1 მეფეები 8:1—66
8 მაშინ სოლომონმა+ იერუსალიმში თავისთან* შეკრიბა+ ისრაელის უხუცესები+ და ტომების თავკაცები,+ ისრაელის ძეების საგვარეულოთა თავკაცები,+ სიონიდან,+ დავითის ქალაქიდან,+ იეჰოვას შეთანხმების კიდობნის+ გადმოსატანად.
2 თავი მოიყარეს ისრაელებმა მეფე სოლომონთან ეთანის მთვარისმიერი თვის დღესასწაულზე,+ მეშვიდე თვეს.+
3 მოვიდნენ ისრაელის უხუცესები და წაიღეს მღვდლებმა+ კიდობანი;+
4 წაიღეს იეჰოვას კიდობანი, შეხვედრის+ კარავი+ და წმინდა ნივთები, რაც კარავში იყო, მღვდლებმა და ლევიანებმა+ წაიღეს ისინი.+
5 სოლომონ მეფე და მასთან შეთანხმებისამებრ კიდობნის წინ შეკრებილი ისრაელი სწირავდნენ+ ცხვარ-ძროხას, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.+
6 მღვდლებმა იეჰოვას შეთანხმების კიდობანი+ თავის ადგილზე,+ სახლის შიდა ოთახში, წმინდათაწმინდაში შეიტანეს და ქერუბიმების ფრთებქვეშ დადგეს.+
7 ქერუბიმებს კიდობნის ზემოთ ჰქონდათ ფრთები გაშლილი, ამიტომ ქერუბიმები ზემოდან ფარავდნენ კიდობანსა და მის კეტებს.+
8 კეტები+ ისეთი გრძელი იყო, რომ მათი ბოლოები წმინდიდან მოჩანდა, შიდა ოთახის წინ, თუმცა გარედან არ ჩანდა. ისინი დღემდე იქ არის.+
9 კიდობანში არაფერი იდო ქვის ორი ფილის+ გარდა, რომლებიც მოსემ ჩადო+ ხორებში, როცა იეჰოვამ შეთანხმება+ დაუდო ისრაელის ძეებს ეგვიპტის მიწიდან გამოსვლისას.+
10 გამოვიდნენ მღვდლები წმინდა ადგილიდან და იეჰოვას სახლი ღრუბლით+ აივსო.
11 ღრუბლის გამო ვეღარ შეძლეს მღვდლებმა+ იქ დგომა მსახურების+ შესასრულებლად, რადგან იეჰოვას დიდებამ+ აავსო იეჰოვას სახლი.+
12 მაშინ თქვა სოლომონმა: „თავად იეჰოვამ თქვა, რომ შავ ღრუბელში+ დამკვიდრდებოდა.
13 მე აგიშენე სახლი, შენი დიდებული სამყოფელი+ და მტკიცე ადგილი,+ რომ მარადიულად დამკვიდრდე იქ“.+
14 მერე მეფემ პირი იბრუნა ხალხისკენ და აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული; ფეხზე იდგა ისრაელის მთელი კრებული.
15 მან თქვა: «კურთხეულია იეჰოვა,+ ისრაელის ღმერთი, რომელიც თავისი პირით ელაპარაკა მამაჩემ დავითს+ და თავისი ხელით შეასრულა+ ნათქვამი:
16 „ჩემი ხალხის ეგვიპტიდან გამოყვანის დღიდან არ ამირჩევია+ ქალაქი ისრაელის ტომებს შორის სახლის ასაშენებლად,+ რომ ჩემი სახელი+ დამკვიდრებულიყო იქ. ამოვირჩევ დავითს ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად“.+
17 გულით სურდა მამაჩემ დავითს, ისრაელის ღვთის, იეჰოვას სახელზე სახლის აშენება,+
18 მაგრამ იეჰოვამ უთხრა მამაჩემს, დავითს: „კარგია, გულით რომ მოისურვე სახლის აშენება ჩემს სახელზე, რადგან გულით მოისურვე ეს,+
19 მაგრამ შენ არ ააშენებ სახლს, შენი საზარდულიდან გამოსული ვაჟი ააშენებს სახლს ჩემს სახელზე“.+
20 შეასრულა იეჰოვამ თავისი ნათქვამი სიტყვა,+ რომ მამაჩემის, დავითის ადგილს დავიკავებდი და ისრაელის ტახტზე დავჯდებოდი,+ როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი, და ავაშენებდი სახლს იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე,+
21 და იქ დავდგამდი კიდობანს, რომელშიც იეჰოვას შეთანხმება+ დევს, ჩვენს მამა-პაპას ეგვიპტის მიწიდან გამოყვანისას რომ დაუდო».
22 დადგა სოლომონი იეჰოვას სამსხვერპლოს წინ+ ისრაელის მთელი კრებულის წინაშე და ცისკენ აღაპყრო ხელები.+
23 მან თქვა: «იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ არ არსებობს შენი მსგავსი+ ღმერთი არც ცაში და არც დედამიწაზე; შენ იცავ შეთანხმებას და სიკეთეს*+ უნახავ შენს მსახურებს,+ რომლებიც მთელი გულით დადიან შენ წინაშე,+
24 შენ შეუსრულე შენს მსახურ დავითს, მამაჩემს, შენი დანაპირები; შენი პირით დაჰპირდი და შენი ხელით შეასრულე ის, როგორც ეს დღეს არის.+
25 ახლა კი, იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, შეასრულე შენი მსახური დავითისთვის, მამაჩემისთვის მიცემული დანაპირები: „არ მოგაკლდება ჩემ წინაშე ისრაელის ტახტზე მჯდომი კაცი,+ თუ დაიცავენ შენი ვაჟები თავიანთ გზას და ივლიან ჩემი კანონით ისე, როგორც შენ დადიოდი ჩემ წინაშე“.
26 ისრაელის ღმერთო, შესრულდეს შენი დანაპირები,+ რაც შენს მსახურ დავითს, მამაჩემს მიეცი!
27 ნუთუ დამკვიდრდება ღმერთი დედამიწაზე?+ აი, ვერ გიტევს+ შენ ზეცა,+ ზეცათა ზეცა,+ და ჩემი აშენებული სახლი+ როგორღა დაგიტევს?!
28 მოხედე შენი მსახურის ლოცვას+ და სათხოვარს წყალობის მისაღებად,+ იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მოუსმინე მუდარასა და ლოცვას, რომლითაც მოგმართავს დღეს შენი მსახური,+
29 რათა დღედაღამ თვალი გეჭიროს+ ამ სახლზე, იმ ადგილზე, რომელზეც თქვი, ჩემს სახელს დავავანებო,+ და ისმინე ლოცვა, რომლითაც შენი მსახური მოგმართავს ამ ადგილისკენ მობრუნებული!+
30 ისმინე შენი მსახურისა და შენი ხალხის, ისრაელის სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ როცა ისინი ამ ადგილისკენ მობრუნებულნი ილოცებენ, რათა მოუსმინო შენი ზეციური სამყოფლიდან.+ მოუსმინე და აპატიე!+
31 თუ კაცი შესცოდავს თავის მოძმეს,+ ის კი წყევლით დააფიცებს მას, და წყევლის ქვეშ მყოფი+ მოვა შენს სამსხვერპლოსთან ამ სახლში,
32 მაშინ ისმინე ზეციდან, იმოქმედე და განსაჯე შენი მსახურები, ბოროტს ბოროტებით მიაგე, რათა ბოროტის თავზე მოაქციო მისივე გზა,+ გაამართლო მართალი+ და მისივე სიმართლისამებრ მიაგო მას.+
33 თუ შენი ხალხი, ისრაელი, მტერთან დამარცხდება,+ რადგან გცოდავდნენ,+ მერე კი მობრუნდება,+ ხოტბას შეასხამს შენს სახელს,+ ილოცებს+ და წყალობას გთხოვს ამ სახლში,+
34 მოუსმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს ხალხს, ისრაელს,+ და დააბრუნე+ იმ მიწაზე, რომელიც მათ და მათ მამა-პაპას მიეცი.+
35 როცა ცა დაიხშობა და აღარ გაწვიმდება,+ რადგან გცოდავდნენ+ ისინი, მერე კი ილოცებენ ამ ადგილისკენ მობრუნებულნი,+ ხოტბას შეასხამენ შენს სახელს და მიატოვებენ თავიანთ ცოდვას, რადგან სჯიდი მათ,+
36 ისმინე ზეციდან და აპატიე ცოდვა შენს მსახურებს, შენს ხალხს, ისრაელს, რადგან შენ ასწავლი+ მათ სწორ გზას, რომლითაც უნდა იარონ,+ და აწვიმე+ შენს მიწას, რომელიც მემკვიდრეობად მიეცი შენს ხალხს.
37 თუ ქვეყანაში შიმშილობა+ დაიწყება ან ჭირი,+ ხორშაკი, ჭრაქი,+ კალია+ ან ტარაკანი+ გაჩნდება, თუ მტერი ალყაში მოაქცევს ქვეყნის კარიბჭეებს, როგორი წყლული ან სნეულებაც არ უნდა იყოს,
38 ყოველი ლოცვა+ და სათხოვარი წყალობის მისაღებად,+ რომლითაც მოგმართავს ერთი კაცი ან მთელი შენი ხალხი, ისრაელი,+ რადგან თითოეულმა იცის თავისი გულის ტკივილი,+ და გამოიწვდიან ხელებს ამ სახლისკენ,+
39 ისმინე შენი მტკიცე ზეციური+ სამყოფლიდან,+ აპატიე+ და თითოეულს თავისი გზისამებრ მიაგე,+ რადგან შენ იცი მათი გული+ (მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული),+
40 რათა ყოველთვის ეშინოდეთ+ შენი, სანამ ცოცხლები არიან ამ მიწაზე, ჩვენს მამა-პაპას რომ მიეცი.+
41 თუ უცხოელი,+ რომელიც არ ეკუთვნის შენს ხალხს, ისრაელს, და რომელიც შორეული ქვეყნიდან მოვა შენი სახელის გამო+
42 (რადგან გაიგებენ შენი დიდებული სახელის,+ ძლიერი ხელისა+ და გაწვდილი მკლავის შესახებ), მოვა და ილოცებს ამ სახლისკენ მობრუნებული,+
43 მოუსმინე ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და შეუსრულე უცხოელს სათხოვარი,+ რათა დედამიწის ყველა ხალხმა იცოდეს შენი სახელი;+ ისე ეშინოდეთ შენი, როგორც შენს ხალხს, ისრაელს, და იცოდნენ, რომ შენი სახელით იწოდება ეს სახლი, რომელიც მე ავაშენე.+
44 თუ შენი ხალხი იმ გზით გავა მტერთან საომრად,+ რომლითაც შენ გაგზავნი,+ და ლოცვით+ მიმართავს იეჰოვას შენი ამორჩეული ქალაქისკენ+ და სახლისკენ მობრუნებული, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
45 ისმინე ზეციდან მათი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად და სამართალი გაუჩინე მათ.+
46 თუ ისინი შეგცოდავენ+ (რადგან არ არსებობს უცოდველი კაცი),+ და განრისხდები მათზე, მტრის ხელში დატოვებ და დამატყვევებლები ტყვედ წაასხამენ მათ მტრის ქვეყანაში, შორეულ თუ მეზობელ ქვეყანაში,+
47 ისინი კი გონს მოეგებიან იმ ქვეყანაში, სადაც ტყვედ იქნებიან წაყვანილნი,+ მობრუნდებიან+ და წყალობას გთხოვენ+ თავიანთი დამატყვევებლების ქვეყანაში,+ იტყვიან, შევცოდეთ,+ დავაშავეთ+ და ბოროტება ჩავიდინეთო,+
48 მტრის ქვეყანაში დატყვევებულები მთელი გულითა+ და სულით მობრუნდებიან შენკენ, ილოცებენ თავიანთი მიწისკენ, იმ მიწისკენ მიბრუნებულნი, მათ მამა-პაპას რომ მიეცი, შენი ამორჩეული ქალაქისკენ და სახლისკენ, რომელიც შენს სახელზე ავაშენე,+
49 ისმინე მათი ლოცვა და წყალობის თხოვნა ზეციდან, შენი მუდმივი სამყოფლიდან,+ და სამართალი გაუჩინე მათ;+
50 და აპატიე+ შენს ხალხს შენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა+ და დანაშაული.+ შეაბრალე ისინი მათ დამატყვევებლებს,+ და შეიბრალონ მათ ისინი
51 (ისინი შენი ხალხი და შენი სამკვიდრო+ არიან, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიყვანე,+ რკინის ღუმლიდან),+
52 რათა ღია გქონდეს თვალი შენი მსახურის მიმართ, რომელიც წყალობას გთხოვს, და შენი ხალხის, ისრაელის მიმართ, რომელიც წყალობას გთხოვს,+ და მოუსმინო ყველაფერს, რასაც შემოგღაღადებენ.+
53 უზენაესო უფალო, იეჰოვა, შენ გამოყავი ისინი შენს მემკვიდრეობად დედამიწის ხალხებიდან,+ როგორც მოსესთვის,+ შენი მსახურისთვის გქონდა ნათქვამი, როცა ჩვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან გამოგყავდა».
54 როცა დაამთავრა სოლომონმა იეჰოვასადმი ლოცვა და სათხოვარი წყალობის მისაღებად, წამოდგა იეჰოვას სამსხვერპლოს წინიდან, სადაც მუხლმოყრილს+ მკლავები ზეცისკენ აღეპყრო,+
55 ადგა+ და ხმამაღლა აკურთხა+ ისრაელის მთელი კრებული:
56 „კურთხეული იყოს იეჰოვა,+ რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, თავისი დაპირებისამებრ!+ ერთი სიტყვაც არ გამტყუნებულა+ იმ სასიკეთო დაპირებათაგან, რასაც თავისი მსახურის, მოსეს პირით დაჰპირდა.+
57 ჩვენთან იყოს იეჰოვა,+ ჩვენი ღმერთი, როგორც ჩვენს მამა-პაპასთან იყო.+ ნუ მიგვატოვებს და ნუ დაგვაგდებს,+
58 რათა თავისკენ მიმართოს ჩვენი გულები,+ რომ ვიაროთ მისი გზით,+ დავიცვათ მისი მცნებები,+ წესები+ და სამართალი,+ რაც ჩვენს მამა-პაპას უბრძანა.
59 დღედაღამ იეჰოვასთან, ჩვენს ღმერთთან იყოს ეს ჩემი სიტყვები,+ რომლითაც იეჰოვას წყალობა ვთხოვე, რათა ყოველდღიურად,+ საჭიროებისამებრ, გაუჩინოს სამართალი თავის მსახურს და თავის ხალხს, ისრაელს,
60 რათა გაიგოს დედამიწის მთელმა ხალხმა,+ რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი+ და სხვა არავინ.+
61 მთელი გულით+ იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან იყავით, იარეთ მისი წესებით და დაიცავით მისი მცნებები, როგორც დღეს“.
62 დიდებულ მსხვერპლს სწირავდნენ მეფე და მთელი ისრაელი იეჰოვას წინაშე.+
63 შესწირა სოლომონმა მშვიდობის მსხვერპლი*+ იეჰოვას, ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი,+ რათა მეფესა და ისრაელის ძეებს იეჰოვას სახლის მიძღვნა+ აღენიშნათ.
64 იმ დღეს განწმინდა მეფემ შუა ეზო იეჰოვას სახლის წინ,+ რადგან იქ უნდა შეეწირა დასაწვავი მსხვერპლი, მარცვლეული შესაწირავი და მშვიდობის მსხვერპლის ქონი, რადგან პატარა იყო იეჰოვას წინაშე მდგარი სპილენძის სამსხვერპლო+ და ვერ დაიტევდა დასაწვავ შესაწირავს, მარცვლეულ შესაწირავსა და მშვიდობის მსხვერპლის ქონს.+
65 შვიდ დღეს და კიდევ შვიდ დღეს,+ სულ თოთხმეტ დღეს იდღესასწაულეს+ სოლომონმა და მთელმა ისრაელმა იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე, იდღესასწაულა დიდმა კრებულმა,+ ხამათის შესასვლელიდან+ ეგვიპტის ხევამდე.+
66 მერვე დღეს გაუშვა ხალხი,+ აკურთხეს მათ მეფე და წავიდნენ თავ-თავიანთ სახლებში, გახარებულები+ და გულმხიარულები+ იმ ყოველივე კარგის+ გამო, რაც იეჰოვამ გაუკეთა დავითს, თავის მსახურს, და ისრაელს, თავის ხალხს.