2 კორინთელები 12:1—21

12  უნდა ვიამაყო. სასარგებლო არ არის, მაგრამ მაინც გადავალ უფლის ზებუნებრივ ხილვებსა+ და გამოცხადებებზე.  ვიცნობ ერთ კაცს ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ — არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ, ღმერთმა იცის — მესამე ცამდე იქნა ატაცებული.+  დიახ, ვიცნობ ასეთ კაცს, რომელიც — არ ვიცი, სხეულში თუ უსხეულოდ,+ ღმერთმა იცის —  ატაცებულ იქნა სამოთხეში+ და მოისმინა გამოუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმაც ნებადართული არ არის ადამიანისთვის.  ასეთი კაცით ვიამაყებ, მაგრამ ჩემით არ ვიამაყებ, ჩემი სისუსტეების გარდა.+  თუ მოვისურვებ, რომ ვიამაყო,+ უგუნური არ ვიქნები, რადგან ჭეშმარიტებას ვიტყვი. თავს ვიკავებ, რომ ვინმემ იმაზე მეტი არ მომაწეროს, რასაც ხედავს ჩემში ან რაც ესმის ჩემგან,  მეტისმეტი გამოცხადებების გამო. ამიტომ, რომ არ გავმედიდურებულიყავი,+ სხეულში ეკალი მომეცა,+ სატანის ანგელოზი, რომ სახეში მირტყას, რათა არ გავმედიდურდე.  სამჯერ+ შევევედრე უფალს, რომ მოეშორებინა იგი,  მან კი მითხრა: „გეყოფა ჩემი წყალობა,+ რადგან სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“.+ ამიტომ უდიდესი სიამოვნებით ვიამაყებ ჩემი სისუსტეებით,+ რათა კარავივით გადამეფაროს ქრისტეს ძალა. 10  სიამოვნებას მანიჭებს სისუსტეები, შეურაცხყოფა, ხელმოკლეობა, დევნა და სიძნელეები ქრისტეს გულისთვის, რადგან, როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი.+ 11  უგუნური გავხდი. თქვენ მაიძულეთ,+ რადგან თქვენ უნდა გეშუამდგომლათ ჩემთვის. არარაობაც რომ ვიყო, არაფრით ჩამოვუვარდები თქვენს+ „უაღმატებულეს“+ მოციქულებს. 12  მოციქულის ნიშნები+ თქვენ შორის ყოველგვარი მოთმინებით,+ ნიშნებით, საკვირველებებითა და სასწაულებით გამოჩნდა.+ 13  რით ხართ სხვა კრებებზე ნაკლები, გარდა იმისა, რომ ტვირთად არ დაგწოლივართ?+ მთელი გულით მაპატიეთ ეს შეცდომა. 14  აი, მესამედ გავემზადე+ თქვენთან მოსასვლელად, მაგრამ ტვირთად არ დაგაწვებით, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენს ქონებას.+ შვილები+ კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისთვის, არამედ მშობლები — შვილებისთვის.+ 15  მე უდიდესი სიამოვნებით გავიღებ ყველაფერს და მთლიანად დავიხარჯები თქვენი სულებისთვის.+ თუ მე ძალიან მიყვარხართ, თქვენ ნაკლებად უნდა გიყვარდეთ? 16  როგორც უნდა იყოს, ტვირთად არ დაგწოლივართ,+ მაგრამ მაინც ამბობთ, რომ ცბიერი ვარ და მზაკვრობით გამოგიჭირეთ.+ 17  განა გამორჩენას ვეძებდი თქვენგან მათი მეშვეობით, ვინც გამოგიგზავნეთ? 18  ტიტეს ვთხოვე და ერთი ძმა გამოვაყოლე. ტიტეს ხომ არანაირი გამორჩენა არ უნახავს თქვენგან?+ განა იმავე სულით+ არ დავდიოდით იმავე ნაკვალევზე? 19  ნუთუ მთელი ამ დროის განმავლობაში იმას ფიქრობდით, რომ თავს ვიცავთ თქვენ წინაშე? ჩვენ ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში. მაგრამ ყველაფერი თქვენ აღსაშენებლად არის, საყვარელნო.+ 20  მეშინია, ისე არ მოხდეს, რომ როცა მოვალ,+ ისეთები დამხვდეთ, როგორებსაც არ გისურვებდით, მე კი ისეთი აღმოვჩნდე თქვენთვის, როგორსაც არ მისურვებდით, რათა არ იყოს დავა, შური,+ განრისხება, შუღლი, ზურგს უკან ლაპარაკი, ჭორაობა, ყოყოჩობა და უწესრიგობა.+ 21  როცა კვლავ მოვალ, შეიძლება ჩემმა ღმერთმა დამამდაბლოს თქვენ შორის და ვიგლოვო მრავალი, რომლებმაც ადრე შესცოდეს+ და არ მოინანიეს თავიანთი უწმინდურება, სიძვა+ და თავაშვებულობა.+

სქოლიოები