1 სამუელი 4:1—22

4  სამუელის სიტყვები მთელმა ისრაელმა გაიგო. გავიდა ისრაელი ფილისტიმელებთან საბრძოლველად და ებენეზერთან+ დაბანაკდა; ფილისტიმელები კი აფეკში+ დაბანაკდნენ.  დაირაზმნენ ფილისტიმელები+ ისრაელის წინააღმდეგ; ცუდად წარიმართა ბრძოლა და დამარცხდა ისრაელი ფილისტიმელებთან,+ რომლებმაც ოთხი ათასი კაცი მოკლეს ბრძოლის ველზე.  როცა ხალხი ბანაკში დაბრუნდა, ისრაელის უხუცესებმა თქვეს: „რატომ დაგვამარცხა იეჰოვამ დღეს ფილისტიმელებთან?+ წამოვიღოთ შილოდან იეჰოვას შეთანხმების კიდობანი,+ რათა ჩვენ შორის იყოს და გვიხსნას მტრის ხელიდან“.  გაგზავნეს კაცები შილოში და წამოიღეს იქიდან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ქერუბიმებზე მჯდომის,+ შეთანხმების კიდობანი. ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასიც, ჭეშმარიტი ღვთის შეთანხმების კიდობანთან იყვნენ.+  როგორც კი შეიტანეს ბანაკში იეჰოვას შეთანხმების კიდობანი, ყიჟინა დასცა+ მთელმა ისრაელმა და მიწა შეიძრა.  მოესმათ ფილისტიმელებს ყიჟინი და ამბობდნენ: „ეს რა ყიჟინია+ ებრაელების ბანაკში?“ ბოლოს გაიგეს, რომ იეჰოვას კიდობანი მიეტანათ ბანაკში.  შეეშინდათ ფილისტიმელებს და თქვეს: „ღმერთი მისულა მათ ბანაკში!+ ვაი ჩვენ! ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.  ვაი ჩვენ! ვინ გვიხსნის დიდებული ღვთის ხელიდან? ეს ის ღმერთია, რომელმაც ყველანაირად გვემა ეგვიპტე უდაბნოში.+  გამბედაობა და ვაჟკაცობა მოიკრიბეთ, ფილისტიმელებო, რათა არ ემსახუროთ ებრაელებს, როგორც ისინი გემსახურებიან.+ ვაჟკაცურად იყავით და იბრძოლეთ!“ 10  შეებრძოლნენ ფილისტიმელები და დამარცხდა ისრაელი;+ ყველა თავის კარვისკენ გაიქცა.+ დიდი ხოცვა-ჟლეტის+ გამო ოცდაათი ათასი ქვეითი დაეცა ისრაელიდან.+ 11  წაიღო მტერმა ღვთის კიდობანი;+ დაიხოცნენ ელის ვაჟები, ხოფნი და ფინხასი.+ 12  ერთი ბენიამინელი კაცი ბრძოლის ველიდან გაიქცა და შილოში ჩავიდა, ტანსაცმელშემოხეული+ და თავზე მტვერდაყრილი.+ 13  იქ მისულმა დაინახა ელი, რომელიც გზის პირას იჯდა და იცდიდა, რადგან გული უთრთოდა ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის გამო.+ მივიდა ის კაცი, შეატყობინა ქალაქს, რაც მოხდა, და ატირდა მთელი ქალაქი. 14  მოესმა ელის ტირილის ხმა და თქვა: „ეს რა აურზაურია?“+ ის საჩქაროდ მივიდა ელისთან, რომ ეცნობებინა, რაც მოხდა 15  (ოთხმოცდათვრამეტი წლისა იყო ელი, წართმეული ჰქონდა თვალისჩინი და ვეღარ ხედავდა).+ 16  უთხრა იმ კაცმა ელის: „ბრძოლის ველიდან მოვდივარ, დღეს გამოვიქეცი ბრძოლის ველიდან“. მან ჰკითხა: „რა მოხდა, შვილო?“ 17  ამბის მომტანმა მიუგო: „უკუიქცა ისრაელი ფილისტიმელთაგან და სასტიკად დამარცხდა ხალხი.+ შენი ვაჟები, ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ,+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი კი წაღებულია“.+ 18  ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის ხსენებაზე უკან გადავარდა ელი, კარიბჭესთან დავარდა, კისერი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცი იყო და მძიმე. ორმოცი წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული. 19  მისი რძალი, ფინხასის ცოლი ორსულად იყო და უკვე უნდა ემშობიარა. როცა გაიგო ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის სიკვდილის ამბავი, ჩაიკეცა და იმშობიარა, რადგან ნაადრევად დაეწყო ტკივილები.+ 20  უკვე კვდებოდა, როცა თავზე მდგომმა ქალებმა უთხრეს: „ნუ გეშინია, ვაჟი გეყოლა“.+ არაფერი უპასუხებია, რადგან ამის გული არ ჰქონდა. 21  მან ბიჭს იქაბოდი*+ დაარქვა და თქვა: „წაღებულია ისრაელის დიდება“,+ ჭეშმარიტი ღვთის კიდობნის წაღებისა და მამამთილისა და ქმრის გამო.+ 22  ამბობდა: „წაღებულია ისრაელის დიდება,+ რადგან წაიღეს ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი“.+

სქოლიოები

ნიშნავს: სადაა დიდება?