2 კორინთელები 10:1—18
10 მე, პავლე, თქვენთან ყოფნისას თავმდაბალი,+ ხოლო შორიდან გაბედული,+ გეხვეწებით ქრისტეს რბილი ხასიათითა+ და სიკეთით.+
2 იმას გევედრებით, რომ მანდ ყოფნისას არ მომიწიოს ისე გაბედულად მოქცევა, როგორც ვაპირებ, რადგან გადაწყვეტილი მაქვს, მკაცრ ზომებს+ მივმართო ზოგიერთების წინააღმდეგ, რომელთაც ჰგონიათ, რომ ხორციელად დავდივართ.
3 თუმცა ხორცში+ დავდივართ, ხორციელად არ ვიბრძვით.+
4 ჩვენი საომარი იარაღი ხორციელი+ არ არის, რადგან მას ღვთისგან+ აქვს მიცემული ძალა სიმაგრეთა დასამხობად.
5 ვამხობთ აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს,+ ყოველ აზრს ვატყვევებთ ქრისტესთვის დასამორჩილებლად
6 და მზად ვართ, დავსაჯოთ ნებისმიერი ურჩობა,+ როგორც კი სრულად გამოავლენთ მორჩილებას.+
7 თქვენ ყველაფერს გარეგნულობით აფასებთ.+ თუ ვინმეს სჯერა, რომ ქრისტესია, ისიც გაითვალისწინოს, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ისევე ვართ ჩვენც.+
8 უფრო მეტადაც რომ ვიამაყო+ იმ ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მოგვცა თქვენ აღსაშენებლად და არა დასანგრევად,+ არ შევრცხვები,
9 მაგრამ არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თქვენი დაშინება მსურს ჩემი წერილებით,
10 ვინაიდან ისინი ამბობენ: „მისი წერილები დამაჯერებელი და ძლიერია, მაგრამ როცა პირადად არის აქ, სუსტია+ და მისი სიტყვა არარაობაა“.+
11 ასეთმა გაითვალისწინოს, რომ როგორებიც წერილებში ვართ თქვენთან არყოფნისას, ისეთივე ვიქნებით საქმეში თქვენთან ყოფნისას.+
12 ჩვენ ვერ ვბედავთ, თავი მივაკუთვნოთ ან შევადაროთ მათ, ვინც საკუთარ თავს შუამდგომლობენ.+ ისინი შეუგნებლები არიან, რადგან საკუთარ თავს თავიანთივე თავით ზომავენ და თავიანთსავე თავს ადარებენ.+
13 ჩვენ კი ვიამაყებთ, მაგრამ ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს არ გავცდებით,+ არამედ იმ ტერიტორიის ფარგლებში ვიამაყებთ, რომელიც ღმერთმა საზომით გამოგვიყო და რომელიც თქვენამდეც აღწევს.+
14 ჩვენ ზომაზე მეტს არ ვაკეთებთ, თითქოს არ მოგვეღწიოს თქვენამდე, რადგან ჩვენ პირველები მოვედით თქვენამდე ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით.+
15 ჩვენთვის დადგენილ საზღვრებს არ გავცდებით და სხვისი შრომით არ ვიამაყებთ,+ არამედ, რაც შეეხება ჩვენს ტერიტორიას, იმედი გვაქვს, რომ თქვენი რწმენის ზრდასთან+ ერთად უფრო მეტად განვდიდდებით თქვენს თვალში.+ მაშინ უფრო მეტად ვიუხვებთ,
16 რათა თქვენს საზღვრებს იქითაც ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა,+ რომ არ ვიამაყოთ სხვისი ტერიტორიით, სადაც უკვე ყველაფერი გამზადებულია.
17 „მაგრამ ვინც ამაყობს, იეჰოვათი იამაყოს“,+
18 რადგან ის კი არ იმსახურებს მოწონებას,+ ვინც საკუთარ თავს შუამდგომლობს, არამედ ის, ვისაც იეჰოვა+ შუამდგომლობს.+