1 სამუელი 6:1—21

6  შვიდი თვე იყო იეჰოვას კიდობანი+ ფილისტიმელთა მიწაზე.  მოუხმეს ფილისტიმელებმა ქურუმებსა და მკითხავებს+ და უთხრეს: „რა ვუყოთ იეჰოვას კიდობანს? გვითხარით, როგორ გადავიტანოთ თავის ადგილზე“.  მათ მიუგეს: „მსხვერპლის გარეშე არ დააბრუნოთ ისრაელის ღვთის კიდობანი და დანაშაულის შესაწირავი+ მიუტანეთ მას; მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ არ გცილდებოდათ მისი ხელი“.  მათ ჰკითხეს: „რა უნდა მივუტანოთ დანაშაულის შესაწირავად?“ მათ მიუგეს: „ფილისტიმელ მთავართა+ რიცხვის მიხედვით ბუასილის ხუთი ოქროს კვანძი და ხუთი ოქროს თაგვი*, რადგან ერთი სატანჯველი გაქვთ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.  გააკეთეთ თქვენი ბუასილის კვანძებისა და თქვენი მიწის გამჩანაგებელი თაგვების+ გამოსახულებები და დიდება მიაგეთ+ ისრაელის ღმერთს. იქნებ შეამსუბუქოს ხელი თქვენზე, თქვენს ღმერთსა და თქვენს მიწაზე.+  რატომ უნდა გაიჯიუტოთ გული, როგორც ეგვიპტემ და ფარაონმა გაიჯიუტეს?+ განა არ გაუშვეს მათ ხალხი,+ როცა გაამწარა+ ისინი?  გააკეთეთ ერთი ახალი ურემი,+ მოიყვანეთ ორი უღელდაუდგმელი+ მეწველი ძროხა, შეაბით ძროხები ურემში, მათი ხბოები კი სახლში გაუშვით.  აიღეთ იეჰოვას კიდობანი, დადგით ურემზე, დანაშაულის+ შესაწირავად გასატანებელი ოქროს ნივთები+ სკივრში ჩააწყვეთ და გვერდზე მიუდგით. გაუშვით და წავიდეს,  ოღონდ უყურეთ: თუ ის ბეთ-შემეშის+ გზას დაადგება, მას დაუტეხია ჩვენს თავს ეს დიდი უბედურება, თუ არადა, მისი ხელი არ შეგვხებია, შემთხვევით+ მოგვივიდა ასე“. 10  ასეც მოიქცა ხალხი. მოიყვანეს ორი მეწველი ძროხა და შეაბეს ურემში, მათი ხბოები კი სახლში დაამწყვდიეს. 11  დააწყვეს ურემზე+ იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც ოქროს თაგვები და თავიანთი ბუასილის კვანძების გამოსახულებები ეწყო. 12  ძროხები პირდაპირ ბეთ-შემეშის+ გზას დაადგნენ, მიდიოდნენ და ბღაოდნენ, არც მარჯვნივ უხვევდნენ და არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები+ მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე. 13  ბეთ-შემეშელები ხორბალს მკიდნენ+ ველზე. როცა აიხედეს და კიდობანი დაინახეს, გაუხარდათ. 14  ურემი ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში შევიდა და იქ გაჩერდა ლოდთან. დაჩეხეს ურემი და ძროხები+ დასაწვავ შესაწირავად შესწირეს იეჰოვას.+ 15  ჩამოიღეს ლევიანებმა+ იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები ეწყო, და იმ ლოდზე დადგეს. ბეთ-შემეშელებმაც+ შესწირეს დასაწვავი შესაწირავი, ისინი მთელ დღეს სწირავდნენ მსხვერპლს იეჰოვას. 16  დაინახა ეს ფილისტიმელთა ხუთივე მთავარმა+ და ისინი იმავე დღეს უკან გაბრუნდნენ ეკრონში. 17  აი ის ოქროს კვანძები, რომლებიც ფილისტიმელებმა დანაშაულის შესაწირავად მიუტანეს იეჰოვას:+ ერთი აშდოდისთვის,+ ერთი ღაზისთვის,+ ერთი აშკელონისთვის,+ ერთი გათისთვის+ და ერთიც ეკრონისთვის.+ 18  ოქროს თაგვები კი იმდენი იყო, რამდენი ქალაქიც ფილისტიმელთა ხუთ მთავარს ჰქონდა, გამაგრებული ქალაქებიდან დაწყებული დასახლებებით დამთავრებული. დღემდე მოწმეა ის ლოდი, რომელზეც იეჰოვას კიდობანი დადგეს ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში. 19  დახოცა მან ბეთ-შემეშელები,+ რადგან იეჰოვას კიდობანს დაუწყეს ყურება; დახოცა მან სამოცდაათი კაცი — ერთი და ორმოცდაათი ათასი კაცი* — მეორე. დაიწყეს გლოვა, რადგან გაჟლიტა ხალხი იეჰოვამ.+ 20  ბეთ-შემეშელებმა თქვეს: „ვინ დაუდგება წინ წმინდა ღმერთს,+ იეჰოვას, და ვისთან წავა იგი ჩვენგან?“+ 21  გაუგზავნეს მაცნეები კირიათ-იეარიმელებს+ და შეუთვალეს, ფილისტიმელებმა იეჰოვას კიდობანი დააბრუნეს, ჩამოდით და აიტანეთო.+

სქოლიოები

შესაძლოა მიწის კურდღელი.
არსებობს მოსაზრება, რომ ფრაზა „ორმოცდაათი ათასი კაცი“ ტექსტში მოგვიანებით იყო ჩამატებული.