1 სამუელი 3:1—21
3 მაშინ ყმაწვილი სამუელი იეჰოვას ემსახურებოდა+ ელისთან. იმ დროს იშვიათად ცხადდებოდა+ იეჰოვას სიტყვა;+ არც ხილვები+ იყო ხშირი.
2 ერთ დღეს ელი იწვა. მას თვალთ აკლდა+ და ვერ ხედავდა.
3 ჯერ არ ჩამქრალიყო ღვთის ლამპარი. სამუელი იეჰოვას ტაძარში იწვა,+ სადაც ღვთის კიდობანი იყო.
4 იეჰოვამ სამუელს მოუხმო. მან მიუგო: „აქა ვარ“.+
5 გაიქცა ელისთან და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, წადი, დაწექი“. ისიც წავიდა და დაწვა.
6 კვლავ მოუხმო იეჰოვამ: „სამუელ!“+ ადგა სამუელი, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, რომ მეძახდი“. მან მიუგო: „არ დამიძახია, შვილო,+ წადი, დაწექი“.
7 (სამუელი ჯერ არ იცნობდა იეჰოვას, ჯერ არ გამოსცხადებოდა მას იეჰოვას სიტყვა).+
8 მესამედაც დაუძახა იეჰოვამ: „სამუელ!“ წამოდგა, ელისთან მივიდა და უთხრა: „აქა ვარ, ხომ დამიძახე“.
მიხვდა ელი, რომ იეჰოვა ეძახდა ყმაწვილს.
9 ბოლოს ელიმ სამუელს უთხრა: „წადი, დაწექი და თუ კიდევ მოგიხმობს, ასე უთხარი, მითხარი, იეჰოვა, გისმენს-თქო შენი მსახური“. წავიდა სამუელი და დაწვა.
10 მივიდა იეჰოვა, დადგა და წინანდებურად მოუხმო: „სამუელ, სამუელ!“ სამუელმა მიუგო: „მითხარი, გისმენს შენი მსახური“.+
11 უთხრა იეჰოვამ სამუელს: „ისეთ რამეს მოვახდენ+ ისრაელში, რომ ვინც გაიგებს, ყურები შუილს დაუწყებს.+
12 ყველაფერს ავუხდენ ელის, რაც მის სახლეულობაზე ვთქვი, თავიდან ბოლომდე.+
13 უთხარი მას, რომ სამარადისოდ გავასამართლებ მის სახლეულობას+ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან იცის,+ რადგან წყევლიან ღმერთს მისი ვაჟები,+ ის კი არ კიცხავს მათ.+
14 ამიტომ დავიფიცე ელის სახლეულობაზე, რომ დანაშაულის გამო ელის სახლეულობა ვერასდროს გათავისუფლდება დასჯისგან მსხვერპლითა და შესაწირავით“.+
15 დილამდე იწვა სამუელი. შემდეგ გააღო იეჰოვას სახლის კარები.+ ეშინოდა სამუელს, ელისთვის ეთქვა ხილვაში ნანახი.+
16 მოუხმო ელიმ სამუელს: „სამუელ, შვილო!“ მან მიუგო: „აქა ვარ“.
17 მან უთხრა: „რაზე გელაპარაკა? ნუ დამიმალავ.+ ასე გიყოს ღმერთმა და უარესიც,+ თუ მის ნათქვამ ერთ სიტყვას მაინც დამიმალავ“.
18 სამუელი ყველაფერს მოუყვა, არაფერი დაუმალავს. მან მიუგო: „ეს იეჰოვაა. გააკეთოს, რასაც ინებებს“.+
19 იზრდებოდა სამუელი და იეჰოვა იყო მასთან.+ არც ერთი მისი სიტყვა არ დარჩენილა შეუსრულებელი*.+
20 გაიგო მთელმა ისრაელმა დანიდან ბეერ-შებამდე,+ რომ სამუელი იეჰოვას წინასწარმეტყველად იყო დანიშნული.+
21 კვლავ ცხადდებოდა იეჰოვა+ შილოში მას შემდეგ, რაც იეჰოვა სამუელს იეჰოვას სიტყვით გამოეცხადა.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — არ დაცემულა დედამიწაზე.