1 სამუელი 5:1—12
5 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი+ ფილისტიმელებმა ებენეზერიდან აშდოდში+ გადაიტანეს.
2 წაიღეს ფილისტიმელებმა ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი, დაგონის სახლში მიიტანეს და გვერდით დაუდგეს დაგონს.+
3 ადგნენ აშდოდელები დილით ადრე და ნახეს, რომ დაგონი პირქვე ეგდო იეჰოვას კიდობნის წინ.+ აიღეს დაგონი და ისევ თავის ადგილზე დააყენეს.+
4 ადგნენ მეორე დღეს დილით ადრე და ნახეს, რომ იეჰოვას კიდობნის წინ ისევ პირქვე ეგდო დაგონი, მისი თავი და ორივე ხელის მტევანი კი ზღურბლთან ეყარა;+ მხოლოდ თევზის ტანი* შერჩენოდა.
5 აშდოდში დაგონის ზღურბლზე დღემდე ამიტომ არ ადგამენ ფეხს დაგონის ქურუმები და დაგონის სახლში შემსვლელები.
6 დამძიმდა იეჰოვას ხელი+ აშდოდელებზე; შეაძრწუნა ისინი და ბუასილი+ შეჰყარა აშდოდსა და მთელ იმ მიწას.
7 ხედავდნენ აშდოდელები, რაც ხდებოდა, და ამბობდნენ: „ნუ გავაჩერებთ ისრაელის ღვთის კიდობანს ჩვენ შორის, რადგან დამძიმდა მისი ხელი ჩვენზე და ჩვენს ღმერთზე*, დაგონზე“.+
8 გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „რა ვუყოთ ისრაელის ღვთის კიდობანს?“ ბოლოს თქვეს: „გათში+ გადავიტანოთ ისრაელის ღვთის კიდობანი“, და ისრაელის ღვთის კიდობანი იქ წაიღეს.
9 იქ რომ მიიტანეს, იეჰოვას ხელმა+ აურზაური შეიტანა ქალაქში; დაჰკრა ქალაქის მცხოვრებლებს და დიდიან-პატარიანად ყველას ბუასილი+ შეჰყარა.
10 ჭეშმარიტი ღვთის კიდობანი ეკრონში+ გადაიტანეს. როგორც კი ეკრონში მიიტანეს ღვთის კიდობანი, ეკრონელებმა ყვირილი მორთეს: „ჩვენთან მოიტანეს ისრაელის ღვთის კიდობანი, რომ დავიხოცოთ ჩვენცა და ჩვენი ხალხიც!“+
11 გაგზავნეს კაცები, შეკრიბეს ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „წაიღეთ აქედან ისრაელის ღვთის კიდობანი და თავის ადგილზე დააბრუნეთ, რომ არც ჩვენ დავიხოცოთ და არც ჩვენი ხალხი“. სიკვდილის შიშით აურზაურმა მოიცვა ქალაქი.+ მეტისმეტად დამძიმდა იქ ჭეშმარიტი ღვთის ხელი;+
12 ვინც სიკვდილს გადაურჩა, ბუასილი+ შეეყარა. შველას ითხოვდნენ და ცამდე აღწევდა მათი ღაღადი.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — მხოლოდ დაგონი. დაგონის კერპი, როგორც ჩანს, ნახევრად კაცს და ნახევრად თევზს ჰგავდა.
^ სიტყვასიტყვით — ღმერთებზე, მიუთითებს დაგონის აღმატებულობაზე. შეადარეთ მსჯ. 16:23-ის სქოლიოს.