1 სამუელი 2:1—36
2 ლოცულობდა+ ხანა:„იეჰოვას შეწევნით ხარობს ჩემი გული,+იეჰოვას შეწევნით განდიდდა ჩემი რქა*.+გაიხსნა ჩემი ბაგე მტრების წინააღმდეგდა შენი ხსნით გავიხარე.+
2 არავინაა შენსავით წმინდა, იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ;+არავინ არის კლდე ჩვენი ღვთის გარდა.+
3 ხალხო, ნუ ლაპარაკობთ ამდენს ასე ქედმაღლურად,დაუფიქრებლად ნურაფერს წარმოთქვამს თქვენი ბაგე,+რადგან ცოდნის ღმერთია იეჰოვა+და ყველაფერს სწორად აფასებს.+
4 ძლიერი მშვილდოსნები შიშმა მოიცვა,+უძლურები კი ძალას შემოისარტყლავენ.+
5 მაძღრები თავს პურზე აქირავებენ,+მშივრები კი აღარ შიმშილობენ.+უშვილომ შვიდი გააჩინა,+მრავალშვილიანი კი აღარ არის.+
6 იეჰოვა კლავს და აცოცხლებს,+ჩაჰყავს სამარეში*+ და ამოჰყავს.+
7 იეჰოვა აღატაკებს+ და ამდიდრებს,+ამდაბლებს და ამაღლებს.+
8 საწყალს მტვრიდან წამოაყენებს,+ღარიბს — სანაგვიდან,+რათა წარჩინებულებთან დასვას; დიდების ტახტს+ ამკვიდრებინებს მათ.+იეჰოვასია დედამიწის საყრდენები,+მათზე აფუძნებს ნაყოფიერ მიწას.
9 იცავს თავის ერთგულთა ნაბიჯებს,+ბოროტები კი სიბნელეში არიან დადუმებულნი,+რადგან ვერ იმარჯვებს კაცი საკუთარი ძალით.+
10 შეძრწუნდებიან იეჰოვასთან მოკამათენი,+იგი ზეციდან დაიგრგვინებს მათზე.+იეჰოვა გაასამართლებს დედამიწის კიდეებს,+რათა ძალა მისცეს თავის მეფეს+და განადიდოს თავისი ცხებულის რქა*“.+
11 დაბრუნდა ელკანა რამაში, თავის სახლში, ბავშვი კი იეჰოვას მსახურად+ დარჩა მღვდელ ელისთან.
12 ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა;+ არ ცნობდნენ იეჰოვას.+
13 ასე ასრულებდნენ ხალხის წინაშე მღვდლის მოვალეობას:+ როცა ვინმე მსხვერპლს სწირავდა, მღვდლის დამხმარე მოვიდოდა ხორცის ხარშვისას სამკაპით ხელში+
14 და ჩაყოფდა ავზში ან ორყურა ქვაბში, ან კარდალაში, ან ცალყურა ქვაბში; რაც სამკაპს ამოჰყვებოდა, მღვდელს მიჰქონდა თავისთვის. ასე ექცეოდნენ შილოში მისულ ისრაელებს.+
15 მღვდლის დამხმარე ქონის აბოლებამდეც+ მიდიოდა შემწირველთან და ეუბნებოდა: „მომეცი ხორცი მღვდლისთვის შესაწვავად; მოხარშული არ უნდა, უმი მომეცი“.+
16 თუ ეტყოდნენ, ჯერ ქონი ააბოლონ+ და მერე წაიღე ის, რასაც შენი სული მოისურვებსო,+ იგი მიუგებდა, არა, ახლავე მომეცი, თორემ წაგართმევო.+
17 დიდად სცოდავდნენ დამხმარეები იეჰოვას წინაშე,+ რადგან უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ იეჰოვას შესაწირავს.+
18 მსახურობდა ყმაწვილი სამუელი+ იეჰოვას წინაშე; სელის ეფოდი ეცვა.+
19 დედა პატარა მოსასხამს უმზადებდა და ყოველ წელს აჰქონდა, როცა ქმართან ერთად ადიოდა ხოლმე ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირავად.+
20 აკურთხა+ ელიმ ელკანა და მისი ცოლი და უთხრა: „იეჰოვამ მოგცეს ამ ქალისგან შთამომავლობა მიბარებულის ნაცვლად, რომელიც იეჰოვას მიაბარე“.+ და შინ დაბრუნდნენ ისინი.
21 მოხედა იეჰოვამ ხანას,+ დაორსულდა ის და სამი ვაჟი და ორი ასული გააჩინა;+ სამუელი კი იეჰოვასთან იზრდებოდა.+
22 ძალიან მოხუცდა ელი. ესმოდა,+ როგორ ექცეოდნენ+ მისი ვაჟები მთელ ისრაელს, როგორ წვებოდნენ ქალებთან,+ რომლებიც შეხვედრის კარვის შესასვლელთან მსახურობდნენ,+
23 და ეუბნებოდა მათ:+ „რატომ იქცევით ასე?+ ცუდი ამბები მომდის ხალხისგან თქვენზე.+
24 არ გინდათ,+ შვილებო, არ არის კარგი, რაც თქვენზე მესმის, გზა-კვალს რომ ურევთ იეჰოვას ხალხს.+
25 თუ კაცი კაცს შესცოდავს,+ ღმერთი შეარიგებს მას,+ მაგრამ თუ კაცი იეჰოვას შესცოდავს,+ ვინ ილოცებს მისთვის?“+ არ უსმენდნენ მამის ხმას,+ რადგან იეჰოვამ მათი სიკვდილი ინება.+
26 იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც.+
27 მივიდა ღვთის კაცი+ ელისთან და უთხრა: «ასე ამბობს იეჰოვა: „განა არ გამოვეცხადე შენი მამა-პაპის სახლს, როცა მონები იყვნენ ეგვიპტეში, ფარაონის სახლში?+
28 ჩემთვის გამოვარჩიე იგი ისრაელის ყველა ტომიდან,+ რომ მღვდლად ემსახურა, ასულიყო ჩემს სამსხვერპლოზე+ შესაწირავის ასაბოლებლად და ჩემ წინაშე ეტარებინა ეფოდი. მე მივეცი ისრაელის ძეების ცეცხლში დასაწვავი ყველა შესაწირავი შენი მამა-პაპის სახლს.+
29 რატომ ჰკრავთ წიხლს ჩემს მსხვერპლსა+ და შესაწირავს, რისი მიტანაც ვბრძანე ჩემს სამყოფელში?+ შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე, და სუქდებით+ ისრაელი ხალხის შესაწირავის საუკეთესო წილით“.+
30 ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ვამბობდი, შენი და შენი მამა-პაპის სახლი მარადიულად ივლის-მეთქი ჩემ წინაშე“.+ ახლა კი ასე ამბობს იეჰოვა: „აღარ გავაკეთებ ასე, რადგან ვინც პატივს მომაგებს,+ მეც იმას მივაგებ პატივს,+ და ვინც არაფრად მაგდებს, დამცირდება“.+
31 დადგება დრო, როცა მოგკვეთთ მკლავებს შენ და შენი მამა-პაპის სახლს, და აღარ იქნება მოხუცებული შენს სახლში.+
32 მტერს დაინახავ ჩემს სამყოფელში, როცა კარგი დრო დაუდგება ისრაელს.+ არასოდეს იქნება მოხუცებული შენს სახლში.
33 ყველას არ მოგიკვეთ ჩემი სამსხვერპლოდან, რომ თვალები დაგიბრმავდეს და სული შეგიწუხდეს; შენი სახლეულობიდან უმეტესობა მახვილით გაწყდება.+
34 შენს ვაჟებზე, ხოფნისა და ფინხასზე,+ აი ეს ნიშანი ასრულდება: ორივენი ერთ დღეს დაიხოცებიან.+
35 გამოვაჩენ ერთგულ მღვდელს+ და იმას გააკეთებს, რაც ჩემს გულსა და სულშია. ავუშენებ მას მტკიცე სახლს და ყოველთვის ჩემი ცხებულის+ წინაშე ივლის.
36 ვინც დარჩება+ შენი სახლიდან, მივა და მდაბლად თაყვანს სცემს გასამრჯელოსთვის და პურისთვის, და ეტყვის, დამაყენე სამღვდლო საქმეზე, რომ ლუკმა პური ვჭამოო».+
სქოლიოები
^ ცხოველის რქა ხშირად ძალისა და ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენება.
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.
^ იხილეთ 2:1-ის სქოლიო.