1 სამუელი 15:1—35
15 უთხრა სამუელმა საულს: «მე გამომგზავნა იეჰოვამ, რომ ისრაელის, მისი ხალხის მეფედ მეცხე.+ მოისმინე ახლა იეჰოვას სიტყვა.+
2 აი რა თქვა ლაშქართა ღმერთმა+ იეჰოვამ: „პასუხს მოვთხოვ+ ამალეკს იმისთვის, რაც მან ისრაელს გაუკეთა, როცა მას წინ გადაუდგა ეგვიპტიდან გამოსვლისას.+
3 ახლა წადი, დაეცი ამალეკს+ და გაანადგურე+ ის და მთელი მისი ქონება, არ დაინდო; მოკალი+ კაციც და ქალიც, ბავშვიც და ჩვილიც,+ ხარიც და ცხვარიც, აქლემიც და ვირიც“».+
4 შეკრიბა საულმა ხალხი და აღრიცხა ისინი თელაიმში:+ ორას ათი ათასი ქვეითი, მათ შორის ათი ათასი იუდეველი.+
5 მიადგა საული ამალეკელთა ქალაქს და ხევთან ჩასაფრდა.
6 უთხრა საულმა კენიელებს:+ „წადით,+ გაეცალეთ ამალეკელებს, რათა მათთან ერთად არ აღგგავოთ; თქვენ სიკეთე* გაუკეთეთ ისრაელის ძეებს,+ როცა ეგვიპტიდან გამოდიოდნენ“.+ გაეცალნენ კენიელები ამალეკს.
7 უტევდა საული ამალეკს+ ხავილადან+ შურამდე,+ ეგვიპტის პირდაპირ.
8 ცოცხლად შეიპყრო ამალეკის მეფე აგაგი,+ ხალხი კი მახვილით გაანადგურა.+
9 დაინდეს საულმა და მისმა ხალხმა აგაგი, მისი საუკეთესო, ნასუქი ცხვარ-ძროხა,+ ვერძები და ყოველივე კარგი; არ ისურვეს მათი განადგურება.+ უვარგისი და გადასაგდები კი ყველაფერი გაანადგურეს.
10 გამოეცხადა სამუელს იეჰოვას სიტყვა:
11 „ვნანობ,+ საული რომ გავამეფე, რადგან განმიდგა+ და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს“.+ დამწუხრდა სამუელი+ და მთელი ღამე შეღაღადებდა იეჰოვას.+
12 დილაადრიან ადგა სამუელი და საულთან შესახვედრად წავიდა. შეატყობინეს სამუელს, საული ქარმელში+ ამოვიდა, თავისთვის სვეტი+ აღმართა, გაბრუნდა და გილგალში ჩავიდაო.
13 მივიდა სამუელი საულთან. უთხრა მას საულმა: „კურთხეული+ ხარ იეჰოვასგან, შევასრულე იეჰოვას სიტყვა“.+
14 სამუელმა ჰკითხა: „საიდან მესმის ცხვარ-ძროხის ხმა?“+
15 საულმა მიუგო: „ამალეკელებისგან წამოასხეს, რადგან დაინდო ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა, რომ იეჰოვასთვის, შენი ღვთისთვის მსხვერპლად შეეწირათ,+ დანარჩენი კი გავანადგურეთ“.
16 უთხრა სამუელმა საულს: „გაჩერდი! გეტყვი, რა მითხრა წუხელ იეჰოვამ“.+ მან მიუგო: „მითხარი!“
17 უთხრა სამუელმა: «შენ არ იყავი, ისრაელის ტომთა მეთაურობას რომ უარობდი,+ პატარა ვარო, და შენ არ გცხო+ იეჰოვამ ისრაელის მეფედ?
18 დავალება მოგცა იეჰოვამ და გითხრა: „წადი, გაანადგურე ცოდვილები,+ ამალეკელები, მანამდე ებრძოლე, სანამ სულ არ გაწყვეტ“.+
19 რატომ არ მოუსმინე იეჰოვას ხმას, რატომ დახარბდი ნადავლს+ და რატომ ჩაიდინე ბოროტება იეჰოვას თვალში?»+
20 მიუგო საულმა სამუელს: „მე მოვუსმინე+ იეჰოვას ხმას და წავედი იეჰოვას დავალების შესასრულებლად. ამალეკის მეფე აგაგი+ წამოვიყვანე, ამალეკი კი გავანადგურე.+
21 იქიდან, რაც გასანადგურებელი იყო, ხალხმა+ საუკეთესო ცხვარ-ძროხა წამოასხა, რომ შენი ღვთისთვის, იეჰოვასთვის შეეწირათ+ გილგალში“.+
22 თქვა სამუელმა: „ისევე ეამება იეჰოვას დასაწვავი შესაწირავი+ და მსხვერპლი, როგორც იეჰოვას მოსმენა? მოსმენა+ მსხვერპლზე უკეთესია+ და მორჩილება — ვერძის ქონზე!+
23 ერთი ცოდვაა ურჩობა+ და მკითხაობა,+ კადნიერება და მაგიური ძალისა და თერაფიმის+ გამოყენება. როგორც შენ უარყავი იეჰოვას სიტყვა,+ ისიც ისე უარყოფს შენს მეფობას“.+
24 უთხრა საულმა სამუელს: „შევცოდე,+ დავარღვიე იეჰოვას ბრძანება და შენი სიტყვა, რადგან ხალხისა შემეშინდა+ და მათ ხმას მოვუსმინე.
25 მაპატიე+ ახლა ჩემი ცოდვა და გამომყევი, რათა დავემხო+ იეჰოვას წინაშე“.
26 მიუგო სამუელმა საულს: „არ გამოგყვები, რადგან უარყავი იეჰოვას სიტყვა; ამიტომ იეჰოვაც უარგყოფს და აღარ იქნები ისრაელის მეფე“.+
27 გაბრუნდა თუ არა სამუელი, სტაცა მას საულმა ხელი მოსასხამზე და გაიგლიჯა+ მოსასხამი.
28 მიუგო მას სამუელმა: „დღეს გამოგგლიჯა+ იეჰოვამ ისრაელის მეფობა და შენს მოძმეს, შენზე უკეთესს მისცემს მას.+
29 არ იცრუებს+ ისრაელის აღმატებულება,+ არ ინანებს იგი, რადგან კაცი არ არის, რომ ინანოს“.+
30 მან მიუგო: „შევცოდე, მაგრამ პატივი დამდე+ ჩემი ხალხის უხუცესთა და ისრაელის წინაშე და გამომყევი, რომ იეჰოვას, შენი ღვთის წინაშე დავემხო“.+
31 გაჰყვა სამუელი საულს და დაემხო საული იეჰოვას წინაშე.
32 სამუელმა თქვა: „მომიყვანეთ ამალეკის მეფე აგაგი“. შეშინებული მივიდა აგაგი, მაგრამ თავისთვის თქვა, ნამდვილად ამცდა მწარე სიკვდილიო.
33 სამუელმა უთხრა: „როგორც შენმა მახვილმა+ დატოვა ქალები უშვილოდ, დედაშენიც+ ისე დარჩება უშვილოდ“.+ აკუწა სამუელმა აგაგი გილგალში იეჰოვას წინაშე.+
34 წავიდა სამუელი რამაში, საული კი თავის სახლში, საულის გიბაში+ დაბრუნდა.
35 ისე მოკვდა სამუელი, რომ აღარ უნახავს საული, რადგან წუხდა+ სამუელი საულზე. ინანა იეჰოვამ, რომ გაამეფა საული ისრაელზე.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.