1 პეტრე 5:1—14

5  შევაგონებ თქვენ შორის უხუცესებს, როგორც უხუცესი,+ იესო ქრისტეს ტანჯვის მოწმე+ და იმ დიდების მოზიარე, რომელიც გამოცხადდება:+  მწყემსეთ+ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო,+ ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით,+ არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით,+ არამედ გულმოდგინებით.  ნუ იბატონებთ+ მათზე, ვინც ღვთის საკუთრებაა,+ არამედ მაგალითი იყავით სამწყსოსთვის,+  და როცა უფროსი მწყემსი+ გამოცხადდება, დიდების უჭკნობ+ გვირგვინს მიიღებთ.+  ასევე თქვენც, ახალგაზრდებო, დაემორჩილეთ+ უფროს მამაკაცებს. ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს,+ რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს.+  ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ,+  და ყველა თქვენი საწუხარი+ მას მიანდეთ*, რადგან ის ზრუნავს თქვენზე.+  იფხიზლეთ და გეღვიძოთ!+ თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს.+  წინ აღუდექით მას+ მტკიცე რწმენით, რადგან იცით, რომ მსგავს სატანჯველს თქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში.+ 10  ყოველგვარი წყალობის ღმერთი კი, რომელმაც თავისი მარადიული დიდებისკენ+ მოგიხმოთ ქრისტესთან ერთობაში,+ მცირე ხნით თქვენი ტანჯვის შემდეგ+ თავად დაასრულებს თქვენს მომზადებას, განგამტკიცებთ+ და გაგაძლიერებთ.+ 11  მას ძლევამოსილება+ მარადიულად. ამინ. 12  სილვანუსის+ ხელით, რომელსაც მე ერთგულ ძმად ვთვლი, ორიოდე სიტყვა მოგწერეთ+ გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად. მტკიცედ იდექით ამაში.+ 13  მოკითხვას გითვლიან თქვენსავით რჩეული, ბაბილონიდან,+ და ჩემი შვილი მარკოზი.+ 14  მოიკითხეთ ერთმანეთი სიყვარულის ამბორით.+ მშვიდობა გქონდეთ ყველას, ვინც ქრისტესთან ერთობაში ხართ.+

სქოლიოები

ანუ გადაეცით.