2 იოანე 1:1—13

1  უხუცესი+ რჩეულ ქალბატონსა+ და მის შვილებს, რომლებიც გულწრფელად მიყვარს+ და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვინც კი ჭეშმარიტება შეიცნო,+  ჭეშმარიტების გამო, რომელიც ჩვენში რჩება+ და სამუდამოდ ჩვენთან იქნება.+  წყალობა,+ გულმოწყალება და მშვიდობა გვექნება ღვთისგან, მამისგან,+ და იესო ქრისტესგან, მამის ძისგან, ჭეშმარიტებასა და სიყვარულთან ერთად.+  ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ზოგიერთი შენი შვილი+ ჭეშმარიტებაში დადის,+ როგორც მივიღეთ მცნება მამისგან.+  ახლა კი, ქალბატონო, რამე ახალს კი არ გთხოვ, არამედ გწერ იმავე მცნებას,+ რომელიც დასაწყისიდანვე გვაქვს,+ რომ გვიყვარდეს ერთმანეთი.+  სიყვარული კი ის არის,+ რომ მისი მცნებების თანახმად დავდიოდეთ,+ და როგორც დასაწყისშივე მოისმინეთ, მისი მცნებაა, რომ კვლავაც მასში იაროთ.+  ბევრი მატყუარა გაჩნდა ქვეყანაზე,+ რომლებიც არ აღიარებენ, რომ იესო ქრისტე ხორციელად მოვიდა.+ ვინც ამას აკეთებს, მატყუარა+ და ანტიქრისტეა.+  ფრთხილად იყავით, რომ არ დაკარგოთ ის, რისთვისაც გვიშრომია, არამედ მიიღოთ სრული საზღაური.+  მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას+ და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება,+ არა ჰყავს ღმერთი.+ მას კი, ვინც ამ სწავლებაში რჩება, მამაც ჰყავს და ძეც.+ 10  თუ ვინმე მოდის თქვენთან და ეს სწავლება არ მოაქვს, ნუ მიიღებთ სახლში+ და ნურც მიესალმებით,+ 11  რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება.+ 12  თუმცა, ბევრი რამ მაქვს თქვენთვის მოსაწერი, არ მსურს ქაღალდითა და მელნით,+ რადგან იმედი მაქვს, მოვალ თქვენთან და პირისპირ ვილაპარაკებთ,+ რათა სრული+ იყოს თქვენი სიხარული.+ 13  მოკითხვას გითვლიან შენი რჩეული დის შვილები.+

სქოლიოები