1 სამუელი 8:1—22

8  როცა მოხუცდა სამუელი, თავისი ვაჟები დააყენა+ ისრაელის მსაჯულებად.  მის პირმშოს იოელი+ ერქვა, მეორეს კი — აბია.+ ბეერ-შებაში იყვნენ ისინი მსაჯულებად.  არ დადიოდნენ მისი ვაჟები მისი გზით,+ უკანონო შემოსავლის მიღებისკენ იყვნენ მიდრეკილნი,+ ქრთამს+ იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.+  შეიკრიბნენ ისრაელის უხუცესები,+ მივიდნენ სამუელთან რამაში  და უთხრეს: „შენ მოხუცდი, შენი ვაჟები კი შენი გზით არ დადიან. დაგვიყენე მეფე,+ როგორც სხვა ერებსა ჰყავთ, სამართალი რომ გაგვიჩინოს“.  არ მოეწონა სამუელს მათი ნათქვამი, მეფე დაგვიყენე და იმან გაგვიჩინოს სამართალიო, და მიმართა სამუელმა იეჰოვას ლოცვით.+  უთხრა იეჰოვამ სამუელს:+ „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეუბნებიან,+ რადგან შენ კი არ უარგყვეს, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ.+  ეგვიპტიდან გამოყვანის+ დღიდან დღემდე ისინი ყველა საქმეში აჩვენებენ, რომ მიმატოვეს+ და სხვა ღმერთებს ემსახურებიან;+ შენც ასევე გექცევიან.  გაუგონე მათ, ოღონდ გააფრთხილე და უთხარი, რა უფლებამოსილება ექნება მეფეს, რომელიც მათზე იმეფებს“.+ 10  უთხრა სამუელმა იეჰოვას სიტყვები ხალხს, რომელიც მეფეს სთხოვდა. 11  მან უთხრა: „აი რა იქნება მეფის უფლებამოსილება,+ თქვენზე რომ იმეფებს: წაიყვანს თქვენს ვაჟებს+ და დაიყენებს მეეტლეებად+ და მხედრებად,+ ზოგი კი მისი ეტლების წინ ირბენს.+ 12  დანიშნავს ათასისთავებსა+ და ორმოცდაათისთავებს,+ ზოგს — მხვნელად,+ ზოგს — მომკელად,+ ზოგს კი — საომარი იარაღისა+ და ეტლების+ აღჭურვილობის დამამზადებლებად. 13  თქვენს ასულებს მენელსაცხებლეებად, მზარეულებად და მცხობელებად წაიყვანს.+ 14  თქვენს საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა+ და ზეთისხილის ბაღებს+ თავის მსახურებს მისცემს. 15  თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან მეათედს წაიღებს+ და თავის კარისკაცებსა+ და მსახურებს მისცემს. 16  წაიყვანს თქვენს მსახურებსა და მოახლეებს, საუკეთესო საქონელსა და ვირებს და თავისი საქმისთვის გამოიყენებს.+ 17  მეათედს წაიყვანს თქვენი ფარიდან,+ თქვენ კი მისი მსახურები გახდებით. 18  შეღაღადებთ თქვენი მეფის გამო,+ რომელსაც აირჩევთ, მაგრამ იეჰოვა არ გიპასუხებთ იმ დღეს“.+ 19  არ მოუსმინა ხალხმა სამუელის ხმას+ და თქვა: „არა, უნდა გვყავდეს მეფე 20  და ჩვენც სხვა ერებივით უნდა ვიყოთ!+ ჩვენმა მეფემ უნდა განიკითხოს სამართალი და ის უნდა წაგვიძღვეს ბრძოლებში!“ 21  მოისმინა სამუელმა ხალხის სიტყვები და უთხრა იეჰოვას.+ 22  მიუგო იეჰოვამ სამუელს: „გაუგონე მათ და დაუყენე მეფე“.+ უთხრა სამუელმა ისრაელებს: „წადით თქვენ-თქვენს ქალაქებში“.

სქოლიოები