1 პეტრე 2:1—25
2 ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი ბოროტება,+ ყოველგვარი ცბიერება, თვალთმაქცობა, შური, ზურგს უკან ლაპარაკი,+
2 და როგორც ახალშობილებმა,+ განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი+ სწრაფვა, რომ მისით გაიზარდოთ და გადარჩეთ,+
3 თუ უკვე იგემეთ, რომ კეთილია უფალი.+
4 როცა მასთან მიდიხართ, როგორც ადამიანების+ მიერ დაწუნებულ,+ მაგრამ ღვთისთვის რჩეულ და ძვირფას+ ცოცხალ ქვასთან,+
5 თქვენც, როგორც ცოცხალი ქვები, სულიერ სახლად+ შენდებით, რათა გახდეთ წმინდა სამღვდელოება და იესო ქრისტეს მეშვეობით ღვთისთვის მოსაწონი+ სულიერი მსხვერპლი შესწიროთ.+
6 როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „აი, ვდებ სიონში ქვას, რჩეულს, ქვაკუთხედს, ძვირფასს, და ვისაც იგი სწამს, იმედი არასოდეს გაუცრუვდება“.+
7 ასე რომ, ის თქვენთვის არის ძვირფასი, რადგან მორწმუნეები ხართ, ურწმუნოებისთვის კი „მშენებლების მიერ დაწუნებული+ ქვა კუთხის თავი+ გახდა“,
8 „დაბრკოლების ქვა და შეფერხების კლდე“.+ ისინი იმიტომ ბრკოლდებიან, რომ სიტყვას ეურჩებიან. სწორედ ამისთვის არიან განწესებულნი.+
9 თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი,+ ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება,+ რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“,+ ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ.+
10 ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ.+ ოდესღაც შეწყალებულნი არ იყავით, ახლა კი შეწყალებულნი ხართ.+
11 საყვარელნო, შეგაგონებთ, როგორც ხიზნებსა+ და დროებით მცხოვრებლებს: ერიდეთ ხორციელ სურვილებს,+ რომლებიც სულს* ებრძვიან.+
12 კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში,+ რათა, რაშიც გძრახავენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კარგი საქმეები+ და განადიდონ ღმერთი შემოწმების დღეს.+
13 უფლის გულისთვის დაემორჩილეთ+ ყველაფერს, რაც ადამიანთა მიერ არის დადგენილი:+ მეფეს,+ როგორც უმაღლეს მმართველს,
14 და გამგებლებს, როგორც მისგან დაგზავნილებს ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებრად,+
15 რადგან ღვთის ნებაა, რომ კარგის კეთებით აუკრათ პირი უგუნურებს, რომლებიც უმეცრებით ლაპარაკობენ.+
16 იყავით თავისუფლები,+ ოღონდ ეს თავისუფლება ბოროტების საფრად კი არ აქციოთ,+ არამედ გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა.+
17 პატივი ეცით ყველას,+ გიყვარდეთ მთელი საძმო,+ ღვთისა გეშინოდეთ+ და მეფეს პატივი ეცით.+
18 მოსამსახურეებიც სათანადო შიშით+ დაემორჩილონ+ ბატონებს, არა მხოლოდ კარგსა და გონიერს, არამედ ისეთსაც, რომლის გულსაც ადვილად ვერ მოიგებ.
19 თუ ვინმე ღვთის წინაშე თავისი სინდისის გამო იტანს მრავალ მწუხარებასა და უსამართლო ტანჯვას, ეს ღვთისთვის მისაღებია,+
20 მაგრამ, თუ ცოდვის გამო გცემენ და ითმენთ, რა საქებარია?+ ხოლო, თუ მაშინ ითმენთ, როცა კარგის კეთების გამო იტანჯებით,+ ეს არის ღვთისთვის მისაღები.+
21 ამისთვის ხართ კიდეც მოწოდებულნი. ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა+ და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს.+
22 მას არც ცოდვა ჩაუდენია+ და არც მზაკვრობა იყო მის ბაგეზე.+
23 როცა ლანძღავდნენ,+ ლანძღვით არ პასუხობდა,+ და როცა იტანჯებოდა,+ არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი,+ ვინც სიმართლით ასამართლებს.
24 მან თავისი სხეულით აიტანა ძელზე+ ჩვენი ცოდვები,+ რომ მოგვეშორებინა ისინი+ და გვეცხოვრა სიმართლისთვის. თქვენ „მისმა ჭრილობებმა განგკურნათ“.+
25 გზააბნეული ცხვრებივით იყავით,+ ახლა კი თქვენი სულების მწყემსსა+ და ზედამხედველს დაუბრუნდით.
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.