2 კორინთელები 11:1—33

11  ნეტავ მოითმენდეთ ჩემს მცირედ უგუნურებას!+ თუმცა მითმენთ კიდეც.  მოშურნე ვარ თქვენ მიმართ ღვთიური მოშურნეობით,+ რადგან მე თვითონ დაგნიშნეთ+ ერთ კაცზე,+ რათა თქვენი თავი წმინდა+ ქალწულად წარვუდგინო ქრისტეს.+  მაგრამ მეშინია, რომ, როგორც გველმა აცდუნა ევა+ თავისი ცბიერებით, თქვენი გონებაც არ გაირყვნას+ და არ დაშორდეს ქრისტეს საკადრის გულწრფელობასა და სიწმინდეს.+  როცა ვინმე მოდის და იმ იესოს არ ქადაგებს,+ რომელიც ჩვენ გიქადაგეთ, ან როცა ისეთ სულს+ ან სასიხარულო ცნობას+ იღებთ, რომელიც არ მიგიღიათ, თქვენ ითმენთ მას.+  მე კი ვფიქრობ, რომ არაფრით ჩამოვუვარდები+ თქვენს „უაღმატებულეს“+ მოციქულებს.  თუ სიტყვაში გაუწაფავი ვარ,+ ცოდნაზე+ ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რადგან ის ყველანაირად და ყოველმხრივ გაგიცხადეთ.+  განა ცოდვა ჩავიდინე,+ თავი რომ დავიმდაბლე, რათა თქვენ ამაღლებულიყავით? უსასყიდლოდ+ გახარებდით ღვთის სასიხარულო ცნობას.  სხვა კრებებს ვართმევდი — მათგან დახმარებას ვიღებდი, რომ თქვენ მოგმსახურებოდით.+  მაგრამ როცა გამიჭირდა თქვენთან ყოფნისას, ტვირთად არც ერთ თქვენგანს არ დაგწოლივართ,+ რადგან მაკედონიიდან+ მოსულმა ძმებმა უხვად შემივსეს დანაკლისი. ტვირთად არაფერში დაგწოლივართ და არც დაგაწვებით.+ 10  ქრისტიანულ ჭეშმარიტებას+ გეუბნებით: ვერაფერი შემიშლის ხელს, რომ ვიამაყო+ აქაიას მხარეებში. 11  რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის, რომ მიყვარხართ.+ 12  რასაც ვაკეთებ, კვლავაც გავაკეთებ,+ რათა საბაბი არ მივცე მათ, ვინც საბაბს ეძებენ, რომ თავი გაგვიტოლონ მდგომარეობით, რომლითაც ამაყობენ. 13  ასეთები ცრუმოციქულები არიან, ცბიერი მუშები,+ რომლებიც ქრისტეს მოციქულთა სახეს იღებენ.+ 14  თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.+ 15  ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც+ სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.+ 16  კვლავ ვამბობ: ნურავინ იფიქრებს, რომ უგუნური ვარ; თუ მართლა ასე ფიქრობთ, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა მეც ვიამაყო.+ 17  რასაც ვამბობ, უფლის მაგალითის მიხედვით კი არ ვამბობ, არამედ უგუნურებით, სიამაყისთვის დამახასიათებელი ყოყოჩობით.+ 18  რაკი ბევრი ამაყობს ხორციელად,+ მეც ვიამაყებ, 19  ვინაიდან თქვენ, გონიერებო, სიხარულით ითმენთ უგუნურებს. 20  სინამდვილეში, ნებისმიერს ითმენთ, ვინც გიმონებთ,+ თქვენს ქონებას შთანთქავს, გყვლეფთ, ზემოდან დაგყურებთ და სახეში გირტყამთ.+ 21  ამას ჩვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, თითქოს ჩვენი ძალაუფლება შესუსტდა. თუ ვინმე გაბედულად აკეთებს რამეს, უგუნურებით+ ვამბობ: მეც ვაკეთებ. 22  ებრაელები არიან? მეც.+ ისრაელები არიან? მეც. აბრაამის შთამომავლები არიან? მეც.+ 23  ქრისტეს მსახურები არიან? შეშლილივით ვპასუხობ:+ მე უფრო აღმატებული მსახური ვარ — უფრო მეტიც მიშრომია,+ უფრო ბევრჯერაც ვყოფილვარ საპყრობილეში,+ ბევრჯერაც ვარ ნაცემი, ხშირად ვყოფილვარ სიკვდილის პირას,+ 24  ხუთჯერ მივიღე ორმოცზე ერთით ნაკლები დარტყმა+ იუდეველებისგან, 25  სამჯერ გამჯოხეს,+ ერთხელ ჩამქოლეს,+ სამჯერ ხომალდის მსხვრევა+ გადავიტანე, მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გავატარე. 26  ხშირად ვყოფილვარ გზაში, საფრთხეში მდინარეებზე, საფრთხეში ყაჩაღებისგან,+ საფრთხეში თანატომელებისგან,+ საფრთხეში უცხოტომელებისგან,+ საფრთხეში ქალაქში,+ საფრთხეში უკაცრიელ ადგილას, საფრთხეში ზღვაზე, საფრთხეში ცრუ ძმებს შორის, 27  შრომასა და ჯაფაში, ხშირად უძილო ღამეებში,+ შიმშილსა და წყურვილში,+ ბევრჯერ უჭმელობაში,+ სიცივესა და სიშიშვლეში. 28  გარდა ამისა, დღე ისე არ გავა, რომ არ ვწუხდე ყველა კრებისთვის.+ 29  სუსტია+ ვინმე და მე არა ვარ სუსტი? დაბრკოლდა ვინმე და მე არ ავენთე? 30  თუ საამაყოა, ჩემი სისუსტით ვიამაყებ.+ 31  უფალ იესოს ღმერთმა და მამამ, რომელიც მარადიულად ქების ღირსია, იცის, რომ არ ვცრუობ. 32  დამასკოში მეფე ჰარიტატის გამგებელი დარაჯობდა დამასკოელების ქალაქს, რათა შევეპყარი,+ 33  მაგრამ გოდრით+ ჩამომიშვეს გალავნის სარკმლიდან და ხელიდან დავუსხლტი.

სქოლიოები