1 სამუელი 22:1—23

22  წავიდა იქიდან დავითი+ და ადულამის+ გამოქვაბულს+ შეაფარა თავი.+ გაიგეს ეს მისმა ძმებმა და მამამისის მთელმა სახლმა და მასთან ჩავიდნენ.  შეიკრიბა+ მასთან ყველა გაჭირვებული,+ ყველა, ვისაც ვალი ჰქონდა,+ და ყველა სულგამწარებული,+ სულ ოთხასამდე კაცი, და ის მათი უფროსი გახდა.+  წავიდა იქიდან დავითი მიცფეში, მოაბში და მოაბის+ მეფეს სთხოვა: „აცხოვრეთ თქვენთან მამაჩემი და დედაჩემი,+ სანამ გავიგებ, რას მიპირებს ღმერთი“.  დატოვა ისინი მოაბის მეფესთან და ცხოვრობდნენ იქ მთელი ის დრო, სანამ დავითი მიუვალ ადგილს აფარებდა თავს.+  უთხრა წინასწარმეტყველმა გადმა+ დავითს: „შენ არ უნდა იცხოვრო მიუვალ ადგილას. წადი იუდას მიწაზე“.+ წავიდა დავითი და ხარეთის ტყეში მივიდა.  საული გიბაში, მაღლობზე, იალღუნის+ ხის ქვეშ იჯდა თავის მსახურებთან ერთად და ხელში შუბი+ ეჭირა, როცა დავითისა და მასთან მყოფი კაცების გამოჩენა შეიტყო.  უთხრა საულმა მსახურებს: „მომისმინეთ, ბენიამინელებო! განა ყველა თქვენგანს მოგცემთ იესეს ვაჟი+ მინდვრებსა და ვენახებს?+ განა ყველა თქვენგანს დაგნიშნავთ ათასისთავებად+ და ასისთავებად?  თქვენ ყველანი შეითქვით ჩემ წინააღმდეგ და არც ერთმა არ გამიმხილეთ,+ რომ ჩემმა ვაჟმა შეთანხმება+ დადო იესეს ვაჟთან; არც ერთმა არ შემიბრალეთ და არ მითხარით, რომ ჩემმა საკუთარმა ვაჟმა მსახური ამიმხედრა და დღეს ჩასაფრებულია იგი“.  ედომელმა დოეგმა,+ საულის მსახურების მთავარმა, მიუგო: „ნობში ვნახე იესეს ვაჟი, ახიმელექთან,+ ახიტუბის+ ვაჟთან. 10  ის იეჰოვას დაეკითხა+ მისთვის და საგზალი+ და ფილისტიმელი გოლიათის მახვილი+ მისცა“. 11  დაიბარა მეფემ ახიმელექ მღვდელი, ახიტუბის ვაჟი და მისი მამის მთელი სახლი, ყველა მღვდელი ნობიდან.+ ისინიც ეახლნენ მეფეს. 12  უთხრა საულმა: „მომისმინე, ახიტუბის ვაჟო!“ რაზეც მან მიუგო: „გისმენ, ჩემო ბატონო“. 13  უთხრა მას საულმა: „რატომ შეითქვით შენ და იესეს ვაჟი ჩემ წინააღმდეგ?+ რატომ მიეცი მას პური და მახვილი და რატომ დაეკითხე ღმერთს მისთვის, ჩემ წინააღმდეგ რომ აგემხედრებინა და მე ჩამსაფრებოდა?“+ 14  ახიმელექმა მიუგო მეფეს: „რომელი მსახური გყავს დავითივით+ ერთგული?+ მეფის სიძეა,+ მცველთა უფროსი და პატივცემული შენს სახლში.+ 15  განა დღეს პირველად დავეკითხე+ მისთვის ღმერთს? არავითარ შემთხვევაში! ნურაფერი ექნება მეფეს თავისი მსახურისა და მამაჩემის სახლის წინააღმდეგ, რადგან ამ საქმისა არაფერი იცოდა შენმა მსახურმა, არც მცირე და არც დიდი“.+ 16  მეფემ მიუგო: „ახიმელექ, დაიხოცებით,+ შენც და მამაშენის სახლიც“.+ 17  უთხრა მეფემ გვერდით მდგომ მალემსრბოლებს:+ „მიდით, დახოცეთ იეჰოვას მღვდლები, რადგან დავითის მხარეზე არიან, იცოდნენ, რომ გაქცეული იყო და არ გამიმხილეს!“+ მეფის მსახურებს არ უნდოდათ ხელის აღმართვა იეჰოვას მღვდლებზე.+ 18  ბოლოს მეფემ დოეგს+ უთხრა: „შენ დახოცე მღვდლები!“ მაშინვე შებრუნდა ედომელი+ დოეგი და თავისი ხელით დახოცა+ იმ დღეს მღვდლები, ოთხმოცდახუთი კაცი, ვინც კი სელის ეფოდით+ იმოსებოდა. 19  მახვილით გაანადგურა მღვდლების ქალაქი ნობიც,+ კაცი, ქალი, ბავშვი და ჩვილიც კი, აგრეთვე მახვილით გაანადგურა ხარი, ვირი და ცხვარი. 20  მაგრამ ახიტუბის ვაჟის, ახიმელექის ერთმა ვაჟმა, აბიათარმა,+ თავს უშველა და დავითთან გაიქცა. 21  უთხრა აბიათარმა დავითს: „ამოხოცა საულმა იეჰოვას მღვდლები“. 22  მიუგო დავითმა აბიათარს: „იმ დღესვე მივხვდი,+ ედომელი დოეგის დანახვისას, რომ ამბავს მიუტანდა საულს.+ მე ვარ დამნაშავე ყველას* წინაშე მამაშენის სახლში. 23  ჩემთან იყავი, ნუ გეშინია, ვინც ჩემს სულს დაეძებს მოსაკლავად, ის შენსასაც დაეძებს. შენ ჩემი მფარველობა გჭირდება“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — ყველა სულის. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.