2 კორინთელები 1:1—24

1  პავლე, ქრისტე იესოს მოციქული+ ღვთის ნებით, და ძმა ტიმოთე+ ღვთის კრებას კორინთში და წმინდებს+ აქაიაში:+  წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან, და უფალ იესო ქრისტესგან.+  კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა,+ თანაგრძნობისა+ და ყოველგვარი ნუგეშის მამა,+  რომელიც ყოველგვარ გასაჭირში+ გვანუგეშებს,+ რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.+  როგორც მრავალ ტანჯვას ვიტანთ ქრისტესთვის,+ ისევე მრავლად ვიღებთ ნუგეშისცემას ქრისტეს მეშვეობით.+  თუ გასაჭირში ვართ, თქვენი ნუგეშისცემისა და ხსნისთვის ვართ,+ და თუ ნუგეშცემულნი ვართ, თქვენი ნუგეშისთვის ვართ, რომ გაუძლოთ იმავე ტანჯვებს, რომლითაც ჩვენ ვიტანჯებით.+  ასე რომ, იმედს ვამყარებთ თქვენზე. ვიცით, რომ როგორც ტანჯვებში ხართ ჩვენი მოზიარენი, ასევე იქნებით ნუგეშშიც.+  არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში*+ გადავიტანეთ, გაუსაძლისად რომ გვავიწროებდნენ და სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.+  ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს სასიკვდილო განაჩენი გვქონდა გამოტანილი, რათა საკუთარი თავის იმედი კი არ გვქონოდა,+ არამედ ღვთისა, რომელიც მკვდრებს აღადგენს.+ 10  მან ამხელა რაღაცისგან, სიკვდილისგან გვიხსნა და კვლავაც გვიხსნის.+ ჩვენ მისი იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გვიხსნის.+ 11  თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, მხურვალედ ილოცოთ ჩვენთვის,+ რათა მრავალმა ჩვენთვის აღავლინოს მადლობა+ იმის გამო, რაც მრავალთა ლოცვის წყალობით მოგვენიჭა.+ 12  ვამაყობთ იმით, რაზეც ჩვენი სინდისი მოწმობს,+ რომ სიწმინდითა და ღვთისგან ბოძებული გულწრფელობით ვიქცეოდით ქვეყნიერებაში, განსაკუთრებით კი თქვენ მიმართ — არა ხორციელი სიბრძნით,+ არამედ ღვთის წყალობით. 13  სხვას არაფერს გწერთ გარდა იმისა, რაც კარგად იცით და რასაც აღიარებთ, და ვიმედოვნებ, რომ აღსასრულამდე აღიარებთ.+ 14  როგორც თქვენ აღიარეთ, რომ შეგიძლიათ ჩვენით იამაყოთ,+ ჩვენც ასევე ვიამაყებთ თქვენით ჩვენი უფლის იესოს დღეს.+ 15  ამაში დარწმუნებული აქამდეც ვაპირებდი თქვენთან მოსვლას,+ რათა მეორედ+ გაგეხარათ. 16  მინდოდა, თქვენთან გამომევლო და ისე წავსულიყავი მაკედონიაში,+ მაკედონიიდან ისევ თქვენთან+ დავბრუნებულიყავი და იუდეაში გაგეცილებინეთ.+ 17  დაუფიქრებლად ხომ არ მოვიქეცი, ეს რომ დავაპირე?+ ანდა ხორციელად ხომ არ განვიზრახავ,+ რასაც განვიზრახავ, თითქოს „დიახ-დიახსაც“ ვამბობ და „არა-არასაც“?+ 18  ღმერთს შეგიძლიათ ენდოთ, რომ არ არის ჩვენი სიტყვები თქვენ მიმართ ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, 19  რადგან ღვთის ძე,+ ქრისტე იესო, რომელიც ჩვენ, მე, სილვანუსმა და ტიმოთემ+ გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში.+ 20  რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს+ ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით.+ ამიტომ მისი მეშვეობით ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“.+ 21  ის, ვინც გვარწმუნებს ჩვენც და თქვენც, რომ ქრისტესნი ვართ და ის, ვინც გვცხო,+ ღმერთია. 22  მან თავისი ბეჭედიც+ დაგვასვა და მოგვცა სული+ ჩვენს გულებში, რაც მომავლის საწინდარია.+ 23  ღმერთი იყოს ჩემი სულის მოწმე,+ რომ გინდობდით+ და აქამდე ამიტომ არ მოვდიოდი კორინთში. 24  ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ,+ არამედ გეხმარებით,+ რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით+ დგახართ.+

სქოლიოები

იხილეთ სქ. 2:9-ის სქოლიო.