1 სამუელი 21:1—15
21 მივიდა დავითი ნობში+ ახიმელექ მღვდელთან. შეშინებული გამოეგება ახიმელექი+ დავითს და უთხრა: „რატომ ხარ მარტო? რატომ არავინ გახლავს?“+
2 დავითმა მიუგო ახიმელექ მღვდელს: „საქმე დამავალა მეფემ+ და მითხრა, არავინ გაიგოს, რაზე გგზავნი და რასაც გავალებო; მსახურებს ამა და ამ ადგილზე დავუთქვი შეხვედრა.
3 თუ გაქვს, ხუთი პური მომეცი, თუ არადა, რაც გაქვს, ის მომეცი“.+
4 მღვდელმა მიუგო დავითს: „უბრალო პური არა მაქვს, წმინდა პური მაქვს,+ მოგცემთ, თუ ქალებს არ გაჰკარებიან შენი მსახურები“.+
5 დავითმა უთხრა მღვდელს: „როგორც სხვა დროს, ახლაც, რაც გამოვედით,+ არ გავკარებივართ ქალებს; წმინდაა ჩემი ხალხი, მით უმეტეს დღეს, როცა სხეული განიწმინდება“.
6 მისცა მღვდელმა მას წმინდა პური,+ რადგან სხვა პური არ ჰქონდა წარსადგენი პურის გარდა, რაც იეჰოვას წინაშე+ ახლით შეცვალა შეცვლის დღეს.
7 იმ დღეს იქ, იეჰოვას წინაშე იყო+ საულის ერთი მსახური, რომელსაც დოეგი+ ერქვა, ედომელი,+ საულის მწყემსების უფროსი.+
8 უთხრა დავითმა ახიმელექს: „შუბი ან მახვილი ხომ არა გაქვს? არც მახვილი და არც იარაღი არ წამომიღია, რადგან სასწრაფო იყო მეფის საქმე“.
9 მღვდელმა მიუგო: „იმ ფილისტიმელი გოლიათის+ მახვილი, რომელიც შენ ელაჰის ველზე+ მოკალი, აქ არის ეფოდის+ უკან, მოსასხამში გახვეული. თუ წაიღებ, წაიღე, სხვა აქ არაფერია“. დავითმა უთხრა: „მომეცი, მაგაზე უკეთესი რა უნდა იყოს“.
10 ადგა დავითი, გაიქცა+ იმ დღეს საულისგან და მივიდა გათის+ მეფე აქიშთან.
11 აქიშს მსახურებმა უთხრეს: „ეს ის დავითი არ არის, ამ მიწის მეფე?+ ის არ არის, ცეკვით+ რომ ეგებებოდნენ და ამბობდნენ,
საულმა ათასი მოკლა,
დავითმა ათი ათასიო?“+
12 გულთან მიიტანა დავითმა ეს სიტყვები და ძალიან შეეშინდა+ აქიშისა, გათის მეფისა.
13 თავი მოიგიჟიანა+ მან მათ დასანახავად+ და შეშლილივით ხაზებს ავლებდა კარიბჭეებზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე.
14 უთხრა აქიშმა მსახურებს: „ხომ ხედავთ, რომ შეშლილია ეს კაცი, რატომ მოგყავთ ჩემთან?
15 მაკლია შეშლილები, ეს რომ მომიყვანეთ და გიჟობს ჩემ წინაშე? ეს უნდა შემოვიდეს ჩემს სახლში?“