1 სამუელი 17:1—58
17 შეკრიბეს ფილისტიმელებმა+ საომრად თავიანთი ბანაკები. შეიკრიბნენ ისინი იუდას სოქოსთან+ და ეფეს-დამიმში+ დაბანაკდნენ, სოქოსა და აზეკას+ შორის.
2 საული და ისრაელები კი ელაჰის+ ველზე შეიკრიბნენ და ფილისტიმელების დასახვედრად დაირაზმნენ.
3 ფილისტიმელები ერთ მთაზე იდგნენ, ისრაელები — მეორეზე, შუაში კი ველი იყო.
4 გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან ერთი გათელი+ მეომარი, სახელად გოლიათი,+ სიმაღლით ექვსი წყრთა და ერთი მტკაველი იყო.+
5 თავზე სპილენძის მუზარადი ეხურა და ლითონის ფირფიტებიანი ჯავშანი ეცვა; ჯავშანი+ ხუთი ათას სპილენძის შეკელს იწონიდა.
6 ფეხებზე სპილენძის საბარკულები ეკეთა და ზურგზე — სპილენძის ხელშუბი;+
7 მის შუბს საქსოვი ლილვის სისხო ხის ტარი+ და რკინის პირი ჰქონდა და ექვსას შეკელს იწონიდა; მას წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა.
8 გაჩერდა იგი და ისრაელის მებრძოლებს შესძახა:+ „რას დარაზმულხართ საბრძოლველად? მე ფილისტიმელი ვარ, თქვენ კი — საულის მსახურები.+ ამოირჩიეთ თქვენგან კაცი და ჩამოვიდეს ჩემთან.
9 თუ შემებრძოლება და დამამარცხებს, თქვენი მსახურები გავხდებით, მაგრამ თუ მე გავუმკლავდები და დავამარცხებ, თქვენ გახდით ჩვენი მსახურები და ჩვენ გვემსახურეთ“.+
10 ფილისტიმელმა თქვა: „დასაცინს+ გავხდი დღეს ისრაელის რაზმებს. გამომიყვანეთ კაცი, რომ შევებათ ერთმანეთს!“+
11 ფილისტიმელის სიტყვების გაგონებაზე შეძრწუნდნენ საული+ და ისრაელი და თავზარი დაეცათ.+
12 იუდას ბეთლემში ცხოვრობდა ერთი ეფრათელი+ კაცი იესე, რომლის ერთ-ერთ ვაჟსაც დავითი ერქვა. იესეს რვა ვაჟი ჰყავდა.+ საულის დროს ის უკვე მოხუცებული იყო.
13 იესეს სამი უფროსი ვაჟი საულს გაჰყვა საბრძოლველად;+ პირმშოს ელიაბი+ ერქვა, მეორე ვაჟს — აბინადაბი+ და მესამეს — შამა.+
14 დავითი უმცროსი იყო,+ საულს კი უფროსები გაჰყვნენ.
15 დავითი მიდიოდა ხოლმე საულთან და უკან ბრუნდებოდა, რათა მამამისის ცხვარი+ დაემწყემსა ბეთლემში.
16 გამოდიოდა ფილისტიმელი დილა-საღამოს ორმოცი დღე.
17 უთხრა იესემ თავის ვაჟს, დავითს: „წაუღე შენს ძმებს ბანაკში ერთი ეფა ქუმელი+ და ათი პური.
18 ეს ათი თავი ყველი* კი ათასისთავს წაუღე.+ მოიკითხე შენი ძმები+ და მოიტანე მათი ამბავი“.
19 საული, ისინი და მთელი ისრაელი ელაჰის ველზე+ იყვნენ და ფილისტიმელებს+ ებრძოდნენ.
20 ადგა დავითი დილაადრიან, ცხვარი ყარაულს დაუტოვა, აიღო, რაც წასაღები ჰქონდა, და წავიდა იესეს ბრძანებისამებრ.+ ბანაკს რომ მიადგა,+ ჯარი ბრძოლის ველზე+ გადიოდა. დასცეს მათ საბრძოლო ყიჟინა
21 და ისრაელი და ფილისტიმელები საბრძოლველად დაირაზმნენ.
22 დავითმა ტვირთის ყარაულს+ დაუტოვა ტვირთი+ და მაშინვე ბრძოლის ველისკენ გაიქცა. მივიდა თუ არა თავისი ძმები მოიკითხა.+
23 ჯერ კიდევ მათ ელაპარაკებოდა, როცა ფილისტიმელთა რაზმიდან გამოვიდა გათელი+ მებრძოლი, სახელად გოლიათი,+ და წინანდებურად დაიწყო ლაპარაკი.+ გაიგონა ეს დავითმა.
24 მის დანახვაზე ისრაელები შეშინებულები გაიქცნენ.+
25 ამბობდნენ ისრაელები: „დაინახეთ ის კაცი, აქ რომ ამოვიდა? ისრაელის დასაცინად+ ამოვიდა. ვინც მას დაამარცხებს, მეფე სიმდიდრით აავსებს, თავის ასულს მიათხოვებს+ და გაათავისუფლებს მისი მამის სახლს ისრაელში“.+
26 დავითმა გვერდით მდგომთ ჰკითხა: „რას მისცემენ იმას, ვინც იმ ფილისტიმელს დაამარცხებს+ და სირცხვილს მოსწმენდს ისრაელს?+ ვინ არის ეგ წინადაუცვეთელი+ ფილისტიმელი, ცოცხალი ღვთის რაზმს+ რომ დასცინის!“+
27 ხალხმა უკვე ნათქვამი სიტყვები გაუმეორა: „ამასა და ამას მისცემენ მის დამმარცხებელს“.
28 გაიგონა მისმა უფროსმა ძმამ, ელიაბმა,+ რაც დავითმა ხალხს უთხრა, და გაბრაზებულმა+ ჰკითხა: „რატომ ჩამოხვედი? ვის დაუტოვე ის ფარა უდაბნოში?+ ვიცი შენი კადნიერებისა და ბოროტი გულის+ ამბავი, ბრძოლის საყურებლად ხარ ჩამოსული“.+
29 დავითმა მიუგო: „ასეთი რა ჩავიდინე? მხოლოდ სიტყვა ვთქვი“.+
30 მიუბრუნდა ერთ-ერთ იქ მდგომს და იგივე ჰკითხა,+ რაც ადრე; ხალხმაც იგივე უპასუხა.+
31 გაიგონეს დავითის სიტყვები და საულს მიუტანეს; მანაც მოაყვანინა იგი.
32 უთხრა დავითმა საულს: „ნურავის შეუკრთება გული მისი შიშით,+ წავა შენი მსახური და შეებრძოლება იმ ფილისტიმელს“.+
33 მიუგო საულმა დავითს: „ვერ გახვალ მაგ ფილისტიმელთან საბრძოლველად,+ ჯერ კიდევ ყმაწვილი+ ხარ, ის კი ბავშვობიდან მეომარია“.
34 უთხრა დავითმა საულს: „შენი მსახური თავისი მამის ფარის მწყემსია. ლომი+ ან დათვი რომ დაეცემოდა ფარას და ცხვარს გაიტაცებდა,
35 მე დავედევნებოდი, დავანარცხებდი+ და პირიდან ვტაცებდი ცხვარს; თუ შემომიბრუნდებოდა, ყბაში ვავლებდი ხელს, ისევ ვანარცხებდი და ვკლავდი.
36 ლომიც მოუკლავს შენს მსახურს და დათვიც; მაგ წინადაუცვეთელ ფილისტიმელსაც+ იმავეს ვუზამ, რადგან ცოცხალი ღვთის+ რაზმებს+ დასცინა“.+
37 დავითმა განაგრძო: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვის ტორებისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის ხელიდანაც დამიხსნის“.+ მიუგო საულმა დავითს: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან“.+
38 ჩააცვა საულმა დავითს თავისი ტანსაცმელი, თავზე მუზარადი დაახურა და ჯავშანი ჩააცვა.
39 შემოირტყა დავითმა ტანსაცმელზე მახვილი, მაგრამ ვერ გაიარა, რადგან მიუჩვეველი იყო. უთხრა დავითმა საულს: „ასე ვერ ვივლი, მიუჩვეველი ვარ“. და მოიხსნა ისინი დავითმა.+
40 აიღო ხელში თავისი ჯოხი, ხევში ხუთი მრგვალი ქვა აკრიფა და მწყემსის აბგაში ჩაიყარა, ხელში შურდული ეჭირა.+ და ფილისტიმელისკენ გაემართა.
41 გამოვიდა ფილისტიმელი და ისიც დავითისკენ გაემართა, წინ დიდი ფარის მტარებელი მოუძღოდა.
42 ფილისტიმელმა რომ გაიხედა და დავითი დაინახა, არაფრად ჩააგდო,+ რადგან ყმაწვილი+ იყო, წითური+ და ლამაზი.+
43 ფილისტიმელმა უთხრა: „ძაღლი ვარ,+ ჯოხით რომ გამოდიხარ?“ და დასწყევლა ფილისტიმელმა დავითი თავისი ღმერთების სახელით.+
44 უთხრა ფილისტიმელმა დავითს: „მოდი ერთი ცის ფრინველებს და მინდვრის მხეცებს მივუგდო შენი ხორცი“.+
45 მიუგო დავითმა ფილისტიმელს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ,+ მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით+ გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე.+
46 დღეს ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა,+ დაგანარცხებ და თავს მოგკვეთ. ფილისტიმელთა გვამებს ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუყრი+ და მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ ჰყავს ისრაელს ღმერთი.+
47 გაიგებს მთელი კრებული, რომ იეჰოვა არც მახვილით იხსნის+ და არც შუბით, რადგან იეჰოვასია ბრძოლა+ და ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს“.+
48 წამოდგა ფილისტიმელი და დავითისკენ გაემართა; დავითიც მაშინვე გაიქცა საბრძოლო რაზმისკენ ფილისტიმელთან შესახვედრად.+
49 ჩაიყო დავითმა ხელი აბგაში, ამოიღო ქვა, შურდულით სტყორცნა+ და შიგ შუბლში მოარტყა ფილისტიმელს; ქვა შუბლში ჩაეჭედა და პირქვე დავარდა მიწაზე.+
50 დავითმა შურდულითა და ქვით გაიმარჯვა ფილისტიმელზე, დაანარცხა და მოკლა; არ სჭერია დავითს ხელში მახვილი.+
51 მიირბინა დავითმა და ზედ შესდგა ფილისტიმელს. ამოიღო მისი მახვილი+ ქარქაშიდან, თავი მოჰკვეთა და მოკლა.+ დაინახეს ფილისტიმელებმა, რომ მოკვდა მათი ძლიერი მებრძოლი და გაიქცნენ.+
52 წამოცვივდნენ ისრაელები და იუდეველები, დასცეს ყიჟინა და ველამდე+ სდიეს+ მათ, ეკრონის+ კარიბჭეებამდე; ეცემოდნენ განგმირული ფილისტიმელები შაარაიმის+ გზაზე, გათამდე და ეკრონამდე.
53 შემდეგ თავი დაანებეს ისრაელის ძეებმა ფილისტიმელთა დევნას, მობრუნდნენ და ბანაკები გაუძარცვეს+ მათ.
54 აიღო დავითმა ფილისტიმელის თავი+ და იერუსალიმში ჩაიტანა, მისი იარაღი კი თავის კარავში დააწყო.+
55 საულმა ფილისტიმელის წინააღმდეგ გასული დავითი რომ დაინახა, აბნერს,+ თავის მხედართმთავარს ჰკითხა: „ვისი+ ბიჭია ეს,+ აბნერ?“ აბნერმა მიუგო: „შენმა სიცოცხლემ, არ ვიცი, მეფეო“.
56 მეფემ უთხრა: „გამოიკითხე, ვისი ბიჭია“.
57 როგორც კი დაბრუნდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, აბნერმა ის საულთან მიიყვანა ფილისტიმელის თავით+ ხელში.
58 საულმა ჰკითხა მას: „ვისი ბიჭი ხარ?“ დავითმა მიუგო: „შენი მსახურის, ბეთლემელი+ იესესი“.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ათი ულუფა რძე.