1 სამუელი 28:1—25

28  იმ დროს ფილისტიმელებმა თავიანთი ბანაკებიდან ლაშქარი შეკრიბეს ისრაელთან საომრად.+ უთხრა აქიშმა დავითს: „ხომ იცი, ჩემთან ერთად უნდა გამოხვიდეთ ბანაკში, შენც და შენი ხალხიც“.+  მიუგო დავითმა აქიშს: „შენ იცი, რასაც გააკეთებს შენი მსახური“. აქიშმა უთხრა დავითს: „ჩემს მუდმივ მცველად დაგნიშნავ“.+  მოკვდა სამუელი. მთელმა ისრაელმა დაიტირა ის და დამარხეს რამაში, თავის ქალაქში.+ განდევნა საულმა ქვეყნიდან სულების გამომძახებლები და მარჩიელები.+  შეიკრიბნენ ფილისტიმელები, მივიდნენ შუნემში+ და იქ დაბანაკდნენ. საულმაც შეკრიბა მთელი ისრაელი და გილბოაში+ დაბანაკდა.  ფილისტიმელთა ბანაკის დანახვაზე საულს შეეშინდა და მეტისმეტად შეუკრთა გული.+  დაეკითხა საული იეჰოვას,+ მაგრამ არ გაუცია იეჰოვას პასუხი+ არც სიზმრით,+ არც ურიმითა*+ და არც წინასწარმეტყველთა პირით.+  უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულების გამომძახებელი ქალი.+ მასთან წავალ რჩევისთვის“. მსახურებმა მიუგეს: „ენ-დორშია+ ერთი სულების გამომძახებელი ქალი“.  საულმა გადაიცვა,+ სხვა ტანსაცმელი ჩაიცვა, წავიდა, თან ორი კაცი გაიყოლა და ღამით მივიდა იმ ქალთან.+ მან უთხრა მას: „მიმკითხავე+ და ვისაც გეტყვი, იმის სული გამომიძახე“.  ქალმა მიუგო: „კარგად იცი, რა გააკეთა საულმა, როგორ მოსპო ქვეყნიდან სულების გამომძახებლები და მარჩიელები.+ რატომ უგებ მახეს ჩემს სულს? გინდა, რომ მეც მომკლან?“+ 10  საულმა მაშინვე იეჰოვა დაუფიცა და უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ არ ჩაგეთვლება ეს დანაშაულად!“ 11  ქალმა მიუგო: „ვინ გამოგიძახო?“ მან მიუგო: „სამუელი გამომიძახე“.+ 12  დაინახა ქალმა „სამუელი“+ და მთელი ხმით დაიკივლა. უთხრა მან საულს: „რატომ მომატყუე, შენ ხომ საული ხარ?“ 13  მეფემ მიუგო: „ნუ გეშინია. რას ხედავ?“ ქალმა საულს მიუგო: „ღმერთი*+ ამოდის მიწიდან“. 14  მან ჰკითხა: „როგორია?“ ქალმა მიუგო: „მოხუცი კაცია, მოსასხამით შემოსილი“.+ მიხვდა საული, რომ „სამუელი“+ იყო, პირქვე დაემხო და მდაბლად თაყვანი სცა. 15  უთხრა „სამუელმა“ საულს: „რატომ შემაწუხე, რატომ გამომიძახე?“+ საულმა მიუგო: „საშინელ დღეში ვარ,+ ფილისტიმელები მებრძვიან. განმიდგა ღმერთი+ და აღარ მპასუხობს არც წინასწარმეტყველთა პირით და არც სიზმრებით.+ ამიტომ გამოგიძახე, რომ შენ მითხრა, როგორ მოვიქცე“.+ 16  „სამუელმა“ მიუგო: „მე რატომ მეკითხები, როცა იეჰოვა განგიდგა+ და მტრად გექცა?+ 17  იმას გააკეთებს იეჰოვა, რაც ჩემი პირით გითხრა. ხელიდან გამოგგლეჯს იეჰოვა სამეფოს+ და მისცემს დავითს, შენს მოძმეს.+ 18  დღეს ასე იმიტომ მოგექცევა იეჰოვა,+ რომ არ მოუსმინე იეჰოვას ხმას და არ დაატეხე ამალეკს+ მისი ანთებული რისხვა. 19  შენთან ერთად ისრაელსაც ჩაუგდებს ფილისტიმელებს+ ხელში იეჰოვა და ხვალ ჩემთან ერთად იქნებით შენ+ და შენი ვაჟები.+ ფილისტიმელებს ჩაუგდებს ხელში ისრაელის ბანაკს იეჰოვა“.+ 20  საული მაშინვე მთელი ტანით დავარდა მიწაზე; მეტისმეტად შეეშინდა „სამუელის“ სიტყვებისა. ძალაც გამოეცალა, რადგან მთელი დღე და ღამე არაფერი ეჭამა. 21  მივიდა ქალი საულთან და ნახა, რომ მეტისმეტად იყო შეშფოთებული. მან უთხრა მას: „დაგიჯერა შენმა მხევალმა, თავი საფრთხეში ჩაიგდო+ და ყური დაუგდო შენს სიტყვებს. 22  ახლა შენც დაუჯერე შენს მხევალს, პურის ნაჭერს დაგიდებ და ჭამე, რომ ძალა მოგეცეს და ისე წახვიდე“. 23  იუარა: „არ შევჭამ“. მსახურები და ქალი არ ეშვებოდნენ. ბოლოს დაუჯერა, წამოდგა და ტახტზე დაჯდა. 24  ქალს ნასუქი ხბო+ ჰყავდა სახლში; მაშინვე დაკლა,+ აიღო ფქვილი, ცომი მოზილა და უფუარი პურები დააცხო. 25  მიართვა საულსა და მის მსახურებს და მათაც ჭამეს. ადგნენ იმ ღამით+ და წავიდნენ.

სქოლიოები

ურიმი და თუმიმი იყო საგნები (შესაძლოა კენჭები ან ქვები), რომლებიც ღვთის გადაწყვეტილებების გასაგებად გამოიყენებოდა.
ანუ ღვთის მსგავსი არსება.