1 სამუელი 1:1—28

1  ეფრემის+ მთიან მხარეში ცხოვრობდა ერთი კაცი რამათაიმ-ცოფიმიდან,+ სახელად ელკანა,+ ცუფის+ ვაჟის, თოხუს ვაჟის, ელიჰუს ვაჟის იეროხამის ვაჟი; ეფრემელი იყო იგი.  ორი ცოლი ჰყავდა, ერთს ხანა ერქვა, მეორეს — ფენინა. ფენინას ჰყავდა შვილები, ხანა კი უშვილო იყო.+  ყოველწლიურად ადიოდა ის კაცი თავისი ქალაქიდან შილოში,+ რომ თაყვანი ეცა+ და მსხვერპლი შეეწირა ლაშქართა* ღვთისთვის, იეჰოვასთვის. იქ ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასი,+ მღვდლებად ემსახურებოდნენ იეჰოვას.+  დადგა დღე, როცა ელკანამ მსხვერპლი შესწირა და ფენინას, თავის ცოლს, თავის ვაჟებსა და ასულებს დაუნაწილა,+  ხანას კი მხოლოდ ერთი წილი მისცა, თუმცა მას ხანა უყვარდა;+ საშვილოსნო დაეხშო იეჰოვას მისთვის.+  მისი მეტოქე ამწარებდა,+ გულს სტკენდა, რაკი საშვილოსნო დაუხშო მას იეჰოვამ.  ასე იქცეოდა იგი ყოველწლიურად,+ როცა ხანა უფლის სახლში ადიოდა.+ ასე ამწარებდა იგი ხანას, ის კი ტიროდა და არაფერს ჭამდა.  ერთხელ ელკანამ, თავისმა ქმარმა ჰკითხა: „ხანა, რატომ ტირი და რატომ არაფერს ჭამ, რატომ გაქვს გული დამწუხრებული?+ განა ათ ვაჟს არ გირჩევნივარ?“+  ადგა ხანა მას შემდეგ, რაც ჭამეს და სვეს შილოში. ამ დროს მღვდელი ელი იეჰოვას ტაძრის კარის წირთხლთან+ იჯდა. 10  სულგამწარებული+ ხანა ლოცულობდა იეჰოვას+ წინაშე და მწარედ ტიროდა.+ 11  მან აღთქმა დაუდო ღმერთს:+ „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას+ და გამიხსენებ,+ არ დაივიწყებ შენს მხევალს და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე; სამართებელი არ მიეკარება მის თავს“.+ 12  დიდხანს ლოცულობდა+ იგი იეჰოვას წინაშე, ელი კი მას პირზე აკვირდებოდა. 13  ხანა გულში ლაპარაკობდა;+ ბაგეებს ამოძრავებდა, მაგრამ მისი ხმა არ ისმოდა, ამიტომ ელის მთვრალი ეგონა.+ 14  უთხრა მას ელიმ: „როდემდე უნდა იყო მთვრალი!+ გამოფხიზლდი“. 15  ხანამ მიუგო: „არა, ჩემო ბატონო, ერთი სულგამწარებული* ქალი ვარ, არც ღვინო დამილევია და არც სხვა მათრობელი სასმელი; იეჰოვას წინაშე ვღვრი ჩემს სულს*.+ 16  უვარგისი+ ქალი ნუ გეგონება შენი მხევალი; დიდი წუხილი და სიმწარე მალაპარაკებდა ამდენს“.+ 17  ელიმ უთხრა: „წადი მშვიდობით,+ ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“.+ 18  მან მიუგო: „წყალობა პოვოს შენს თვალში შენმა მხევალმა“.+ წავიდა ქალი, ჭამა+ და აღარ დამწუხრებია სახე.+ 19  ადგნენ დილაადრიან, თაყვანი სცეს იეჰოვას და შინ დაბრუნდნენ რამაში.+ დაწვა+ ელკანა ხანასთან, თავის ცოლთან და გაიხსენა იეჰოვამ იგი.+ 20  დაორსულდა ხანა წლის დასაწყისში. ვაჟი გააჩინა და სამუელი დაარქვა,+ რადგან ამბობდა, იეჰოვას ვთხოვეო+ მისი თავი. 21  გავიდა ხანი და ისევ ავიდა ელკანა თავის სახლეულობასთან ერთად, რომ იეჰოვასთვის ყოველწლიური მსხვერპლი შეეწირა+ და აღთქმა შეესრულებინა.+ 22  ხანა არ ასულა;+ თავის ქმარს უთხრა: „როგორც კი ბავშვს ძუძუს მოვწყვეტ,+ წავიყვან, წარვუდგენ იეჰოვას და სულ იქ იცხოვრებს“.+ 23  ელკანამ, მისმა ქმარმა,+ მიუგო: „როგორც გერჩივნოს, ისე მოიქეცი.+ იყავი სახლში, სანამ ბავშვს ძუძუს მოსწყვეტ, ოღონდ აგისრულოს იეჰოვამ თავისი სიტყვა“.+ დარჩა ქალი სახლში და ძუძუს აწოვებდა ბავშვს, სანამ ძუძუს მოსწყვეტდა.+ 24  როგორც კი ძუძუს მოსწყვიტა, წაიყვანა იგი, თან წაიყვანა სამი წლის ხარი, წაიღო ერთი ეფა ფქვილი და დიდი დოქი ღვინო,+ და მივიდა იეჰოვას სახლში, შილოში.+ ბავშვიც თან ჰყავდა. 25  დაკლეს ხარი და ბავშვი ელის მიუყვანეს.+ 26  ქალმა უთხრა: „მაპატიე, ჩემო ბატონო, იცოცხლოს ჩემმა ბატონმა,+ მე ის ქალი ვარ, აქ რომ ვიდექი და იეჰოვას წინაშე ვლოცულობდი.+ 27  ამ ბავშვს ვთხოვდი+ ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი.+ 28  ახლა იეჰოვას მივაბარე იგი+ და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“. და თაყვანი სცა იქ ელკანამ იეჰოვას.+

სქოლიოები

იგივე ცაბაოთი.
ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
ან სული მაქვს გამწარებული. ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.