური+ და ორი ბადისებური ნაკეთობა+ სვეტებზე დადგმული ორი მრგვალი ბუღაურის დასაფარავად, 42  ოთხასი ბროწეული+ ორი ბადისებური ნაკეთობისთვის, ბროწეულების ორი მწკრივი თითოეული ბადისებური ნაკეთობისთვის, სვეტებზე დადგმული ორი თასისებური ბუღაურის დასაფარავად, 43  ათი საზიდარი+ და ზედ ათი ავზი,+ 44  ერთი ზღვა+ და ზღვის ქვეშ თორმეტი ხარი,+ 45  ქილები, ნიჩბები და თასები — ყველა ეს ნივთი.+ მბზინვარე სპილენძისგან გაუკეთა ისინი ხირამმა სოლომონ მეფეს იეჰოვას სახლისთვის. 46  იორდანის მხარეში,+ სუქოთსა+ და ცარეთანს+ შორის ჩამოასხა ისინი მეფემ თიხის ყალიბებში. 47  არ აუწონია სოლომონს არაფერი,+ რაც გაკეთდა, რადგან მეტისმეტად ბევრი იყო.+ იმდენი სპილენძი იყო, რომ წონა არ ჰქონდა.+ 48  სოლომონმა ყველაფერი ჭეშმარიტი ღვთის სახლისთვის გააკეთა: ოქროს სამსხვერპლო,+ ოქროს მაგიდა,+ რომელზეც წარსადგენი პური იდო, 49  სუფთა ოქროს+ სალამპრეები,+ რომელთაგან ხუთი მარჯვნივ იდგა და ხუთიც — მარცხნივ, შიდა ოთახის წინ, ოქროს ყვავილები,+ ლამპრები+ და მაშები,+ 50  სუფთა ოქროს ავზები, პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ სასმისები,+ საცეცხლურები,+ ოქროს ანჯამები შიდა ოთახის ანუ წმინდათაწმინდის კარებისთვის+ და სახლის დარბაზის+ კარებისთვის.+ 51  ბოლოს დასრულდა ყველა სამუშაო, რაც მეფე სოლომონს იეჰოვას სახლისთვის უნდა შეესრულებინა.+ მოიტანა სოლომონმა მამამისის, დავითის მიერ განწმენდილი ნივთები.+ ოქრო-ვერცხლი და სხვა ნივთები მან იეჰოვას სახლის საგანძურში შეიტანა.+

სქოლიოები

ნიშნავს: განამტკიცებს.
შესაძლოა ნიშნავდეს: ძალით. იკითხებოდა მეორე სვეტის „იაქინის“ სახელის შემდეგ.
დაახლოებით 7,4 სანტიმეტრი.
ებრაულ ტექსტში ციფრი არ არის მითითებული.
დაახლოებით 880 ლიტრი.