1 სამუელი 23:1—29
23 შეატყობინეს დავითს, ფილისტიმელები კეილას+ ებრძვიან და კალოებს ძარცვავენო.+
2 დაეკითხა+ დავითი იეჰოვას: „შევებრძოლო ფილისტიმელებს?“ იეჰოვამ მიუგო დავითს: „წადი, შეებრძოლე ფილისტიმელებს და იხსენი კეილა“.
3 უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „აქ, იუდაში გვეშინია+ და კეილაში როგორღა გავილაშქრებთ ფილისტიმელთა რაზმების წინააღმდეგ?“+
4 კვლავ დაეკითხა დავითი იეჰოვას.+ მიუგო მას იეჰოვამ: „ადექი, ჩადი კეილაში, ხელში ჩაგიგდებ ფილისტიმელებს“.+
5 ჩავიდა დავითი თავის ხალხთან ერთად კეილაში და შეებრძოლა ფილისტიმელებს; გაჟლიტეს ისინი, მათი ცხვარ-ძროხა კი წამოასხეს. ასე იხსნა დავითმა კეილის მკვიდრნი.+
6 როცა ახიმელექის ვაჟი აბიათარი+ დავითთან გაიქცა კეილაში, თან ეფოდი+ წაიღო.
7 შეატყობინეს საულს, კეილაშიაო+ დავითი. საულმა თქვა: „ღმერთმა ჩამიგდო* ის ხელში,+ თვითონვე გამოიკეტა თავი კარებიან და ურდულიან ქალაქში“.
8 საომრად მოუხმო საულმა მთელ ხალხს, რომ კეილაში ჩასულიყვნენ და ალყაში მოექციათ დავითი და მისი ხალხი.
9 გაიგო დავითმა, რომ საულს ბოროტება განეზრახა+ მის წინააღმდეგ და უთხრა აბიათარ მღვდელს: „ეფოდი მოიტანე“.+
10 თქვა დავითმა: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო,+ გაიგო შენმა მსახურმა, რომ საული კეილაში აპირებს ჩამოსვლას და ქალაქის განადგურებას ჩემ გამო.+
11 გადამცემენ მის ხელში კეილას მცხოვრებნი? ჩამოვა საული, როგორც შენმა მსახურმა მოისმინა? იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, უთხარი შენს მსახურს“. იეჰოვამ მიუგო: „ჩამოვა“.+
12 ჰკითხა დავითმა: „გადაგვცემენ მე და ჩემს ხალხს კეილას მცხოვრებნი საულის ხელში?“ იეჰოვამ მიუგო: „გადაგცემენ“.+
13 ადგნენ დავითი და მისი ხალხი, დაახლოებით ექვსასი კაცი,+ გავიდნენ კეილადან და დადიოდნენ ყველგან, სადაც კი შეიძლებოდა. შეატყობინეს საულს, რომ გაიქცა დავითი კეილადან და ისიც აღარ გამოსულა საბრძოლველად.
14 ცხოვრობდა დავითი უდაბნოში, მიუდგომელ ადგილებში, ზიფის+ უდაბნოს მთიან მხარეში. არ წყვეტდა საული მის ძებნას,+ მაგრამ ღმერთი არ უგდებდა მას ხელში.+
15 ეშინოდა დავითს, რადგან საული მის სულს დაეძებდა, როცა დავითი ხორეშში+ იყო, ზიფის უდაბნოში.
16 ადგა საულის ვაჟი იონათანი და დავითთან წავიდა ხორეშში, რათა განემტკიცებინა+ ის ღვთის სახელით,+
17 და უთხრა მას: „ნუ გეშინია,+ ვერ მოგწვდება მამაჩემის, საულის ხელი. შენ გახდები ისრაელის მეფე,+ მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები; მამაჩემმა საულმაც იცის ეს“.+
18 შეჰფიცეს+ ერთმანეთს იეჰოვას წინაშე; დავითი ხორეშში დარჩა, იონათანი კი სახლში დაბრუნდა.
19 ავიდნენ ზიფელები+ საულთან გიბაში+ და უთხრეს: „არ იცი, რომ დავითი ჩვენთან იმალება+ ხორეშში,+ მიუდგომელ ადგილებში, ხაქილას+ გორაზე იეშიმონის+ მარჯვნივ?
20 ჩამოვიდეს მეფე თავისი სურვილისამებრ+ და ხელში გადავცემთ მას მეფეს“.+
21 საულმა მიუგო: „კურთხეული ხართ იეჰოვასგან,+ რადგან შემიბრალეთ.
22 წადით, კარგად დააზუსტეთ და ნახეთ მისი კვალი, ნახეთ ყველა, ვინც ის ნახა, რადგან მითხრეს, ძალიან ცბიერიაო.+
23 ნახეთ და დააზუსტეთ ყველა ის ადგილი, სადაც იმალება, მერე კი ჩემთან დაბრუნდით, ზუსტი პასუხი მომიტანეთ და წამოვალ. თუ მართლა ჩვენს მიწაზეა, მოვძებნი მას იუდას ათასებს შორის“.+
24 ადგნენ ისინი და საულზე ადრე წავიდნენ ზიფში,+ დავითი და მისი ხალხი კი მაონის+ უდაბნოში იყვნენ არაბაში,+ იეშიმონის სამხრეთით.
25 საულიც ჩავიდა თავის ხალხთან ერთად მის საძებნელად.+ როცა ეს დავითს შეატყობინეს, კლდესთან+ ჩავიდა და მაონის უდაბნოში გაჩერდა. გაიგო ეს საულმა და დაედევნა+ დავითს მაონის უდაბნოში.
26 საული მთის ერთ მხარეს იყო, დავითი კი თავის ხალხთან ერთად — მთის მეორე მხარეს. გამალებით გაურბოდა დავითი+ საულს, საული და მისი ხალხი კი ალყაში აქცევდნენ დავითსა და მის ხალხს.+
27 მაგრამ მაცნე მოვიდა საულთან და უთხრა: „სასწრაფოდ დაბრუნდი, ფილისტიმელები ესხმიან ქვეყანას!“
28 საულმა თავი დაანება დავითის+ დევნას და წავიდა ფილისტიმელების დასახვედრად. ამიტომაც დაერქვა იმ ადგილს გაყრის კლდე.
29 წავიდა იქიდან დავითი და ენ-გედის+ მიუდგომელ ადგილებში გაჩერდა.
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მომყიდა.