1 სამუელი 20:1—42

20  გაიქცა+ დავითი რამის ნაიოთიდან, მივიდა იონათანთან და უთხრა: „რა ჩავიდინე?+ რა დავუშავე ან რა შევცოდე მამაშენს, მოსაკლავად რომ დაეძებს ჩემს სულს?“  მან მიუგო: „ეს არ მოხდება!+ არ მოკვდები, მამაჩემი ისე არაფერს აკეთებს, არც დიდსა და არც მცირეს, მე რომ არ გამიმხილოს,+ და ამას რატომღა დამიმალავს მამაჩემი?+ ეს არ მოხდება“.  დაიფიცა+ დავითმა და თქვა: „კარგად იცის მამაშენმა, რომ კეთილგანწყობილი ხარ ჩემდამი,+ ამიტომ იფიქრა, იონათანმა არ გაიგოს და არ დამწუხრდესო. ვფიცავ იეჰოვასა+ და შენ წინაშე,+ რომ ერთი ნაბიჯი მაშორებს სიკვდილს!“+  უთხრა იონათანმა დავითს: „რასაც შენი სული იტყვის, იმას გავაკეთებ შენთვის“.  მიუგო დავითმა იონათანს: „ხვალ ახალმთვარობაა+ და მე მეფესთან უნდა ვიჯდე პურის საჭმელად; გამიშვი მინდორში ზეგ საღამომდე, რომ დავიმალო.+  თუ მამაშენი მომისაკლისებს, უთხარი: ძალიან მთხოვა-თქო დავითმა, რომ დაუყოვნებლივ გამეშვა თავის ქალაქში, ბეთლემში,+ მითხრა, ყოველწლიური მსხვერპლშეწირვა გვაქვსო მთელ ოჯახს.+  თუ იტყვის, კარგიო, ეს მშვიდობას ნიშნავს შენი მსახურისთვის, თუ განრისხდა, იცოდე, რომ ცუდი რამ განუზრახავს.+  სიკეთე* გამოავლინე შენი მსახურისადმი,+ რადგან შენ იეჰოვას შეთანხმება+ დაუდე შენს მსახურს, მაგრამ თუ დამნაშავე ვარ,+ შენ თვითონ მომკალი. რატომ უნდა მიმიყვანო მამაშენთან?“  იონათანმა მიუგო: „ეს არ მოხდება! თუ გავიგე, რომ მამაჩემს ცუდი რამ განუზრახავს შენთვის, განა არ გაგაგებინებ?!“+ 10  ჰკითხა დავითმა იონათანს: „ვინ გამაგებინებს, თუ მკაცრად გიპასუხებს მამაშენი?“ 11  იონათანმა მიუგო დავითს: „წამო, მინდორში გავიდეთ“. და ორივენი გავიდნენ მინდორში. 12  უთხრა იონათანმა დავითს: „ისრაელის ღმერთი, იეჰოვა+ იყოს მოწმე,+ რომ ხვალ ან ზეგ ამ დროისთვის გავიგებ მამაჩემისგან, კეთილგანწყობილია თუ არა დავითის მიმართ. განა არ შეგატყობინებ ამას ვინმეს მეშვეობით? 13  ასე და ასე, და უარესიც უყოს+ იეჰოვამ იონათანს, თუ მამაჩემს ბოროტის გაკეთება უნდა შენთვის და მე არ გაგაგებინო და არ გაგიშვა, რათა მშვიდობით წახვიდე. იეჰოვა იყოს შენთან,+ როგორც მამაჩემთან იყო.+ 14  თუ ცოცხალი ვიქენი,+ ნუთუ არ გამოავლენ იეჰოვას სიკეთეს ჩემდამი, რომ არ მოვკვდე?!+ 15  არასდროს მოაკლებ შენს სიკეთეს ჩემს სახლეულობას,+ მაშინაც კი, როცა იეჰოვა დავითის ყველა მტერს მოსპობს მიწის პირიდან, 16  არ მოიკვეთება იონათანის სახელი დავითის სახლიდან.+ იეჰოვა პასუხს მოსთხოვს დავითის მტრებს“. 17  კვლავ შეჰფიცა იონათანმა დავითს, რადგან უყვარდა იგი; საკუთარი სულივით უყვარდა იგი.+ 18  უთხრა მას იონათანმა: „ხვალ ახალმთვარობაა,+ უეჭველად მოგისაკლისებენ, რადგან შენი ადგილი ცარიელი იქნება; 19  ზეგ უფრო მეტად მოგისაკლისებენ. მიდი იქ, სადაც სხვა დროს* იმალებოდი,+ და აი იმ ქვასთან გაჩერდი. 20  სამ ისარს ვისვრი მის ერთ მხარეს, ვითომ მიზანში ვისვრი. 21  გამოვგზავნი მსახურს და ვეტყვი, ისრები მომიძებნე-მეთქი. თუ მსახურს ვეტყვი, ისრები შენს აქეთა მხარეს არის, აიღე-მეთქი, მაშინ მოდი, რადგან ეს მშვიდობის ნიშანი იქნება შენთვის, და ცოცხალია იეჰოვა,+ არაფერი მოხდება; 22  მაგრამ თუ ვეტყვი იმ ბიჭს, შენგან შორს არის-მეთქი ისრები, მაშინ წადი, რადგან იეჰოვას გაუშვიხარ. 23  რაზეც ვილაპარაკეთ,+ იეჰოვა იყოს ჩვენ შორის მარადიულად“.+ 24  დაიმალა დავითი მინდორში.+ დადგა ახალმთვარობა და დაჯდა მეფე საჭმელად.+ 25  ჩვეულებისამებრ კედელთან იჯდა მეფე; იონათანი მის პირდაპირ იჯდა, აბნერი+ — მის გვერდით, დავითის ადგილი კი ცარიელი იყო. 26  იმ დღეს არაფერი უთქვამს საულს, რადგან ფიქრობდა, რაღაცით გაიუწმინდურა თავი+ და არ განწმენდილაო. 27  ახალმთვარობის მეორე დღესაც ცარიელი იყო დავითის ადგილი. მაშინ საულმა ჰკითხა თავის ვაჟს, იონათანს: „რატომ არ მოვიდა საჭმელად იესეს+ ვაჟი არც გუშინ და არც დღეს?“ 28  იონათანმა მიუგო საულს: „ძალიან მთხოვა დავითმა, გამეშვა ბეთლემში.+ 29  მთხოვა, გამიშვი, რადგან ჩემმა ძმამ შემომითვალა, ქალაქში ჩვენს ოჯახს მსხვერპლშეწირვა აქვსო. თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, გამიშვი, რომ ვნახოო ჩემი ძმები. ამიტომ არ მოვიდა ის მეფის სუფრასთან“. 30  მაშინ ძლიერ განურისხდა+ საული იონათანს და უთხრა: „შე ურჩი მოახლის შვილო,+ განა არ ვიცი, რომ იესეს ვაჟს ემხრობი შენდა სამარცხვინოდ და დედაშენის+ სიშიშვლის გამოსაჩენად?! 31  სანამ ცოცხალია იესეს ვაჟი ამქვეყნად, ვერც შენ განმტკიცდები და ვერც შენი მეფობა!+ წადი და მომგვარე, რადგან მოსაკლავია!“+ 32  მიუგო იონათანმა საულს, მამამისს: „რატომ უნდა მოკვდეს?+ რა დააშავა?“+ 33  მაშინ საულმა შუბი სტყორცნა მას მოსაკლავად.+ მიხვდა იონათანი, რომ მამამისს გადაწყვეტილი ჰქონდა დავითის მოკვლა.+ 34  განრისხებული+ იონათანი სუფრიდან წამოხტა. დავითზე დამწუხრებულს არ უჭამია პური ახალმთვარობის მეორე დღეს,+ რადგან დაამცირა იგი მამამისმა.+ 35  გავიდა დილით იონათანი მინდორში დავითთან, დათქმულ ადგილზე,+ თან ყმაწვილი მსახური ახლდა. 36  უთხრა მან მსახურს: „გაიქეცი და მომიძებნე ისრები, რომლებსაც ვისვრი“.+ გაიქცა მსახური, მან კი გადააცილა მას ისარი. 37  როცა მსახური იმ ადგილთან მივიდა, სადაც იონათანმა ისარი ისროლა, იონათანმა გასძახა მსახურს: „შენ იქით ხომ არ არის ისარი?“+ 38  კვლავ მიაძახა იონათანმა მსახურს: „ჩქარა! სწრაფად! ნუ დააყოვნებ!“ შეაგროვა ისრები იონათანის მსახურმა და დაბრუნდა თავის ბატონთან. 39  მსახური ვერაფერს მიხვდა, მხოლოდ იონათანისა და დავითისთვის იყო ეს გასაგები. 40  ჩააბარა იონათანმა მსახურს თავისი იარაღი და უთხრა: „წადი, ქალაქში წაიღე“. 41  წავიდა მსახური. ადგა დავითი სამხრეთის მხრიდან, პირქვე დაემხო+ და სამჯერ მდაბლად თაყვანი სცა მას, გადაკოცნეს+ ერთმანეთი და ატირდნენ; დავითი უფრო მეტად ტიროდა.+ 42  იონათანმა უთხრა დავითს: „წადი მშვიდობით,+ რადგან იეჰოვას სახელით დავიფიცეთ,+ იეჰოვა იყოსო მარადიულად ჩვენ შორის, ჩემსა და შენს შთამომავლობას შორის“.+ ადგა დავითი და გაუდგა თავის გზას, იონათანი კი ქალაქში დაბრუნდა.

სქოლიოები

იხილეთ 15:6-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — სამუშაო დღეს.