1 ტიმოთე 6:1—21
6 უღელქვეშ მყოფმა მონებმა თავიანთი ბატონები სრული პატივისცემის ღირსად მიიჩნიონ,+ რათა არ დაიგმოს ღვთის სახელი და სწავლება.+
2 ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს,+ ნუ დაუწყებს მას ზემოდან ყურებას,+ რადგან ის ძმაა.+ პირიქით, უფრო მონდომებული მონები იყვნენ, ვინაიდან ისინი, ვინც მათი კეთილსინდისიერი სამსახურიდან იღებენ სარგებლობას, მორწმუნენი და საყვარელნი არიან.
ასწავლე და შეაგონე მათ ეს ყველაფერი.+
3 თუ ვინმე სხვა რამეს ასწავლის+ და არ ეთანხმება არც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯანსაღ+ სიტყვებს და არც ღვთისადმი ერთგულების შესაბამის სწავლებას,+
4 ის გაყოყოჩებულია,+ არაფერი ესმის,+ სიტყვებს ეკიდება+ და კამათის სენით+ არის შეპყრობილი. ეს იწვევს შურს,+ დავას, ლანძღვას,+ ბოროტ ეჭვებსა
5 და წვრილმანებზე ცხარე კამათს მათი მხრიდან, ვისაც გონება გარყვნილი აქვს,+ ხოლო ჭეშმარიტება — წართმეული,+ და ჰგონიათ, რომ ღვთისადმი ერთგულებით რამეს მოიხვეჭენ.+
6 სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი+ ის არის, რომ იყო ღვთისადმი ერთგული+ და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს.+
7 ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ.+
8 ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი, ამით დავკმაყოფილდეთ.+
9 ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ებმება ცდუნებაში,+ მახეში, ბევრ უგუნურ და მავნებელ სურვილში,+ რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანებს,+
10 რადგან ფულის სიყვარული+ ყოველგვარი ბოროტების+ ფესვია,+ და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს.+
11 შენ კი, ღვთის ადამიანო, გაექეცი ამ ყოველივეს+ და ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთისადმი ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათის შეძენისკენ.+
12 იბრძოლე რწმენის ღირსეულ ბრძოლაში+ და მტკიცედ ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლისკენაც მოწოდებული ხარ და რომლის შესახებაც შესანიშნავად გააცხადე სახალხოდ+ მრავალი მოწმის წინაშე.
13 ღვთის წინაშე, რომელიც ყველაფერს სიცოცხლეს უნარჩუნებს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც სახალხოდ+ შესანიშნავად დაუმოწმა+ პონტიუს პილატეს,+ მოგითითებ,+
14 სუფთად და ბრალდაუდებლად დაიცვა მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადებამდე,+
15 რასაც საამისოდ დანიშნულ დროს+ აშკარას გახდის ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფე,+ მეფეთა მეფე+ და უფალთა უფალი.+
16 მხოლოდ ის არის უკვდავი,+ მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში,+ კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს.+ მას პატივი+ და მარადიული ძლევამოსილება. ამინ.
17 მიუთითე ახლანდელ ქვეყნიერებაში* მცხოვრებ მდიდრებს,+ რომ ქედმაღლები არ იყვნენ+ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე+ კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს,+
18 და აკეთონ სიკეთე,+ გამდიდრდნენ კარგი საქმეებით,+ იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები,+
19 მოაგროვონ განძი,+ რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი+ მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს.+
20 ტიმოთე, დაიცავი მონდობილი+ და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში.+
21 ზოგიერთები, რომლებსაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ.+
წყალობა გქონდეთ.
სქოლიოები
^ ბერძნულად ეონ, რაც ნიშნავს გარკვეულ სისტემას ან წყობას.