2 კორინთელები 13:1—14
13 უკვე მესამედ+ მოვდივარ თქვენთან. „ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს ყოველი საქმე“.+
2 აქამდეც მითქვამს და ახლაც — თითქოს თქვენთან მეორედ მოსული, თუმცა არა ვარ თქვენთან — წინასწარ ვეუბნები მათ, ვინც ადრე სცოდავდა, და ყველა დანარჩენს, რომ თუკი ოდესმე მოვალ თქვენთან, არ დაგინდობთ,+
3 რაკი იმის დასტურს ეძებთ, რომ ჩემში ქრისტე ლაპარაკობს,+ რომელიც სუსტი კი არ არის თქვენ მიმართ, არამედ ძლიერია თქვენ შორის.
4 მართალია, ის ბოძზე გააკრეს,+ როგორც სუსტი,+ მაგრამ ახლა ცოცხალია ღვთის ძალით.+ ჩვენც სუსტები ვართ მასთან ერთად, მაგრამ მასთან ერთად ვიცოცხლებთ+ ღვთის ძალით,+ რომელსაც ის თქვენ მიმართ ავლენს.
5 ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა, გამოსცადეთ საკუთარი თავი.+ ნუთუ არ აღიარებთ, რომ იესო ქრისტე თქვენთან ერთობაშია?+ მაშინ მოწონება არ დაგიმსახურებიათ.
6 გულწრფელად ვიმედოვნებ, გაიგებთ, რომ ჩვენ მოწონებას ვიმსახურებთ.
7 ვლოცულობთ+ ღვთის წინაშე, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ მოსაწონნი, არამედ თქვენ რომ იქცეოდეთ კარგად, თუმცა შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ჩვენ მოწონებას არ ვიმსახურებდეთ.
8 ვერაფერს გავაკეთებთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ, არამედ მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის.+
9 ყოველთვის გვიხარია, როცა ჩვენ სუსტები ვართ, თქვენ კი — ძლიერები,+ და თქვენი გამოსწორებისთვის ვლოცულობთ.+
10 ამიტომ ვწერ ამას თქვენთან არყოფნისას, რათა, თქვენთან როცა ვიქნები, სიმკაცრეს+ არ მივმართო იმ ძალაუფლებით, რომელიც უფალმა მომცა არა დასანგრევად, არამედ აღსაშენებლად.+
11 ბოლოს, ძმებო, იხარეთ, გამოსწორდით, ინუგეშეთ,+ ერთი აზრი გქონდეთ,+ მშვიდობიანად იცხოვრეთ+ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება.
12 მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით.+
13 მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა.
14 უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და წმინდა სულთან მოზიარეობა იყოს ყველა თქვენგანთან.+