1 სამუელი 14:1—52
14 საულის ვაჟმა იონათანმა+ თავის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც ფილისტიმელთა მოწინავე ჯარი დგას“. მამისთვის კი არაფერი უთქვამს.+
2 საული გიბას+ მახლობლად იყო, ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში; თან ექვსასი კაცი ახლდა+
3 (ეფოდს ატარებდა+ შილოში+ იეჰოვას მღვდლის, ელის+ ვაჟის, ფინხასის+ ვაჟის, იქაბოდის+ ძმის, ახიტუბის+ ვაჟი ახია). არ იცოდა ხალხმა, რომ იონათანი წასული იყო.
4 გასასვლელებს შორის, საიდანაც იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე ჯართან+ უნდოდა მისვლა, ორივე მხარეს კლდის შვერილი იყო; ერთს ბოცეცი ერქვა, მეორეს კი — სენე.
5 ერთი შვერილი მიქმაშის+ გასწვრივ იყო ჩრდილოეთით, მეორე კი — გებას+ გასწვრივ სამხრეთით.
6 იონათანმა თავის მსახურს, საჭურველთმტვირთველს უთხრა: „წამო, გაღმა გავიდეთ, სადაც იმ წინადაუცვეთელთა+ მოწინავე ჯარი დგას, იქნებ გაგვამარჯვებინოს იეჰოვამ; ვერაფერი შეუშლის ხელს იეჰოვას, ბევრითაც იხსნის და მცირედითაც“.+
7 მისმა საჭურველთმტვირთველმა მიუგო: „ის გააკეთე, რაც გულში გაქვს, იქით წადი, საითაც გინდა. შენთანა ვარ ყველაფერში, რაც შენს გულს სწადია“.+
8 იონათანმა უთხრა: „გადავიდეთ და დავენახვოთ.
9 თუ გვეტყვიან, შეჩერდით, თქვენთან მოვალთო, გავჩერდეთ, ფეხი არ მოვიცვალოთ და არ ავიდეთ მათთან;
10 მაგრამ თუ გვეტყვიან, ამოდითო, ავიდეთ; იეჰოვა ჩაგვიგდებს მათ ხელში და ნიშანი+ იქნება ეს ჩვენთვის“.
11 ორივენი დაენახვნენ ფილისტიმელთა მოწინავე ჯარს. ფილისტიმელებმა თქვეს: „გამოდიან ებრაელები გამოქვაბულებიდან, სადაც იმალებოდნენ“.+
12 მოწინავე ჯარმა იონათანსა და მის საჭურველთმტვირთველს უთხრა: „ამოდით და გიჩვენებთ სეირს!“+ მაშინვე უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: „მომყევი, რადგან იეჰოვამ ხელში ჩაუგდო ისინი ისრაელს“.+
13 ფორთხვით ადიოდა+ იონათანი, საჭურველთმტვირთველი კი უკან მიჰყვებოდა. ეცემოდნენ ისინი იონათანის წინაშე,+ მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან იდგა და ხოცავდა მათ.+
14 პირველ ჯერზე იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ოცამდე კაცი მოკლეს დაახლოებით ნახევარი დღის სახნავ მიწაზე.
15 შიშმა+ შეიპყრო ბანაკი და მთელი მოწინავე ჯარი. მძარცველთა რაზმიც+ კი შიშმა მოიცვა; ზანზარი დაიწყო მიწამ+ და ღვთის შიშმა მოიცვა იქაურობა.+
16 გაიხედეს საულის გუშაგებმა ბენიამინის გიბადან+ და რას ხედავენ! აქეთ-იქით აწყდება ხალხი.+
17 საულმა თავისთან მყოფ ხალხს უთხრა: „აღრიცხეთ ხალხი და ნახეთ, ვინ არის წასული“. აღრიცხეს და ნახეს, რომ იონათანი და მისი საჭურველთმტვირთველი იქ არ იყვნენ.
18 უთხრა საულმა ახიას:+ „მოიტანე ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი!“+ (ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი იმ დღეს ისრაელის ძეებთან იყო).+
19 სანამ საული მღვდელს ელაპარაკებოდა,+ ფილისტიმელთა ბანაკში აურზაური უფრო და უფრო მატულობდა. საულმა მღვდელს უთხრა: „დაუშვი ხელი!“
20 შეიკრიბნენ საული და მასთან მყოფნი,+ მივიდნენ ბრძოლის ველზე და ნახეს, რომ დიდი არეულობის გამო მოძმეს მოძმეზე აღემართა მახვილი.+
21 ის ებრაელებიც კი, რომლებიც ადრე ფილისტიმელებთან+ იყვნენ და ყველგან მათ ბანაკს დაჰყვებოდნენ, ისრაელს შეუერთდნენ, საულისა და იონათანის მხლებლებს.
22 ეფრემის მთიან მხარეში დამალულმა+ ისრაელებმაც გაიგეს, რომ უკუიქცნენ ფილისტიმელები, ისინიც ფეხდაფეხ მისდევდნენ მათ და თან ებრძოდნენ.
23 იხსნა+ იმ დღეს იეჰოვამ ისრაელი; ბრძოლა ბეთ-ავენამდე+ გრძელდებოდა.
24 დაიქანცნენ იმ დღეს ისრაელები, მაგრამ მაინც დააფიცა+ საულმა ხალხი: „წყეული იყოს, ვინც საღამომდე, ჩემს მტერზე შურისძიებამდე,+ პური ჭამოს!“ კაციშვილს არ ჩაუდია ლუკმა პირში.+
25 წავიდა ხალხი ტყეში და ნახეს თაფლი+ მიწაზე.
26 შევიდა ხალხი ტყეში და რას ხედავენ! თაფლი იღვრება,+ მაგრამ არავის მიუტანია პირთან ხელი, რადგან ფიცის+ ეშინოდათ.
27 არ გაუგია იონათანს, რომ მამამისმა ხალხი დააფიცა.+ გაიწოდა ჯოხი, ჯოხის წვერი ფიჭაში ჩააწო, პირთან მიიტანა და თვალები გაუნათდა.+
28 ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: „მამაშენმა საჯაროდ დააფიცა ხალხი, წყეული იყოს, ვინც დღეს პური ჭამოსო“+ (დაიღალა ხალხი).+
29 იონათანმა მიუგო: „მამაჩემმა უბედურება+ დაატეხა ამ მიწას. ნახეთ, როგორ გამინათდა თვალები, თაფლი რომ ვიგემე.+
30 რამდენად უკეთესი იქნებოდა, ხალხს მტრისთვის წართმეული ნადავლიდან+ რომ ეჭამა.+ მაშინ უფრო დიდი იქნებოდა ფილისტიმელების ხოცვა-ჟლეტა“.+
31 დახოცეს მათ იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან+ აიალონამდე+ და დაიქანცა ხალხი.+
32 მივარდა ხალხი ნადავლს,+ წამოასხეს ცხვარ-ძროხა, ხბოები, იქვე დაკლეს მიწაზე და სისხლიანად ჭამდნენ.+
33 აცნობეს საულს, სცოდავსო ხალხი იეჰოვას, ხორცს სისხლიანად ჭამენო.+ მან მიუგო: „ვერაგობა ჩაგიდენიათ. ლოდი მომიგორეთ!“
34 თქვა საულმა: „გადით ხალხში და უთხარით, ყველამ თითო ხარი და თითო ცხვარი მომიყვანოს, აქ დაკალით და ჭამეთ, ოღონდ ნუ შესცოდავთ იეჰოვას და ხორცს სისხლიანად ნუ შეჭამთ“.+ იმ ღამით ყველას თავისი ხელით მიჰყავდა ხარი და იქ კლავდა.
35 აუგო საულმა სამსხვერპლო+ იეჰოვას. მაშინ დაიწყო მან იეჰოვასთვის სამსხვერპლოების აგება.+
36 საულმა თქვა: „ღამით დავეცეთ ფილისტიმელებს და დილამდე ვძარცვოთ,+ არავინ დავტოვოთ“.+ მათ მიუგეს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“. მღვდელმა თქვა: „მოდი, ჭეშმარიტ ღმერთს მივმართოთ“.+
37 დაეკითხა საული ღმერთს: „დავეცე ფილისტიმელებს?+ ჩაუგდებ მათ ისრაელს ხელში?“+ იმ დღეს პასუხი არ მიუღია.+
38 საულმა ბრძანა: „თავკაცებო,+ ყველანი მოდით,+ გაარკვიეთ და გაიგეთ, რა ცოდვა იქნა დღეს ჩადენილი.
39 ცოცხალია იეჰოვა, ისრაელის მხსნელი, ჩემი ვაჟი იონათანიც რომ იყოს, უნდა მოკვდეს!“+ არავის გაუცია პასუხი.
40 უთხრა მან მთელ ისრაელს: „თქვენ ერთ მხარეს იყავით, მე და ჩემი ვაჟი იონათანი კი მეორე მხარეს ვიქნებით“. მიუგო ხალხმა საულს: „როგორც გენებოს, ისე მოიქეცი“.+
41 სთხოვა საულმა იეჰოვას: „ისრაელის ღმერთო, მოგვეცი თუმიმი“.+ ხელი საულსა და იონათანს დაედო, ხალხი კი გავიდა.+
42 საულმა თქვა: „ყარეთ წილი+ მე და ჩემს ვაჟს, იონათანს შორის“. ხელი იონათანს დაედო.
43 უთხრა საულმა იონათანს: „მითხარი, რა ჩაიდინე?“+ იონათანმა მიუგო: „თაფლი ვიგემე ჯოხის წვერით.+ აქა ვარ, დაე, მოვკვდე!“
44 საულმა უთხრა: „ასე და ასე მიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ არ მოკვდე,+ იონათან!“
45 მიუგო ხალხმა საულს: „განა უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც დიდებულად იხსნა+ ისრაელი?! ეს არ მოხდება!+ ცოცხალია იეჰოვა,+ თმის ერთი ღერიც+ კი არ ჩამოვარდება მისი თავიდან, რადგან ღმერთმა გაამარჯვებინა“.+ ასე გადაარჩინა+ ხალხმა იონათანი სიკვდილს.
46 აღარ დასდევნებია საული ფილისტიმელებს და ისინიც თავის ადგილზე დაბრუნდნენ.+
47 განიმტკიცა საულმა მეფობა ისრაელზე.+ ებრძოდა თავის მტერს, მოაბს,+ ამონის+ ძეებს, ედომს,+ ცობის+ მეფეებსა და ფილისტიმელებს;+ სადაც მივიდოდა, ყველგან მსჯავრს აღასრულებდა.+
48 მამაცურად მოქმედებდა;+ დაამარცხა ამალეკი+ და ისრაელი მძარცველთა ხელიდან იხსნა.
49 საულის ვაჟები იყვნენ: იონათანი,+ იშვი და მალქი-შუა,+ მის ასულთაგან პირმშოს მერაბი+ ერქვა, უმცროსს კი — მიქალი.+
50 საულს ცოლად ჰყავდა ახიმააცის ასული ახინოამი. მისი მხედართმთავარი იყო აბნერი,+ საულის ბიძის, ნერის ვაჟი.
51 საულის მამა კიში+ იყო, ნერი+ კი, აბნერის მამა, აბიელის ვაჟი იყო.
52 საულის დროს სასტიკი ბრძოლები იმართებოდა ფილისტიმელთა წინააღმდეგ.+ ვისაც კი ძლიერსა და მამაცს ნახავდა საული, ყველა თავისთან მიჰყავდა.+