1 სამუელი 26:1—25
26 გიბასთან+ იყო საული. მივიდნენ მასთან ზიფელები+ და უთხრეს: „იცი, რომ დავითი ხაქილას+ გორაზე იმალება, იეშიმონის+ პირდაპირ?“
2 ადგა საული+ და სამი ათას რჩეულ ისრაელთან ერთად+ ზიფის უდაბნოში წავიდა დავითის მოსაძებნად.
3 საული ხაქილას გორაზე, იეშიმონის პირდაპირ დაბანაკდა გზასთან; დავითი უდაბნოში იყო და დაინახა, რომ საული მოსდევდა.
4 გაგზავნა დავითმა მზვერავები+ იმის გასაგებად, მართლა საული მოდიოდა თუ არა.
5 ადგა დავითიც და მივიდა იმ ადგილას, სადაც საული იყო დაბანაკებული; დაინახა დავითმა, სად იწვნენ საული და მისი მხედართმთავარი აბნერი,+ ნერის ვაჟი. კარავში იწვა საული,+ მის ირგვლივ კი ხალხი იყო დაბანაკებული.
6 ჰკითხა დავითმა ხეთელ+ ახიმელექს და იოაბის ძმის ცერუიას+ ვაჟს, აბიშაის:+ „რომელი გამომყვებით საულთან ბანაკში?“ აბიშაიმ მიუგო: „მე გამოგყვები“.+
7 ჩავიდნენ დავითი და აბიშაი ხალხთან ღამით; საულს ბანაკის შუაგულში ეძინა და თავთან თავისი შუბი ჰქონდა ჩარჭობილი მიწაში, მის ირგვლივ კი აბნერი და დანარჩენი ხალხი იწვა.
8 უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა დღეს ხელში ჩაგიგდო მტერი.+ მიმიშვი, შუბის ერთი დარტყმით დავაკლავ მიწას, მეორე არ დამჭირდება“.
9 მიუგო დავითმა აბიშაის: „არ მოკლა, ვის აღუმართავს ხელი იეჰოვას ცხებულზე+ და უდანაშაულო დარჩენილა?“+
10 უთხრა დავითმა: „ცოცხალია იეჰოვა,+ იეჰოვა თვითონ დაჰკრავს,+ ან მისი დღე მოვა+ და მოკვდება, ან საომრად წავა+ და იქ დაიღუპება.+
11 იეჰოვამ დამიფაროს,+ ხელი აღვმართო+ იეჰოვას ცხებულზე!+ აიღე შუბი, თავთან რომ აქვს, და მათარა, და წავედით“.
12 აიღო დავითმა შუბი და მათარა, საულს თავთან რომ ედო, და წავიდნენ. ისინი არავის დაუნახავს,+ არავის შეუნიშნავს, არც არავის გამოღვიძებია, რადგან ყველას ღრმა ძილი+ მოჰგვარა იეჰოვამ.
13 დავითი მეორე მხარეს გადავიდა და მთის წვერზე დადგა; დიდი მანძილი იყო მათ შორის.
14 შესძახა დავითმა ხალხს და აბნერს, ნერის ვაჟს: „ხმა გამეცი, აბნერ!“ მიუგო აბნერმა:+ „ვინა ხარ, მეფეს რომ ეძახი?“
15 უთხრა დავითმა აბნერს: „ვაჟკაცი არა ხარ? ვინ არის შენი მსგავსი ისრაელში? რატომ არ დაიცავი შენი მეფე-ბატონი? ვიღაც მოსულა მეფის, შენი ბატონის მოსაკლავად.+
16 არ არის კარგი, რაც გააკეთე. იეჰოვას ვფიცავ,+ სიკვდილს იმსახურებთ,+ რადგან არ დაიცავით თქვენი ბატონი,+ იეჰოვას ცხებული.+ ნახე, სად არის მეფის შუბი და მათარა,+ თავთან რომ ჰქონდა“.
17 იცნო საულმა დავითის ხმა და უთხრა: „შენი ხმაა, შვილო, დავით?“+ დავითმა მიუგო: „ჩემი ხმაა, მეფე-ბატონო“.
18 და ჰკითხა: „რატომ დევნის ჩემი ბატონი თავის მსახურს?+ რა ჩავიდინე და რაში მიმიძღვის ბრალი?+
19 მოუსმინოს მეფე-ბატონმა თავის მსახურს: თუ იეჰოვამ აღგძრა ჩემ წინააღმდეგ, შეიგრძნოს მარცვლეული შესაწირავის სურნელება;+ მაგრამ თუ ადამიანის შვილებმა+ აღგძრეს, დაწყევლილები იქნებიან იეჰოვას წინაშე,+ რადგან მათ განმდევნეს, რომ წილი არ მქონოდა იეჰოვას მემკვიდრეობაში,+ და მითხრეს, წადი სხვა ღმერთებს ემსახურეო!+
20 ნუ დაღვრი ჩემს სისხლს მიწაზე იეჰოვას სახის წინაშე,+ რადგან რწყილის+ საძებნელად არის გამოსული ისრაელის მეფე, თითქოს კაკაბს დასდევდეს მთებში“.+
21 საულმა მიუგო: „შევცოდე,+ დაბრუნდი, შვილო, დავით, აღარაფერს დაგიშავებ, რადგან ძვირფასია დღეს ჩემი სული+ შენს თვალში. უგუნურად მოვიქეცი და ძალიან შევცდი“.
22 დავითმა მიუგო: „აი მეფის შუბი, გამოუშვი ერთი მსახური და წაიღოს.
23 ყველას თავისი სიმართლითა+ და ერთგულებით მიუზღავს იეჰოვა. დღეს შენი თავი ხელში ჩამიგდო იეჰოვამ, მაგრამ არ ვისურვე იეჰოვას ცხებულზე ხელის აღმართვა.+
24 როგორც შენი სული იყო ძვირფასი დღეს ჩემს თვალში, ისე ჩემი სული იყოს ძვირფასი იეჰოვას თვალში,+ რათა ყველა გასაჭირისგან დამიხსნას“.+
25 უთხრა საულმა დავითს: „კურთხეული იყავი, შვილო, დავით. შენ არა მარტო იმოქმედებ, არამედ გამარჯვებულიც გამოხვალ“.+ წავიდა დავითი თავისი გზით, საული კი შინ დაბრუნდა.+