2 თესალონიკელები 2:1—17

2  ძმებო, რაც შეეხება იმ დროს, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება*+ და ჩვენ მასთან შევიკრიბებით,+ გთხოვთ,  ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეგაშფოთოთ არც შთაგონებულმა სიტყვამ,+ არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ+ და არც წერილმა,+ ვითომ ჩვენგან გამოგზავნილმა, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე.+  არავინ შეგაცდინოთ არასგზით, რადგან ის დღე არ დადგება, სანამ განდგომილება+ არ მოვა და არ გამოვლინდება+ უკანონობის კაცი,+ დაღუპვის ძე.+  ის მოწინააღმდეგეა+ და საკუთარ თავს იმ ყველაფერზე მაღლა აყენებს, რაც „ღმერთად“ ან თაყვანისცემის საგნად იწოდება, ღვთის ტაძარში ჯდება და თავი ღმერთად მოაქვს.+  ნუთუ არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით+ ამას?  ახლა იცით, რა+ აკავებს+ მას, სანამ გამოვლინდება თავის დროზე.+  ამ უკანონობის საიდუმლო უკვე მოქმედებს,+ მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ ის, ვინც ახლა მას აკავებს, გზიდან არ იქნება ჩამოცილებული.+  მაშინ გამოვლინდება უკანონობის მოქმედი, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავისი ბაგის სულით+ და ბოლოს მოუღებს თავისი მოსვლის*+ გამოცხადებით.+  მაგრამ უკანონობის მოქმედის მოსვლას თან ახლავს სატანის მოქმედება+ ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა+ 10  და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით+ მათთვის, ვინც დაღუპვას+ იღებს საზღაურად, რადგან არ შეიყვარეს+ ჭეშმარიტება, რომ გადარჩენილიყვნენ.+ 11  ამიტომ ღმერთი უშვებს, რომ მცდარმა მოქმედებამ გავლენა მოახდინოს მათზე და ირწმუნონ სიცრუე,+ 12  რათა ყველანი გასამართლდნენ, რადგან არ ირწმუნეს ჭეშმარიტება+ და სიამოვნებდათ უმართლობა.+ 13  ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის ძმებო, იეჰოვასთვის საყვარელნო, რადგან ღმერთმა დასაწყისიდანვე ამოგირჩიათ+ ხსნისთვის სულით+ განწმენდითა+ და ჭეშმარიტებისადმი თქვენი რწმენის საფუძველზე,+ 14  რისთვისაც მოგიწოდათ სასიხარულო ცნობით,+ რომელსაც ჩვენ ვაუწყებთ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების მისაღებად.+ 15  ამიტომ, ძმებო, მტკიცედ იდექით+ და მიჰყევით იმ წესებს,+ რომლებიც გისწავლიათ სიტყვიერად გადმოცემული ცნობით თუ ჩვენი წერილებით. 16  დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა+ და თავისი წყალობით მარადიული ნუგეში+ და კარგი იმედი მოგვცა, 17  ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ ყოველ კარგ საქმესა და სიტყვაში.+

სქოლიოები

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.
ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.