1 სამუელი 19:1—24

19  ელაპარაკა საული იონათანს, თავის ვაჟს და თავის მსახურებს, რომ მოეკლათ დავითი.+  იონათანს, საულის ვაჟს, ძალიან უყვარდა დავითი+ და უთხრა იონათანმა დავითს: „მამაჩემი საული მოკვლას გიპირებს; ფრთხილად იყავი ხვალ დილით, არ გამოჩნდე, სადმე დაიმალე.+  მე კი გავალ და მამაჩემის გვერდით ვიქნები მინდორში, სადაც შენ იქნები, დაველაპარაკები მამაჩემს შენზე; ვნახავ, რა მოხდება და შეგატყობინებ“.+  იონათანმა მამამისს, საულს, დავითზე კარგი ელაპარაკა+ და უთხრა: „ნუ დაიდებს მეფე თავისი მსახურის, დავითის ცოდვას,+ რადგან არ შეუცოდავს მას შენ წინაშე, სულ კარგს გიკეთებდა.+  საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე+ და მოკლა ფილისტიმელი,+ რითაც იეჰოვამ დიდებულად იხსნა+ მთელი ისრაელი. დაინახე შენ ეს და ხარობდი. რატომ უნდა შესცოდო უდანაშაულო სისხლის წინააღმდეგ და არაფრის გულისთვის+ მოკლა დავითი?“+  მოუსმინა საულმა იონათანს და დაიფიცა: „ცოცხალია იეჰოვა,+ არ მოკვდება დავითი!“  დაუძახა იონათანმა დავითს და ყველაფერი უამბო. მიიყვანა იონათანმა დავითი საულთან და უწინდებურად მასთან იყო.+  გავიდა დრო და კვლავ გაიმართა ომი. გავიდა დავითი, შეებრძოლა ფილისტიმელებს და ბევრი გაჟლიტა,+ დანარჩენები კი გაიქცნენ.+  გადმოვიდა იეჰოვას ბოროტი სული+ საულზე, როცა სახლში იჯდა და ხელში შუბი ეჭირა, დავითი კი უკრავდა. 10  საულმა განიზრახა, შუბით კედელზე მიეჭედებინა დავითი,+ მაგრამ აიცილა მან+ და შუბი კედელს მიეჭედა, დავითი კი გაიქცა და თავს უშველა იმ ღამით.+ 11  გაგზავნა საულმა მაცნეები,+ რომ ეთვალთვალათ დავითის სახლისთვის და დილით მოეკლათ იგი,+ მაგრამ უთხრა დავითს მიქალმა, თავისმა ცოლმა: „თუ ამაღამ თავს არ უშველი, დილით მკვდარი იქნები“. 12  მაშინვე ჩაუშვა სარკმლიდან მიქალმა დავითი. წავიდა იგი, გაიქცა და თავს უშველა.+ 13  აიღო მიქალმა თერაფიმი,+ ტახტზე დადო, თავთან თხისური დაუდო და ტანსაცმელი გადააფარა. 14  გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის შესაპყრობად, მაგრამ მიქალმა უთხრა მათ, ავად არისო.+ 15  გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის სანახავად და დააბარა, ტახტიანად მომიყვანეთ, რომ მოვაკვლევინოო.+ 16  შევიდნენ მაცნეები და რას ხედავენ! თერაფიმი დევს ტახტზე და თავთან თხისური უდევს. 17  საულმა მიქალს უთხრა: „ასე რატომ მომატყუე,+ რატომ გაუშვი ჩემი მტერი+ და რატომ გადაარჩინე?“ მიუგო მიქალმა საულს: „თვითონ მითხრა, გამიშვი, არ მომაკვლევინო შენი თავიო“. 18  დავითი გაიქცა და თავს უშველა.+ სამუელთან მივიდა რამაში+ და ყველაფერს მოუყვა, რაც საულმა გაუკეთა. წავიდნენ ის და სამუელი და ნაიოთში+ დარჩნენ. 19  გაიგო საულმა, რომ დავითი რამის ნაიოთში იყო. 20  გაგზავნა საულმა მაცნეები დავითის შესაპყრობად. დაინახეს მოხუცი წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ, და სამუელი, რომელიც მათ ხელმძღვანელობდა; ღვთის სული+ გადავიდა საულის მაცნეებზე და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ*.+ 21  გააგებინეს საულს და მანაც მაშინვე სხვა მაცნეები გაგზავნა. ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. მესამედ გაგზავნა საულმა მაცნეები და ისინიც აწინასწარმეტყველდნენ. 22  ბოლოს თვითონ წავიდა რამაში. მივიდა დიდ ჭასთან სექუში და იკითხა: „სად არიან სამუელი და დავითი?“ უთხრეს, რამის ნაიოთში+ არიანო. 23  დაადგა რამის ნაიოთის გზას და მასზეც გადავიდა ღვთის სული.+ მიდიოდა და წინასწარმეტყველებდა რამის ნაიოთში ჩასვლამდე. 24  გაიხადა ტანსაცმელი და აწინასწარმეტყველდა სამუელის წინაშე. მთელი დღე და ღამე შიშველი ეგდო.+ ამიტომ ამბობენ, საულიც გაწინასწარმეტყველდაო?!+

სქოლიოები

იხილეთ 18:10-ის სქოლიო.