1 სამუელი 24:1—22

24  როგორც კი საული ფილისტიმელთაგან დაბრუნდა,+ შეატყობინეს, დავითი ენ-გედის+ უდაბნოშიაო.  წაიყვანა საულმა სამი ათასი რჩეული კაცი+ ისრაელიდან და წავიდა დავითისა+ და მისი ხალხის საძებნელად ჯიხვთა+ კლდეებში.  მიადგა გზის პირას ქვის ფარეხებს, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა საული მოსასაქმებლად,+ დავითი და მისი ხალხი კი გამოქვაბულის+ სიღრმეში ისხდნენ.  უთხრა დავითს თავისმა ხალხმა: „დადგა დღე, რომელზეც იეჰოვა გეუბნება, აი, ხელში ჩაგიგდებ შენს მტერს+ და რაც გინდა, ის უყავიო“.+ ადგა დავითი და საულის მოსასხამს ჩუმად კიდე მოაჭრა.  ამის შემდეგ გული მსჯავრს სდებდა დავითს,+ რადგან კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს;  უთხრა თავის ხალხს: „იეჰოვამ დამიფაროს, ასეთი რამ ვუყო ჩემს ბატონს, იეჰოვას ცხებულს,+ და ხელი აღვმართო მასზე, რადგან ის იეჰოვას ცხებულია“.+  ამ სიტყვებით შეაკავა დავითმა თავისი ხალხი და ნება არ მისცა, საულის წინააღმდეგ აღმდგარიყვნენ.+ გამოვიდა საული გამოქვაბულიდან და თავისი გზით წავიდა.  მაშინ ადგა დავითი, გამოვიდა გამოქვაბულიდან და დაუძახა საულს: „მეფე-ბატონო!“+ საულმა მოიხედა, დავითი კი პირქვე დაემხო+ და მდაბლად თაყვანი სცა.  უთხრა დავითმა საულს: „რატომ უსმენ ხალხის სიტყვებს,+ აჰა, ბოროტს გიმზადებსო დავითი? 10  დღეს შენი თვალით ნახე, როგორ ჩამიგდო ხელში შენი თავი იეჰოვამ გამოქვაბულში. მითხრეს, მოკალიო,+ მაგრამ შემებრალე და ვთქვი, ხელს არ აღვმართავ ჩემს ბატონზე, იეჰოვას ცხებულზე-მეთქი.+ 11  შეხედე, მამაჩემო,+ ხელში მიჭირავს შენი მოსასხამის კიდე. არ მოგკალი, როცა შენს მოსასხამს კიდე მოვაჭერი. გაიგე და იცოდე, რომ არ მაქვს განზრახული ბოროტება+ და ურჩობა, არც შენ წინაშე შემიცოდავს, შენ კი ჩემს სულს ჩასაფრებიხარ.+ 12  იეჰოვამ გაგვასამართლოს მე+ და შენ და ჩემ გამო იეჰოვამ იძიოს შური+ შენზე, მე ხელს არ აღვმართავ შენზე.+ 13  როგორც ძველი ხალხი ამბობდა, ბოროტისგან ბოროტება გამოვაო,+ მე კი ხელს არ აღვმართავ შენზე. 14  ვის დაედევნა ისრაელის მეფე? ვის მისდევ? მკვდარ ძაღლს?+ რწყილს?+ 15  იეჰოვა იქნება მოსამართლე, ის გაგვასამართლებს მე და შენ. ის ნახავს და განიხილავს ჩემს საქმეს და გამასამართლებს,+ რომ დამიხსნას შენი ხელიდან“. 16  როცა დაასრულა დავითმა ეს სიტყვები, საულმა მიუგო: „ეს შენი ხმაა, შვილო, დავით?“+ და ხმამაღლა ატირდა საული.+ 17  კვლავ უთხრა დავითს: „შენ ჩემზე მართალი ხარ,+ რადგან სიკეთეს მიკეთებდი,+ მე კი ბოროტებით გიხდიდი. 18  დღეს უკვე გააცხადე, რა სიკეთეც გამიკეთე, როცა იეჰოვამ ხელში ჩაგიგდო ჩემი თავი,+ შენ კი არ მომკალი. 19  ვინ გაუშვებს თავის მტერს მშვიდობით?+ იეჰოვა გადაგიხდის სიკეთით+ იმისთვის, რომ დღეს ასე მომექეცი. 20  ახლა ვიცი, რომ შენ უეჭველად იმეფებ+ და შენს ხელში განმტკიცდება ისრაელის სამეფო. 21  შემომფიცე იეჰოვას სახელით,+ რომ არ მოსპობ ჩემს შთამომავლობას და არ გააქრობ ჩემს სახელს მამაჩემის სახლიდან“.+ 22  დავითმაც შეჰფიცა საულს და წავიდა საული სახლში,+ დავითი და მისი ხალხი კი მიუვალი ადგილისკენ გაემართნენ.+

სქოლიოები