1 სამუელი 18:1—30
18 დაამთავრა მან საულთან საუბარი; შეეკრა+ იონათანის+ სული დავითის სულს და საკუთარი სულივით შეიყვარა იონათანმა იგი.+
2 იმ დღეს საულმა წაიყვანა იგი და არ გაუშვა მამამისის სახლში.+
3 შეჰფიცეს ერთმანეთს დავითმა და იონათანმა,+ რადგან მას საკუთარი სულივით უყვარდა მისი სული.+
4 გაიხადა იონათანმა მოსასხამი და დავითს მისცა, აგრეთვე ტანსაცმელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი.
5 დადიოდა დავითი საბრძოლველად. სადაც არ უნდა გაეგზავნა საულს, ყოველთვის ბრძნულად მოქმედებდა+ და საულმა ის ლაშქრის მეთაურად დანიშნა.+ მოეწონათ ეს საულის ხალხსა და მის მსახურებს.
6 ფილისტიმელები რომ დაამარცხა დავითმა და უკან ბრუნდებოდნენ, გამოვიდნენ ქალები ისრაელის ქალაქებიდან სიმღერითა+ და ცეკვით, დაირებით,+ ყიჟინითა+ და სიმებიანი საკრავებით საულთან შესაგებებლად.
7 მხიარულობდნენ ქალები და ამბობდნენ,
საულმა ათასი მოკლა,
დავითმა ათი ათასიო.+
8 განრისხდა+ საული, არ მოეწონა მათი ნათქვამი და თქვა: „დავითს ათი ათასი მისცეს, მე კი — ათასი. მეფობაღა აკლია!“+
9 იმ დღიდან საული ეჭვის თვალით უყურებდა დავითს.+
10 მეორე დღეს+ მასზე ღვთის ბოროტი სული ამოქმედდა+ და წინასწარმეტყველებდა*+ იგი სახლში, დავითი კი უწინდებურად უკრავდა.+ საულს ხელში შუბი ეჭირა.+
11 გაუქანა შუბი+ და თქვა: „კედელზე მივაჭედებ დავითს!“+ მაგრამ ორჯერ გაუსხლტა დავითი.+
12 შეეშინდა საულს დავითისა,+ რადგან იეჰოვა იყო მასთან,+ საულთან კი აღარ იყო.+
13 მოიშორა საულმა დავითი+ და ათასისთავად დანიშნა. გადიოდა დავითი და შემოდიოდა ხალხის წინაშე.+
14 კვლავინდებურად ყოველმხრივ ბრძნულად მოქმედებდა დავითი+ და იეჰოვა იყო მასთან.+
15 ხედავდა საული, რომ ბრძნულად მოქმედებდა+ იგი და ეშინოდა მისი.
16 უყვარდა დავითი მთელ ისრაელსა და იუდას, რადგან გადიოდა და შემოდიოდა მათ წინაშე.
17 ბოლოს საულმა დავითს უთხრა: „ჩემს უფროს ასულს, მერაბს+ მოგათხოვებ,+ თუ გულადი იქნები და იეჰოვას ომებს წარმართავ“,+ თავისთვის კი თქვა საულმა: „ჩემი ხელი ნუ იქნება მასზე, ფილისტიმელთა ხელი იყოს“.+
18 დავითმა მიუგო საულს: „ვინა ვარ მე და ვინ არის ჩემი სანათესავო, მამაჩემის საგვარეულო ისრაელში, რომ მეფის სიძე გავხდე?“+
19 საულის ასული მერაბი, რომელიც დავითისთვის უნდა მიეთხოვებინათ, უკვე მეჰოლათელი+ ადრიელის+ ცოლი იყო.
20 მიქალს,+ საულის მეორე ასულს, შეუყვარდა დავითი; შეატყობინეს ეს საულს და მასაც მოეწონა ეს ამბავი.
21 საულმა თქვა: „მივათხოვებ, რომ მახედ ექცეს,+ და ფილისტიმელებს ჩაუვარდეს ხელში“. უთხრა საულმა დავითს: „ერთ-ერთი ქალით მაინც დამიმოყვრდები დღეს“.
22 საულმა თავის მსახურებს უბრძანა: „ჩუმად უთხარით დავითს, მოსწონხარ მეფეს და ყველა მის მსახურს უყვარხარ-თქო, დაუმოყვრდი-თქო მეფეს“.
23 უთხრეს დავითს ეს სიტყვები საულის მსახურებმა, მაგრამ დავითმა მიუგო: „ადვილი გგონიათ მეფის მოყვრობა?! ერთი ღარიბი+ და უბრალო კაცი ვარ“.+
24 შეატყობინეს საულს თავისმა მსახურებმა, ასე თქვაო დავითმა.
25 საულმა უთხრა: „ასე უთხარით დავითს: მეფეს ურვადი+ არ უნდა, ასი ფილისტიმელის ჩუჩა+ მიუტანე, რომ მეფემ შური იძიოს+ თავის მტრებზე-თქო“. საულს განზრახული ჰქონდა, რომ ფილისტიმელთა ხელში ჩაეგდო დავითი.
26 შეატყობინეს ეს სიტყვები დავითს და მოეწონა, რომ მეფესთან დამოყვრების+ შესაძლებლობა მიეცა; დანიშნული დრო ჯერ არ იყო გასული.
27 ადგა დავითი თავის ხალხთან ერთად, მოკლა+ ორასი ფილისტიმელი და უკლებლივ მიუტანა მეფეს მათი ჩუჩები,+ რომ დამოყვრებოდა მეფეს. საულმაც მიათხოვა მას თავისი ასული მიქალი.+
28 ხედავდა საული და იცოდა, რომ იეჰოვა იყო დავითთან.+ უყვარდა იგი მიქალს, საულის ასულს.+
29 და კიდევ უფრო შეეშინდა საულს დავითისა და სამუდამო მტრად ექცა.+
30 გამოდიოდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ და რამდენჯერაც არ უნდა გამოსულიყვნენ, ყველაზე ბრძნულად საულის მსახურებს შორის დავითი მოქმედებდა.+ დიდად გაითქვა სახელი დავითმა.+
სქოლიოები
^ ან წინასწარმეტყველივით იქცეოდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს წინასწარმეტყველთა უჩვეულო მოქმედებაზე. ზოგჯერ ისინი უცნაური და შეშლილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.