1 სამუელი 25:1—44
25 მოკვდა სამუელი;+ დაიტირა ის მთელმა ისრაელმა და დამარხეს+ თავის სახლში, რამაში.+ ადგა დავითი და ფარანის უდაბნოში+ ჩავიდა.
2 მაონში+ იყო ერთი კაცი, რომელსაც სამუშაო ქარმელში*+ ჰქონდა; ძალიან მდიდარი კაცი იყო, სამი ათასი ცხვარი ჰყავდა და ათასი თხა; ქარმელში იყო წასული ცხვრის გასაპარსად.+
3 მას ნაბალი+ ერქვა, ცოლს — აბიგაილი,+ რომელიც ძალიან გონიერი+ და ლამაზი ქალი იყო, მისი ქმარი კი — უხეში და ავისმქმნელი.+ ის ქალებ იეფუნეს ძის+ შთამომავალი იყო.
4 გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ნაბალი ცხვარს პარსავდა.+
5 გაგზავნა დავითმა ათი კაცი და უთხრა მათ: «ადით ქარმელში ნაბალთან, ჩემი სახელით მოიკითხეთ+
6 და ასე უთხარით ჩემს ძმას: „მშვიდობა შენ,+ მშვიდობა მთელ შენს სახლეულობას და მთელ შენს საბადებელს.
7 გავიგე, რომ ცხვარს პარსავ. როცა შენი მწყემსები ჩვენთან იყვნენ,+ არ შეგვიწუხებია+ და არც არაფერი დაჰკარგვიათ ქარმელში ყოფნისას.
8 ჰკითხე შენს კაცებს და გეტყვიან, რომ მადლი პოვონ ჩემმა კაცებმა შენს თვალში, რადგან კარგ დროს მოვედით. მიეცი, რაზეც ხელი მიგიწვდება, შენს მსახურებსა და შენს შვილს, დავითს“».+
9 მივიდნენ დავითის მსახურები და ყველაფერი მოახსენეს ნაბალს დავითის სახელით და დაელოდნენ.
10 მიუგო ნაბალმა დავითის მსახურებს: „ვინ არის დავითი?+ ვინ არის იესეს ვაჟი? მომრავლდნენ მსახურები, ბატონებს რომ გაურბიან.+
11 უნდა ავიღო ჩემი პური,+ წყალი და მპარსველებისთვის გამზადებული საკლავი და მივცე კაცებს, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?“+
12 უკან გამობრუნდნენ დავითის კაცები და ყველაფერი მოახსენეს მას.
13 მაშინვე უთხრა დავითმა თავის ხალხს: „მახვილები შემოირტყით!“+ მათაც შემოირტყეს მახვილები, მახვილი შემოირტყა დავითმაც; გაჰყვა დავითს დაახლოებით ოთხასი კაცი, ორასი კაცი კი ბარგთან დარჩა.+
14 ერთმა კაცმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს, შეატყობინა: „დავითმა უდაბნოდან მაცნეები გამოგზავნა და ჩვენს ბატონს ყოველივე კარგი უსურვა, მან კი ყვირილით გაისტუმრა+ ისინი.
15 ძალიან კარგად გვექცეოდა ის ხალხი, არ შევუწუხებივართ და არაფერი დაგვკარგვია, სანამ მათთან ერთად დავდიოდით მინდორში.+
16 კედლად+ გვედგნენ დღითა და ღამით, მთელი ის დრო, სანამ მათთან ვიყავით და ვმწყემსავდით ცხვარს.
17 ახლა იცი, რაც უნდა გააკეთო, რადგან უბედურება დაატყდება+ ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლს; თვითონ უვარგისი კაცია,+ მასთან ლაპარაკი არ შეიძლება“.
18 არ დააყოვნა აბიგაილმა,+ აიღო ორასი პური, ორი დიდი დოქი ღვინო,+ ხუთი გამზადებული ცხვარი,+ ხუთი სეა ქუმელი,+ ასი ქიშმიშის კვერი,+ ორასი ლეღვის კვერი+ და ვირებს აჰკიდა.
19 უთხრა თავის მსახურებს: „წინ წამიძეხით,+ მე უკან გამოგყვებით“, ნაბალისთვის კი, თავისი ქმრისთვის, არაფერი უთქვამს.
20 როცა ის ვირით+ მთიდან ჩამოდიოდა, დავითი და მისი ხალხი მისკენ მოემართებოდნენ. შეეგება მათ აბიგაილი.
21 დავითი ამბობდა: „სულ ტყუილად ვიცავდი ამ კაცის საბადებელს უდაბნოში, არაფერი დაჰკარგვია;+ ის კი სიკეთეს ბოროტებით მიხდის.+
22 ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც,+ თუ დილამდე ერთი კედელთან+ მშარდავი* მაინც დავუტოვო“.+
23 დავითის დანახვაზე დაუყოვნებლივ ჩამოხტა აბიგაილი ვირიდან, პირქვე დაემხო დავითის წინაშე და მდაბლად+ თაყვანი სცა;
24 ფეხებში ჩაუვარდა+ და უთხრა: „ჩემზე იყოს დანაშაული,+ ჩემო ბატონო, ალაპარაკე შენი მხევალი, ყური დაუგდე+ და მოისმინე შენი მხევლის სიტყვები.
25 ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უვარგის+ კაცს, ნაბალს, რადგან, რაც სახელი აქვს, თვითონაც ის არის, ნაბალი ჰქვია და უგუნურია;+ შენს მხევალს კი არ უნახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ხალხი.
26 ჩემო ბატონო, იეჰოვასა+ და შენ წინაშე ვფიცავ,+ რომ იეჰოვამ შეგაკავა+ სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ შენივე ხელით გეხსნა საკუთარი თავი.+ ნაბალს დაემსგავსოს შენი მტერი და ის, ვისაც ბოროტი განუზრახავს ჩემი ბატონისთვის.+
27 ეს ძღვენი, რაც შენმა მხევალმა კურთხევის ნიშნად+ მოუტანა ჩემს ბატონს, იმათთვის არის, ვინც ჩემს ბატონს ფეხდაფეხ+ დაჰყვება.
28 გთხოვ, აპატიე ცოდვა შენს მხევალს,+ რადგან იეჰოვა განამტკიცებს ჩემი ბატონის სახლს,+ რადგან იეჰოვას ომებს ეწევა ჩემი ბატონი+ და ცუდი არაფერია შენში მთელი შენი დღეები.+
29 როცა ვინმე დაედევნება შენს სულს მოსაკლავად, სიცოცხლის ქისაში+ ექნება შენახული ჩემი ბატონის სული იეჰოვას, შენს ღმერთს;+ შენი მტრის სულს კი შურდულით მოისვრის.+
30 როცა შეუსრულებს იეჰოვა ჩემს ბატონს ყოველივე კარგს, რასაც დაჰპირდა, დაგნიშნავს ისრაელის წინამძღოლად+
31 და არ დასდებს ჩემს ბატონს გული მსჯავრს უმიზეზოდ დაღვრილი სისხლისა+ და იმის გამო, რომ საკუთარი ხელით იხსნა თავი.+ როცა იეჰოვა სიკეთეს უზამს ჩემს ბატონს, გამიხსენე+ შენი მხევალი“.
32 მიუგო დავითმა აბიგაილს: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი,+ რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს!
33 კურთხეული იყოს შენი გონიერება+ და კურთხეული იყავ შენ, რადგან შემაკავე სისხლის ღვრისგან+ და იმისგან, რომ ჩემი ხელით მეხსნა თავი.+
34 ვფიცავ იეჰოვას, ისრაელის ღმერთს, რომელმაც ბოროტება არ გამაკეთებინა შენთვის.+ რომ არ გეჩქარა ჩემ შესახვედრად,+ ნაბალს ერთი კედელთან მშარდავიც კი არ დარჩებოდა გათენებამდე“.+
35 გამოართვა დავითმა მას, რაც მოუტანა, და უთხრა: „წადი სახლში მშვიდობით,+ მოგისმინე და ანგარიში გაგიწიე“.+
36 მივიდა აბიგაილი ნაბალთან, ნაბალს კი მეფური ნადიმი გაემართა სახლში;+ ხარობდა ნაბალის გული და ძალიან მთვრალი+ იყო; აბიგაილს დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის, არც მცირე და არც დიდი.
37 დილით, როცა ნაბალი ღვინისგან გამოფხიზლდა, ცოლი ყველაფერს მოუყვა. გული+ ჩაუკვდა ნაბალს და გაქვავდა კაცი.
38 ათი დღის შემდეგ დაჰკრა+ იეჰოვამ ნაბალს და მოკვდა.
39 გაიგო დავითმა ნაბალის სიკვდილის ამბავი და თქვა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელმაც ჩემი შეურაცხყოფისთვის+ სამართალი გამიჩინა+ და გამათავისუფლა ნაბალის ხელიდან; დაიცვა თავისი მსახური ბოროტების ჩადენისგან+ და ნაბალს თავისივე ბოროტება დაატეხა თავზე იეჰოვამ!“+ მაშინ შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა.+
40 მივიდნენ დავითის მსახურები აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: „დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად წაგიყვანოს“.
41 წამოდგა აბიგაილი, პირქვე დაემხო, მდაბლად თაყვანი სცა+ და უთხრა: „მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რათა ჩემი ბატონის მსახურებს+ ფეხები დაბანოს“.+
42 სწრაფად ადგა აბიგაილი,+ ვირით წავიდა+ და ხუთი მოახლე გაიყოლა; გაჰყვა დავითის მაცნეებს და გახდა მისი ცოლი.
43 დავითმა იზრეელიდან+ ახინოამიც+ მოიყვანა და ორივენი მისი ცოლები გახდნენ.+
44 საულმა კი თავისი ასული მიქალი,+ დავითის ცოლი, ფალტის+ მიათხოვა, გალიმელი+ ლაიშის ვაჟს.
სქოლიოები
^ ქალაქი იუდას მთიან მხარეში, ხებრონიდან 12 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთით. არ იგულისხმება ქარმელის მთა. იხილეთ იეს. 15:20, 54, 55.
^ ებრაული იდიომი „კედელთან მშარდავი“ გულისხმობს მამაკაცებს.