1 სამუელი 12:1—25
12 მიმართა სამუელმა მთელ ისრაელს: „მოგისმინეთ, რასაც მოითხოვდით,+ რომ მეფე დამეყენებინა თქვენთვის,+
2 და, აი, წინ მიგიძღვით მეფე.+ მე მოვხუცდი,+ გავჭაღარავდი,+ ჩემი ვაჟები კი თქვენთან არიან.+ სიყმაწვილიდან დღემდე წინ მიგიძღოდით.+
3 აქა ვარ, მამხილეთ იეჰოვასა და მისი ცხებულის+ წინაშე, თუ წამირთმევია ვინმესთვის ხარი ან ვირი,+ თუ გამომიძალავს ვინმესთვის რამე ან თუ დამიჩაგრავს, თუ ამიღია ვინმეს ხელიდან ქრთამი საქმეზე თვალის დასახუჭავად,+ და აგინაზღაურებთ“.+
4 მათ მიუგეს: „არც არავისთვის არაფერი გამოგიძალავს, არც დაგიჩაგრივართ და არც არავის ხელიდან აგიღია რამე“.+
5 მან უთხრა მათ: „იეჰოვაა მოწმე, მისი ცხებულიც+ მოწმეა დღეს, რომ ვერაფერი პოვეთ ჩემს ხელში“.+ მათ მიუგეს: „მოწმეა!“
6 სამუელმაც უთხრა ხალხს: «იეჰოვაა მოწმე, რომელმაც მოსესა და აარონის მეშვეობით გამოიყვანა თქვენი მამა-პაპა ეგვიპტის მიწიდან.+
7 დადექით, რომ განგსაჯოთ იეჰოვას წინაშე და გიამბოთ იეჰოვას სიმართლის საქმეებზე,+ რაც მან თქვენთვის და თქვენი მამა-პაპისთვის გააკეთა.
8 როცა იაკობი ეგვიპტეში ჩავიდა+ და თქვენმა მამა-პაპამ იეჰოვას შველა სთხოვა,+ გაგზავნა იეჰოვამ მოსე+ და აარონი, რომ გამოეყვანათ თქვენი მამა-პაპა ეგვიპტიდან და ამ ადგილზე დაესახლებინათ,+
9 მაგრამ დაივიწყეს მათ იეჰოვა, თავიანთი ღმერთი,+ და მანაც ჩაუგდო* ისინი ხელში+ ხაცორის ჯარის მეთაურს, სისერას,+ ფილისტიმელებსა+ და მოაბის მეფეს+ და ებრძოდნენ ისინი მათ.
10 შველა სთხოვეს იეჰოვას:+ „შევცოდეთ,+ რადგან მივატოვეთ იეჰოვა და ბაალებსა+ და აშთორეთებს+ ვემსახურებოდით. გვიხსენი+ ჩვენი მტრის ხელიდან და შენ გემსახურებით“.
11 გამოგზავნა იეჰოვამ იერუბაალი,+ ბედანი, იფთახი+ და სამუელი+ და გიხსნათ თქვენ ირგვლივ მცხოვრები მტრების ხელიდან, რათა უსაფრთხოდ გეცხოვრათ.+
12 როცა დაინახეთ, რომ ამონელთა მეფე ნახაში+ თქვენ წინააღმდეგ გამოვიდა, მეუბნებოდით, არა, მეფემ იმეფოს ჩვენზეო,+ როცა იეჰოვა, თქვენი ღმერთი იყო თქვენი მეფე.+
13 დაგიყენათ იეჰოვამ თქვენი არჩეული მეფე,+ რომელიც მოითხოვეთ.+
14 თუ გექნებათ იეჰოვას შიში,+ მას ემსახურებით,+ მის ხმას მოუსმენთ+ და არ ეურჩებით+ იეჰოვას ბრძანებას, მაშინ თქვენ და თქვენი მეფე თქვენი ღვთის, იეჰოვას მიმდევრები იქნებით;
15 მაგრამ თუ არ გაუგონებთ იეჰოვას ხმას+ და ეურჩებით იეჰოვას ბრძანებას,+ მაშინ იეჰოვას ხელი იქნება თქვენი და თქვენი მამების წინააღმდეგ.+
16 დადექით და უყურეთ, რა დიდებულ საქმეს მოიმოქმედებს იეჰოვა თქვენ თვალწინ.
17 დღეს ხომ ხორბლის მკის+ დღეა? მოვუხმობ+ იეჰოვას, რომ ჭექა-ქუხილი და წვიმა მოავლინოს;+ მაშინ გაიგებთ და დაინახავთ, რომ დიდი ბოროტება ჩაიდინეთ+ იეჰოვას თვალში, მეფე რომ მოითხოვეთ».
18 მოუხმო სამუელმა იეჰოვას+ და მოავლინა იეჰოვამ ჭექა-ქუხილი და წვიმა იმ დღეს;+ ხალხს ძალიან შეეშინდა იეჰოვასი და სამუელისა.
19 სთხოვა ხალხმა სამუელს: „შეევედრე+ იეჰოვას, შენს ღმერთს, შენს მსახურთა გულისთვის, რადგან არ გვინდა სიკვდილი; ჩვენს ცოდვებს ხომ ის ბოროტებაც დავუმატეთ, რომ მეფე მოვითხოვეთ“.
20 უთხრა სამუელმა ხალხს: „ნუ გეშინიათ,+ კი ჩაიდინეთ ეს ბოროტება, მაგრამ მთავარია, არ განუდგეთ იეჰოვას+ და მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას.+
21 არ გაჰყვეთ უსარგებლო+ არარაობას,+ რაც ვერ გიხსნით, რადგან არარაობაა.
22 არ მიატოვებს იეჰოვა+ თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო,+ რადგან თვითონ იეჰოვამ მოისურვა, რომ მისი ხალხი გამხდარიყავით.+
23 არ შევცოდავ იეჰოვას და არ შევწყვეტ თქვენთვის ლოცვას;+ მე გასწავლით+ კარგ+ და სწორ გზას,
24 ოღონდ გეშინოდეთ+ იეჰოვასი და ჭეშმარიტებით ემსახურეთ მას მთელი გულით,+ რადგან ხედავთ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა მან თქვენთვის;+
25 მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენთ,+ თქვენც აღიგვებით და თქვენი მეფეც“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მიჰყიდა.