1 სამუელი 7:1—17
7 ავიდნენ კირიათ-იეარიმელები+ და იეჰოვას კიდობანი აბინადაბის სახლში+ აიტანეს გორაზე, მისი ვაჟი ელეაზარი კი იეჰოვას კიდობნის დასაცავად განწმინდეს.
2 გავიდა ოცი წელი მას შემდეგ, რაც კიდობანი კირიათ-იეარიმში დადგეს; ისრაელის მთელი სახლი იეჰოვას შესტიროდა.+
3 უთხრა სამუელმა ისრაელის მთელ სახლს: „თუ მთელი გულით უბრუნდებით იეჰოვას,+ მოიშორეთ უცხო ღმერთები+ და აშთორეთები;+ ურყევად მიმართეთ გული იეჰოვასკენ, მხოლოდ მას ემსახურეთ+ და გიხსნით ის ფილისტიმელთა ხელიდან“.+
4 მოიშორეს ისრაელის ძეებმა ბაალები+ და აშთორეთები+ და მხოლოდ იეჰოვას ემსახურებოდნენ.
5 სამუელმა თქვა: „შეკრიბეთ მიცფასთან+ მთელი ისრაელი+ და თქვენთვის ლოცვით შევევედრები+ იეჰოვას“.
6 შეიკრიბნენ მიცფასთან, მოიტანეს წყალი, დაღვარეს იეჰოვას წინაშე და იმარხულეს იმ დღეს,+ ამბობდნენ: „შევცოდეთ იეჰოვას“.+ სამართალს განიკითხავდა+ სამუელი ისრაელის ძეებს შორის მიცფაში.
7 გაიგეს ფილისტიმელებმა, რომ ისრაელის ძეები მიცფაში შეკრებილიყვნენ, და გამოვიდნენ ფილისტიმელთა მთავრები+ ისრაელის ძეების წინააღმდეგ. გაიგეს ეს ისრაელის ძეებმა და შეეშინდათ ფილისტიმელების.+
8 უთხრეს ისრაელის ძეებმა სამუელს: „ნუ დადუმდები, შველა სთხოვე ჩვენი გულისთვის იეჰოვას, ჩვენს ღმერთს,+ რათა გვიხსნას ფილისტიმელთა ხელიდან“.
9 მოიყვანა სამუელმა მეძუძური ბატკანი და შესწირა იეჰოვას მთლიანად დასაწვავ შესაწირავად;+ მოუხმო სამუელმა იეჰოვას ისრაელის საშველად+ და იეჰოვამაც უპასუხა.+
10 როცა სამუელი დასაწვავ შესაწირავს სწირავდა, ფილისტიმელები მიუახლოვდნენ ისრაელს საბრძოლველად. იმ დღეს დიდი ხმით+ დაიგრგვინა იეჰოვამ ფილისტიმელების წინააღმდეგ, რათა თავზარი დაეცა მათთვის;+ ასე დამარცხდნენ ისინი ისრაელის წინაშე.+
11 გამოცვივდნენ ისრაელები მიცფიდან, დაედევნენ ფილისტიმელებს და გზადაგზა ხოცავდნენ მათ ბეთ-ქარის სამხრეთამდე.
12 აიღო სამუელმა ქვა,+ დადო მიცფასა და იეშანას შორის და ებენეზერი* უწოდა. ასე თქვა: „ამ დრომდე გვეხმარება იეჰოვა“.+
13 დაიმორჩილეს ფილისტიმელები და აღარ მისულან ისინი ისრაელის მიწაზე.+ ფილისტიმელების წინააღმდეგ იყო მიმართული იეჰოვას ხელი სამუელის სიცოცხლეში.+
14 ისრაელი უკან იბრუნებდა ფილისტიმელების მიერ წართმეულ ქალაქებს, ეკრონიდან გათამდე; ამ ქალაქების მიწებიც გამოიხსნეს ისრაელებმა ფილისტიმელთა ხელიდან.
მშვიდობა იყო ისრაელსა და ამორეველებს შორის.+
15 სამუელი მთელი სიცოცხლე ისრაელის მსაჯული იყო.+
16 ყოველწლიურად დადიოდა ბეთელში,+ გილგალსა+ და მიცფაში,+ სამართალს განიკითხავდა ისრაელში+ ყველა ამ ადგილას
17 და რამაში+ ბრუნდებოდა, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქ უჩენდა სამართალს ისრაელს. იქ აუშენა სამსხვერპლო იეჰოვას.+
სქოლიოები
^ ნიშნავს დახმარების ქვას.