2 კორინთელები 2:1—17
2 გადავწყვიტე, დანაღვლიანებული აღარ მოვიდე თქვენთან,+
2 რადგან თუ დაგანაღვლიანებთ,+ გულს ვინღა გამიკეთებს, თუ არა ის, ვინც დავანაღვლიანე?
3 ეს იმიტომ მოგწერეთ, რომ მოსვლისას არ დავნაღვლიანდე+ მათ გამო, ვისითაც უნდა გამეხარა,+ რადგან დარწმუნებული ვარ,+ რომ ჩემი სიხარული ყველა თქვენგანის სიხარულია.
4 დიდი გასაჭირით, გულისტკივილითა და მრავალი ცრემლით+ იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ დამენაღვლიანებინეთ,+ არამედ გცოდნოდათ, როგორ მიყვარხართ.
5 თუ ვინმემ დამანაღვლიანა,+ მე კი არ დამანაღვლიანა, არამედ, გარკვეულწილად, ყველა თქვენგანი, თუმცა არ მინდა, ამაზე მეტისმეტად გავამახვილო ყურადღება.
6 ასეთისთვის საკმარისია, უმრავლესობამ რომ გაკიცხა,+
7 ასე რომ, პირიქით, ახლა მთელი გულით უნდა აპატიოთ+ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს.+
8 ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში+ დაარწმუნოთ იგი.
9 ამას იმიტომ გწერთ, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდე, ყველაფერში მორჩილნი ხართ თუ არა.+
10 რასაც თქვენ აპატიებთ ვინმეს მთელი გულით, მეც ვაპატიებ.+ მე კი, თუ ვინმესთვის რამე მიპატიებია მთელი გულით, თქვენი გულისთვის მიპატიებია ქრისტეს სახის წინაშე,
11 რათა სატანამ არ გვაჯობოს,+ რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები.+
12 როცა ტროაში+ ჩავედი ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის საუწყებლად და კარი გამეღო უფალში,+
13 ჩემს სულს* შვება არ უგრძნია, რადგან ვერ ვნახე ჩემი ძმა ტიტე,+ იქაურ მოწაფეებს კი გამოვემშვიდობე და მაკედონიაში+ წავედი.
14 მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის საზეიმო სვლაში მიგვიძღვება+ ქრისტესთან ერთად+ და ჩვენით ყველგან ავრცელებს თავის შესახებ ცოდნის სურნელებას!+
15 ღვთისთვის ჩვენ ქრისტეს ტკბილი სურნელება+ ვართ გადარჩენისა და დაღუპვის გზებზე მყოფთათვის.+
16 ამ უკანასკნელთათვის სიკვდილის სურნელება ვართ სასიკვდილოდ,+ პირველთათვის კი — სიცოცხლის სურნელება სასიცოცხლოდ. ვინ გამოდგება ამისთვის?+
17 ჩვენ, რადგან ღვთის სიტყვით კი არ ვვაჭრობთ,+ როგორც მრავალნი,+ არამედ გულწრფელად, დიახ, როგორც ღვთის გამოგზავნილნი, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტესთან ერთად.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.