1 პეტრე 4:1—19
4 ამიტომ, რადგან ქრისტე ხორცში იტანჯა,+ თქვენც აღიჭურვეთ იმავე განწყობით;+ ვინაიდან, ვინც ხორცში იტანჯა, ცოდვების ჩადენა შეწყვიტა,+
2 რათა ხორცში დარჩენილი დღეები ადამიანური სურვილების დასაკმაყოფილებლად კი აღარ გაეტარებინა,+ არამედ ღვთის ნების შესასრულებლად.+
3 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ+ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით:+ ეძლეოდით თავაშვებულობას,+ ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას,+ ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას.+
4 ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ,+ და გგმობენ,+
5 მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე,+ ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად.+
6 მკვდრებსაც ამიტომ ეხარათ სასიხარულო ცნობა,+ რომ ადამიანური თვალსაზრისით გასამართლებულიყვნენ ხორცის მიხედვით,+ ხოლო ღვთის თვალსაზრისით ეცხოვრათ სულის+ მიხედვით.
7 მოახლოვდა ყველაფრის დასასრული.+ ამიტომ საღად იაზროვნეთ+ და ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ.+
8 რაც მთავარია, გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი,+ რადგან სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს.+
9 იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე.+
10 რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები.+
11 ვინც ლაპარაკობს, ისე ილაპარაკოს, როგორც ეს ღვთის წმინდა სიტყვაშია.+ ვინც მსახურობს,+ იმ ძალაზე დანდობით იმსახუროს, რომელსაც ღმერთი იძლევა,+ რათა ყველაფერში განდიდდეს+ ღმერთი იესო ქრისტეს მეშვეობით. მისია დიდება+ და ძლევამოსილება მარადიულად. ამინ.
12 საყვარელნო, ნუ ჩაცვივდებით საგონებელში თქვენ შორის გაჩაღებული ცეცხლის გამო, რაც თქვენი გამოცდისთვის არის,+ თითქოს უცნაური რამ გემართებოდეთ.
13 პირიქით, გიხაროდეთ,+ რადგან ქრისტეს ტანჯვის მოზიარენი ხართ,+ რათა მისი დიდების გამოცხადებისას+ იხაროთ და სიხარულით აივსოთ.
14 თუ ქრისტეს სახელისთვის გლანძღავენ,+ ბედნიერები ხართ,+ რადგან დიდების სული, ღვთის სული, თქვენზეა დავანებული.+
15 ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა+ როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს,+
16 მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა+ როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს,+ არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით,
17 რადგან მოვიდა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან.+ თუ ის ჯერ ჩვენგან დაიწყება,+ როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?+
18 „და თუ მართალი ძლივს გადარჩება,+ უღმერთო და ცოდვილი სადღა გამოჩნდება?“+
19 ასე რომ, ვისაც ღვთის ნების თანახმად უწევს ტანჯვა, კარგი აკეთოს და თავისი სული ერთგულ შემოქმედს მიანდოს.+