2 თესალონიკელები 1:1—12

1  პავლე, სილვანუსი და ტიმოთე+ თესალონიკელთა კრებას, რომელიც ერთობაშია ღმერთთან, ჩვენს მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან:  წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+  ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის,+ ძმებო, როგორც საკადრისია, რადგან უზომოდ იზრდება თქვენი რწმენა+ და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.+  ვამაყობთ თქვენით+ ღვთის კრებებში, რომ მოთმინებითა და რწმენით იტანთ ყოველგვარ დევნასა და გასაჭირს.+  ეს არის ღვთის სამართლიანი სასამართლოს დადასტურება,+ რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ ღვთის სამეფოს ღირსად ჩაითვალოთ,+ რომლისთვისაც იტანჯებით კიდეც.+  ღვთის მხრიდან სამართლიანია, გასაჭირი მიუზღოს მათ, ვინც თქვენ გაგდებთ გასაჭირში,+  ხოლო თქვენ, გასაჭირში ჩაცვენილებს, მოგიზღოთ შვება ჩვენთან ერთად, როცა უფალი იესო ზეციდან თავისი ძლიერი ანგელოზებითურთ+ გამოგვეცხადება+  აბრიალებულ ცეცხლში და შურს იძიებს+ მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს+ და ვინც არ ემორჩილება+ სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ.+  ისინი სასჯელად+ მარადიულ განადგურებას+ მიიღებენ, გაქრებიან უფლის სახისგან და მისი ძლიერების დიდებისგან+ 10  იმ დროს, როცა ის მოვა, რათა განდიდდეს თავის წმინდებს+ შორის და აღაფრთოვანოს ყველა, ვისაც სწამს, რადგან ჩვენი დამოწმება რწმენით მიიღეთ. 11  ამისთვის ვლოცულობთ ყოველთვის თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა მოწოდების ღირსად ჩაგთვალოთ+ და თავისი ნებისამებრ სრულად გააკეთოს ყველაფერი, რაც კარგია, და დაასრულოს თქვენი რწმენის საქმე თავისი ძალით, 12  რათა განდიდდეს+ ჩვენი უფლის, იესოს სახელი თქვენში და თქვენც — მასთან ერთობაში,+ ჩვენი ღვთისა და უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოვლენილი წყალობით.+

სქოლიოები