1 სამუელი 16:1—23

16  უთხრა იეჰოვამ სამუელს: „როდემდე უნდა წუხდე საულზე?+ მე ხომ უარვყავი იგი, როგორც ისრაელის მეფე.+ აავსე რქა ზეთით+ და წადი. ბეთლემელ იესესთან+ გგზავნი, რადგან მისი ვაჟებიდან ამოვირჩიე მეფე“.+  სამუელმა მიუგო: „როგორ წავიდე? საულმა რომ გაიგოს, მომკლავს“.+ იეჰოვამ უთხრა: „დეკეული წაიყვანე და უთხარი იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი-თქო.+  მოუხმე მსხვერპლთან იესეს და მე გეტყვი, რა გააკეთო;+ ვისზეც მოგითითებ, ის სცხე“.+  სამუელმა ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა. ბეთლემში+ რომ მივიდა, ქალაქის უხუცესები შეშინებულები+ შეეგებნენ და ჰკითხეს: „ხომ მშვიდობაა?“+  მან მიუგო: „მშვიდობაა. იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად მოვედი. განიწმინდეთ+ და გამომყევით მსხვერპლის შესაწირავად“. განწმინდა მან იესე და მისი ვაჟები და წაიყვანა მსხვერპლის შესაწირავად.  როცა მივიდნენ, მან ელიაბი+ დაინახა და თქვა: „ნამდვილად ეს არის იეჰოვას ცხებული“.  იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ნუ უყურებ მის გარეგნობასა და სიმაღლეს,+ რადგან უარვყავი იგი. ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი,+ რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს,+ იეჰოვა კი გულს+ ხედავს“.  შემდეგ იესემ აბინადაბს+ მოუხმო და სამუელის წინ ჩაატარა. მან თქვა: „არც ეს აურჩევია იეჰოვას“.  ახლა შამა+ ჩაატარა იესემ. მან თქვა: „არც ეს აურჩევია იეჰოვას“. 10  ასე ჩაატარა იესემ სამუელის წინაშე თავისი შვიდი ვაჟი. სამუელმა უთხრა იესეს: „არ აურჩევია ესენი იეჰოვას“. 11  ბოლოს სამუელმა ჰკითხა იესეს: „ყველა ვაჟი აქ არის?“ მან მიუგო: „ერთი დარჩა, ყველაზე უმცროსი,+ ცხვარს მწყემსავს“.+ სამუელმა იესეს უთხრა: „მოაყვანინე, მის მოსვლამდე არ დავსხდებით საჭმელად“. 12  მანაც მოაყვანინა. წითური ყმაწვილი+ იყო, ლამაზი თვალები ჰქონდა და კარგი შესახედაობისა იყო. იეჰოვამ სამუელს უთხრა: „ადექი და სცხე, ეს არის ის!“+ 13  აიღო სამუელმა ზეთით სავსე რქა+ და სცხო იგი მის ძმებს შორის. იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული.+ ადგა სამუელი და რამაში წავიდა.+ 14  მოსცილდა საულს იეჰოვას სული+ და დაუშვა იეჰოვამ, რომ ბოროტ სულს+ ეწვალებინა იგი. 15  ეუბნებოდნენ მსახურები საულს: „ღვთის ბოროტი სული გაწვალებს. 16  უბრძანოს ჩვენმა ბატონმა თავის მსახურებს, რომ მოძებნონ კარგი დამკვრელი+ ქნარზე,+ და როცა ღვთის ბოროტი სული შემოგაწვება, ის დაუკრავს და დამშვიდდები“. 17  უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ კარგი დამკვრელი და მომიყვანეთ“.+ 18  ერთ-ერთმა მსახურმა მიუგო: „მინახავს, რა კარგად უკრავს ბეთლემელი იესეს ვაჟი.+ ის მამაცია,+ ძლიერი მებრძოლი,+ ტანადი,+ და კარგი სიტყვა-პასუხიც აქვს;+ იეჰოვას სულია მასთან“.+ 19  გაგზავნა საულმა მაცნეები იესესთან და შეუთვალა: „გამომიგზავნე შენი ვაჟი დავითი, ცხვარში რომ გყავს“.+ 20  აჰკიდა იესემ ვირს პური, ერთი ტიკი+ ღვინო, გამოიყვანა თიკანი და თავისი ვაჟის, დავითის ხელით გაუგზავნა საულს.+ 21  მივიდა დავითი საულთან და ემსახურებოდა მას.+ შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად+ დანიშნა. 22  შეუთვალა საულმა იესეს: „დარჩეს ჩემთან დავითი, წყალობა პოვა ჩემს თვალში“. 23  როცა ღვთის სული მოაწვებოდა ხოლმე საულს, დავითი ქნარს იღებდა და უკრავდა; შვებას გრძნობდა საული, მშვიდდებოდა და სცილდებოდა ბოროტი სული.+

სქოლიოები