1 ტიმოთე 1:1—20

1  პავლე, ქრისტე იესოს მოციქული,+ ჩვენი მხსნელი+ ღვთისა და ჩვენი იმედის,+ ქრისტე იესოს ბრძანებით,+  ტიმოთეს,+ ჭეშმარიტ შვილს+ რწმენაში: წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან.+  როგორც მაშინ მოგიწოდებდი ეფესოში დარჩენას, მაკედონიაში+ რომ მივდიოდი, ახლაც ისევე მოგიწოდებ, უბრძანო+ ზოგიერთებს, განსხვავებული არაფერი ასწავლონ+  და არც ყურადღება შეაჩერონ არაფრის მომტან+ ზღაპრებსა+ და საგვარეულო ნუსხებზე, რომლებიც გამოსაკვლევ კითხვებს წამოჭრიან იმის ნაცვლად, რომ მოემსახურონ იმ ყოველივეს გავრცელებას, რაც ღვთისგან მომდინარეობს და რწმენას უკავშირდება.  ამ ბრძანების მიზანია, ჰქონდეთ სიყვარული+ სუფთა გულით,+ სუფთა სინდისითა+ და უთვალთმაქცო რწმენით.+  ზოგიერთები განუდგნენ+ ამ ყველაფერს და უაზრო ლაპარაკს+ მოჰყვნენ.  უნდათ კანონის+ მასწავლებლები+ იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ.  ჩვენ კი ვიცით, რომ კანონი მაშინ არის კარგი,+ როცა კანონიერად ვიყენებთ+  და გვესმის, რომ ის დადგენილია არა მართალთათვის, არამედ უკანონობის+ მოქმედთათვის, დაუმორჩილებელთათვის,+ უღმერთოთათვის, ცოდვილთათვის, მათთვის, ვინც სიყვარულით არ ავლენს სიკეთეს,+ მკრეხელთათვის, მამისმკვლელთათვის, დედისმკვლელთათვის, მკვლელთათვის, 10  მეძავთათვის,+ მამათმავალთათვის, ადამიანების გამტაცებელთათვის, მატყუარათა და ფიცის გამტეხთათვის,+ აგრეთვე სხვა ყველაფრისთვის, რაც ეწინააღმდეგება+ ჯანსაღ სწავლებას,+ 11  რომელიც შეესაბამება ბედნიერი+ ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას, რომელიც მე მომენდო.+ 12  მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია+ და მსახურებისთვის დამნიშნა+ 13  მიუხედავად იმისა, რომ წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი+ და შეურაცხმყოფელი+ ვიყავი. შეწყალებული+ ვიქენი, რადგან უცოდინარი+ ვიყავი და ურწმუნოებით ვიქცეოდი, 14  მაგრამ ჩვენი უფლის წყალობამ უფრო იუხვა+ რწმენასთან და ქრისტე იესოში სიყვარულთან ერთად.+ 15  სარწმუნო და სრული მიღების ღირსია სიტყვა,+ რომ ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა,+ რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.+ 16  შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი,+ რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მასზე აფუძნებს რწმენას+ მარადიული სიცოცხლისთვის.+ 17  მარადიულობის მეფეს+ კი, უხრწნელ,+ უხილავ+ და ერთადერთ ღმერთს+ პატივი და დიდება მარადიულად.+ ამინ. 18  ამ ბრძანებას+ შენ განდობ, შვილო, ტიმოთე, იმ წინასწარმეტყველებათა+ თანახმად, რომლებიც პირდაპირ შენზე მიუთითებდა, რათა მათი მეშვეობით განაგრძო ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა+ 19  და გქონდეს რწმენა და სუფთა სინდისი,+ რომელიც უგულებელყვეს+ ზოგიერთებმა და რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ.+ 20  მათ შორის არიან ჰიმენეოსი+ და ალექსანდრე,+ რომლებიც სატანას+ გადავეცი, რათა ჭკუა ისწავლონ და აღარ დაგმონ ღმერთი.+

სქოლიოები