1 პეტრე 1:1—25

1  პეტრე, იესო ქრისტეს მოციქული,+ პონტოში, გალატიაში, კაპადოკიაში,+ აზიასა* და ბითინიაში მიმოფანტულ+ დროებით მცხოვრებლებს,+ რჩეულებს+  მამის, ღვთის წინასწარგანჭვრეტითა+ და სულის მიერ განწმენდით,+ რათა იყოთ მორჩილები და იესო ქრისტეს სისხლით+ ნასხურები.+ წყალობა და მშვიდობა გიმრავლდეთ.+  კურთხეული იყოს ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა,+ რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა,+ რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის+ მეშვეობით ცოცხალი იმედი+ გვქონოდა  და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა.+ ის ზეცაში ინახება თქვენთვის,+  ვინც რწმენის მეშვეობით+ ღვთის ძალით ხართ დაცულნი ხსნისთვის,+ რაც უკანასკნელ დროს+ უნდა გამოცხადდეს.+  ამიტომ დიდად ხარობთ, თუმცა ცოტა ხნით უნდა დამწუხრდეთ კიდეც სხვადასხვა განსაცდელის გამო,+  რათა ასე გამონაცადი რწმენა,+ ბევრად ძვირფასი ოქროზე, რომელიც ცეცხლშია გამობრძმედილი,+ მაგრამ მაინც ისპობა, ქების, დიდებისა და პატივის მიზეზი იყოს იესო ქრისტეს გამოცხადებისას.+  თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ.+ ვერც ახლა ხედავთ, მაგრამ გწამთ და ენით გამოუთქმელი, დიდი სიხარულით გიხარიათ,  რადგან აღწევთ რწმენის საბოლოო მიზანს, თქვენი სულების ხსნას.+ 10  სწორედ ამ ხსნასთან დაკავშირებით ატარებდნენ გულმოდგინე კვლევა-ძიებას+ წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ+ თქვენთვის განკუთვნილ წყალობაზე.+ 11  ისინი იკვლევდნენ, თუ კონკრეტულად რა და როგორ დროზე+ მიუთითებდა მათში მყოფი სული+ ქრისტეს შესახებ,+ როდესაც წინასწარ ამოწმებდა ქრისტეს ტანჯვისა+ და შემდგომ დიდებათა+ შესახებ. 12  მათ გამოუცხადდათ, რომ არა საკუთარი თავისთვის,+ არამედ თქვენთვის ემსახურებოდნენ იმას, რაც ახლა გეუწყათ+ მათი მეშვეობით, რომლებმაც ზეციდან გამოგზავნილი წმინდა სულით+ გაუწყეს სასიხარულო ცნობა. ანგელოზებს სურთ, ჩაუკვირდნენ ამ ყველაფერს.+ 13  ამიტომ მოამზადეთ გონება, რომ იმოქმედოთ,+ იფხიზლეთ ყველაფერში+ და იქონიეთ იმ წყალობის+ იმედი, რომელიც თქვენდამი გამოვლინდება იესო ქრისტეს გამოცხადებისას.+ 14  როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით+ ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, 15  არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით იმ წმინდასავით, რომელმაც მოგიხმოთ,+ 16  ვინაიდან დაწერილია: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე“.+ 17  გარდა ამისა, თუ უხმობთ მამას, რომელიც მიუკერძოებლად+ ასამართლებს თითოეულს თავისი საქმისამებრ, შიშით+ უნდა მოიქცეთ ხიზნობის დროს,+ 18  რადგან იცით, რომ მამა-პაპის ადათ-წესებით დამკვიდრებული უსარგებლო საქციელისგან ხრწნადმა+ ვერცხლმა ან ოქრომ კი არ დაგიხსნათ,+ 19  არამედ თვით ქრისტეს+ ძვირფასმა სისხლმა,+ როგორც უმანკო და უმწიკვლო* კრავისა.+ 20  ქვეყნიერების შექმნამდე+ უკვე ცნობილი იყო მის შესახებ, მაგრამ ის უკანასკნელ დროს გამოცხადდა თქვენთვის,+ 21  ვინც მისი მეშვეობით ირწმუნეთ ღმერთი+ — ის, ვინც მკვდრეთით აღადგინა+ და განადიდა იგი,+ რათა ღმერთში გქონოდათ რწმენა და იმედი.+ 22  ვინაიდან ჭეშმარიტებისადმი მორჩილებით გაისპეტაკეთ+ სულები* და ახლა უთვალთმაქცო ძმათმოყვარეობას+ ავლენთ. მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი.+ 23  თქვენ ცოცხალი და მარადიული+ ღვთის სიტყვის+ მეშვეობით ხელახლა გშვათ+ არა ხრწნადმა,+ არამედ ნაყოფიერმა უხრწნელმა+ თესლმა.+ 24  „ყოველი ხორციელი მინდვრის ბალახივითაა, ხოლო მთელი მისი დიდება — ბალახის აბიბინებასავით.+ ბალახი ხმება და ყვავილი სცვივა,+ 25  იეჰოვას სიტყვა კი მარადიულად რჩება“.+ ეს ის სიტყვაა,+ რომელიც გეხარათ.+

სქოლიოები

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — დაულაქავებელი.
ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.