1 ტიმოთე 3:1—16

3  სარწმუნოა სიტყვა:+ თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის,+ კარგი საქმე ნდომებია.  ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი,+ ერთი ცოლის ქმარი, ზომიერი,+ საღად მოაზროვნე,+ წესრიგიანი,+ სტუმართმოყვარე*,+ უნდა შეეძლოს სწავლება;+  არ უნდა იყოს ლოთი და აყალმაყალის ამტეხი,+ არც მოჩხუბარი,+ არამედ იყოს გონიერი,+ არ უნდა იყოს მტრულად განწყობილი,+ ფულის მოყვარული;+  ოჯახს კარგად უნდა განაგებდეს+ და შვილები მთელი სერიოზულობით უნდა ემორჩილებოდნენ+  (რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორ იზრუნებს?);  არ უნდა იყოს ახალმოქცეული,+ რომ არ გაყოყოჩდეს+ და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს;+  აგრეთვე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისგან,+ რათა საყვედური არ დაიმსახუროს და ეშმაკის მახეში+ არ გაებას.  მომსახურეებიც+ სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ორპირები, ღვინოს მიძალებულები, უპატიოსნო შემოსავალს დახარბებულები,+  უნდა იყვნენ რწმენის წმინდა საიდუმლოს+ სუფთა სინდისით შემნახველები.+ 10  გარდა ამისა, ჯერ უნდა გამოიცადონ,+ გამოდგებიან თუ არა, და თუ ბრალდაუდებლები იქნებიან, იმსახურონ.+ 11  ქალებიც სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები,+ არამედ ზომიერები+ და ერთგულები.+ 12  მომსახურე უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი,+ შვილებისა და ოჯახის კარგი გამგებელი,+ 13  რადგან, ვინც კარგად მსახურობს, კარგ სახელს+ და სიტყვაში დიდ სითამამეს იძენს+ რწმენაში, რომელიც ქრისტე იესოშია. 14  თუმცა ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,+ მაინც გწერ ამას, 15  რათა, თუ დავაყოვნე, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში,+ რომელიც ცოცხალი ღვთის კრებაა, ჭეშმარიტების სვეტი და საყრდენი.+ 16  ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო+ უეჭველად დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში,+ მართლად იქნა აღიარებული სულში,+ ეჩვენა ანგელოზებს,+ მასზე იქადაგეს ყველა ხალხში,+ ირწმუნეს ქვეყნიერებაში+ და აყვანილ იქნა დიდებაში“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — უცნობთა მოყვარული.