1 ტიმოთე 4:1—16

4  შთაგონებით წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო+ და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა+ და დემონურ სწავლებებს+ დაუგდებენ ყურს და განუდგებიან+ რწმენას  სინდისდადაღულ+ ტყუილის მთქმელთა+ თვალთმაქცობის გამო.  ისინი კრძალავენ დაქორწინებას+ და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საჭმელს,+ რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა,+ რომ მორწმუნეებმა+ და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ.  ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია+ და, თუ მადლიერებით+ იჭმება, არაფერია უარსაყოფი,+  რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება.  ძმებს რომ ამ რჩევებს მისცემ, ქრისტე იესოს კარგი მსახური იქნები, რწმენის სიტყვებითა და იმ კარგი სწავლებით ნასაზრდოები,+ რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვები.+  დედაბრების მოყოლილ, წმინდის შემბღალავ ზღაპრებს+ კი მოერიდე. ღვთისადმი ერთგულებისკენ ისწრაფე და მასში გაიწაფე,+  ვინაიდან ფიზიკური ვარჯიში მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება+ კი ყველაფერში სასარგებლოა,+ რადგან გვპირდება სიცოცხლეს ახლაც და მომავალშიც.+  ეს სიტყვები სარწმუნო და სრულიად მისაღებია.+ 10  ამისთვის ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ,+ რადგან ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი+ გვაქვს, რომელიც ყველანაირი ადამიანის,+ განსაკუთრებით კი ერთგულთა+ მხსნელია.+ 11  გამუდმებით ჩააგონე მათ ეს ყველაფერი+ და ასწავლე.+ 12  არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო.+ პირიქით, ერთგულთათვის+ მაგალითი+ იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში.+ 13  ჩემ მოსვლამდე მთელი გულმოდგინებით უკითხე+ ხალხს,+ შეაგონე და ასწავლე. 14  არ უგულებელყო ძღვენი,+ რომელიც წინასწარმეტყველებითა+ და უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით+ მოგეცა. 15  ამაზე იფიქრე+ და ამით დაკავდი, რათა ყველასთვის ცხადი გახდეს შენი წარმატება.+ 16  ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს,+ ისე იმას, რას და როგორ ასწავლი.+ ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც.+

სქოლიოები