1 სამუელი 11:1—15

11  წავიდა ამონელი+ ნახაში და გალაადის იაბეშთან+ დაბანაკდა, რომ შებრძოლებოდა მას. უთხრეს იაბეშელებმა ნახაშს: „დაგვიდე შეთანხმება და შენ გემსახურებით“.+  ამონელმა ნახაშმა მიუგო: „ჯერ მარჯვენა თვალებს დაგთხრით მთელი ისრაელის შესარცხვენად+ და მერე დაგიდებთ შეთანხმებას“.+  იაბეშის უხუცესებმა მიუგეს: „შვიდი დღე მოგვეცი, რომ მაცნეები დავგზავნოთ მთელ ისრაელში, და თუ მხსნელი+ არავინ გამოგვიჩნდა, თქვენთან წამოვალთ“.  მივიდნენ მაცნეები საულის გიბაში+ და ყველაფერი უამბეს ხალხს. მთელი ხალხი ხმამაღლა ატირდა.+  იმ დროს მინდვრიდან ნახირს მოუყვებოდა საული. იკითხა საულმა: „რა მოუვიდა ხალხს, რატომ ტირის?“ უთხრეს მას იაბეშელების ნათქვამი.  ამ სიტყვების მოსმენაზე ამოქმედდა საულზე+ ღვთის სული და აენთო მისი რისხვა.+  დაკუწა ორი ხარი, მაცნეების ხელით ნაჭრები მთელ ისრაელში დაგზავნა+ და შეუთვალა მათ: „ასე დაემართება იმის საქონელს, ვინც საულსა და სამუელს არ გაჰყვება!“+ ხალხი იეჰოვას+ შიშმა+ მოიცვა და როგორც ერთი კაცი, ისე გამოვიდნენ.+  აღრიცხა+ მან ხალხი ბეზეკში: ისრაელის ძეები იყვნენ სამასი ათასი და იუდეველები — ოცდაათი ათასი.  უთხრეს მაცნეებს: „უთხარით გალაადის იაბეშის მცხოვრებთ, ხვალ იქნება თქვენი ხსნა, როცა მზე დააცხუნებს-თქო“.+ წავიდნენ მაცნეები და გადასცეს ამბავი იაბეშელებს და მათაც გაიხარეს. 10  იაბეშელებმა ამონელებს შეუთვალეს, ხვალ გამოვალთ და როგორც გენებოთ, ისე მოგვექეცითო.+ 11  მეორე დღეს საულმა+ ხალხი სამად დაყო,+ შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას+ და ამოწყვიტეს ამონელები,+ სანამ დაცხებოდა. გადარჩენილები კი ისე დაიფანტნენ, რომ ორს ერთად ვერ ნახავდა კაცი.+ 12  უთხრა ხალხმა სამუელს: „ვინ ამბობდა, ნუთუ საული უნდა იყოს ჩვენი მეფეო?!+ გამოიყვანეთ, რომ დავხოცოთ!“+ 13  მაგრამ საულმა თქვა: „დღეს არავინ მოკვდება,+ რადგან დღეს იხსნა იეჰოვამ ისრაელი“.+ 14  შემდეგ სამუელმა უთხრა ხალხს: „გილგალში+ წავიდეთ მეფობის განსამტკიცებლად“.+ 15  წავიდა მთელი ხალხი გილგალში და გაამეფეს საული იეჰოვას წინაშე.+ შესწირეს მშვიდობის მსხვერპლი* იეჰოვას; დიდად ხარობდა საული და მთელი ისრაელი.+

სქოლიოები

ან საზიარო მსხვერპლი.