1 ტიმოთე 5:1—25

5  უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო.+ პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას, ახალგაზრდა მამაკაცს კი — როგორც ძმას,  უფროსი ასაკის ქალს+ — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას,+ მთელი სიწმინდით.  პატივი ეცი ქვრივებს, ნამდვილ ქვრივებს.+  ხოლო, თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში+ ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებს,+ ბებიებსა და პაპებს საკადრისი მიაგონ, რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის.+  ის ქალი კი, რომელიც მართლა ქვრივია და უჭირს,+ ღმერთზეა დაიმედებული+ და დღედაღამ ლოცვა-ვედრებაშია.+  ის კი, ვინც განცხრომას ეძლევა,+ თუმცა ცოცხლობს, მკვდარია.+  გამუდმებით ჩააგონე მათ ეს ყველაფერი,+ რათა ბრალდაუდებლები იყვნენ.+  ცხადია, ვინც თავისიანებზე+ არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე,+ რწმენა+ უარყო+ და ურწმუნოზე უარესია.  სიაში შეიტანეთ ქვრივი, რომელიც არანაკლებ სამოცი წლისაა, ერთი ქმარი ჰყავდა+ 10  და რომელზეც მოწმობენ, რომ კარგი საქმეები გაუკეთებია:+ შვილები აღუზრდია,+ უცნობებს გამასპინძლებია,+ წმინდებისთვის ფეხები დაუბანია,+ გაჭირვებულებს დახმარებია+ და გულმოდგინედ უკეთებია ყოველი კარგი საქმე.+ 11  ახალგაზრდა ქვრივებს კი ამაზე უარი უთხარი, რადგან როცა სქესობრივი აღგზნება მათსა და ქრისტეს შორის დგება,+ გათხოვების სურვილი უჩნდებათ 12  და სამართლდებიან, ვინაიდან არაფრად ჩააგდეს თავიანთი პირვანდელი რწმენა.+ 13  გარდა ამისა, სხვების სახლებში წანწალით უსაქმურობაც ისწავლეს და არა მარტო უსაქმურობა, არამედ ჭორიკნობაც, სხვის საქმეში ჩარევა+ და იმაზე ლაპარაკი, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ. 14  ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ,+ შვილები გააჩინონ,+ ოჯახს მოუარონ და მოწინააღმდეგეს ლანძღვის საბაბი არ მისცენ.+ 15  ზოგიერთებმა უკვე გადაუხვიეს სწორი გზიდან და სატანას გაჰყვნენ. 16  თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს დაქვრივებული ნათესავები, დაეხმაროს მათ,+ რომ ტვირთად არ დააწვნენ კრებას. ასეთ შემთხვევაში კრება შეძლებს, ნამდვილ ქვრივებს დაეხმაროს.+ 17  ხელმძღვანელობის+ კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის+ ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან,+ 18  რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“+ და „მუშა თავისი გასამრჯელოს ღირსია“.+ 19  ნუ მიიღებ უხუცესის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, სანამ ორი ან სამი მოწმე არ დაადასტურებს.+ 20  ისინი კი, ვინც ცოდვას სჩადიან,+ ყველას წინაშე შეაგონე,+ რათა დანარჩენებსაც ჰქონდეთ შიში.+ 21  ღვთის, ქრისტე იესოსა+ და რჩეული ანგელოზების წინაშე მთელი სერიოზულობით გეუბნები, რომ წინასწარ აკვიატებული აზრის გარეშე დაიცვა ეს ყველაფერი და ამოჩემებით არაფერი აკეთო.+ 22  არავის დაადო ხელი+ ნაჩქარევად+ და ნურც სხვათა ცოდვების თანამონაწილე იქნები.+ სუფთად დაიცავი თავი.+ 23  წყალს ნუღარ დალევ. ცოტა ღვინო+ დალიე კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო. 24  ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია+ და პირდაპირ გასამართლებისკენ მიჰყავს ისინი. სხვების ცოდვები კი მოგვიანებით გახდება ცხადი.+ 25  კარგი საქმეებიც ცხადია ყველასთვის.+ ის კი, რაც ჯერ არ არის ცხადი, არ დარჩება დაფარული.+

სქოლიოები