1 სამუელი 29:1—11

29  ფილისტიმელებმა+ მთელი თავიანთი ბანაკები აფეკში შეკრიბეს, ისრაელები კი იზრეელში+ დაბანაკდნენ წყაროსთან.  ფილისტიმელთა მთავრები+ თავიანთ ასეულებთან და ათასეულებთან ერთად მიდიოდნენ, დავითი და მისი ხალხი კი — აქიშთან+ ერთად.  ფილისტიმელთა მთავრებმა იკითხეს: „ამ ებრაელებს+ რაღა უნდათ?“ აქიშმა ფილისტიმელთა მთავრებს მიუგო: „ეს ხომ დავითია, ისრაელის მეფის, საულის მსახური, რომელიც ერთი-ორი წელია,+ რაც ჩემთანაა. მისი გამოქცევის დღიდან ცუდი არაფერი შემიმჩნევია+ მისთვის“.  განურისხდნენ მას ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „უკან გაუშვი,+ დააბრუნე იქ, სადაც ადგილი მიეცი; არ წამოვიდეს ჩვენთან ერთად საბრძოლველად, ჩვენვე რომ არ დაგვიპირისპირდეს.+ როგორ დაიმსახურებს თავისი ბატონის მოწონებას, თუ არა ჩვენი კაცების თავებით?  ეს ის დავითი არ არის, ვისაც ცეკვით ეგებებოდნენ და ამბობდნენ, საულმა ათასი მოკლა, დავითმა ათი ათასიო?“+  მოუხმო აქიშმა+ დავითს და უთხრა: „ცოცხალია იეჰოვა,+ მართალი კაცი ხარ. მომწონს,+ ჩემთან ერთად რომ გადიხარ და შემოდიხარ+ ბანაკში. ჩემთან მოსვლის დღიდან ცუდი არაფერი შემიმჩნევია შენთვის,+ მაგრამ მთავრები+ კარგი თვალით არ გიყურებენ.  წადი, მშვიდობით დაბრუნდი, რომ ფილისტიმელთა მთავრების თვალში ცუდი არაფერი გააკეთო“.  მიუგო დავითმა აქიშს: „რატომ, რა ჩავიდინე?+ ისეთი რა შეამჩნიე შენს მსახურს შენთან მოსვლის დღიდან,+ რომ არ წამოვიდე და არ შევებრძოლო ჩემი ბატონის, მეფის მტრებს?“  აქიშმა უთხრა დავითს: „ღვთის ანგელოზივით+ კარგი ხარ ჩემს თვალში, მაგრამ ფილისტიმელთა მთავრები ამბობენ, ჩვენთან ერთად არ წამოვიდესო საბრძოლველად. 10  ადექით დილით ადრე შენ და შენი ბატონის მსახურები, შენთან ერთად რომ მოვიდნენ; დილაადრიან ადექით, როგორც კი ინათებს, და წადით“.+ 11  ადგა დილაადრიან დავითი თავის ხალხთან ერთად, წავიდა+ და დაბრუნდა ფილისტიმელთა მიწაზე, ფილისტიმელები კი იზრეელში+ ავიდნენ.

სქოლიოები