2 კორინთელები 3:1—18

3  ნუთუ კვლავ ვიწყებთ საკუთარი თავისთვის შუამდგომლობას?+ თუ ზოგიერთივით საშუამდგომლო წერილები+ გვჭირდება თქვენთვის ან თქვენგან?  თქვენ თვითონ ხართ ჩვენი წერილი,+ ჩვენს გულებზე დაწერილი, რომელიც ყველამ იცის და რომელსაც ყველა კითხულობს.+  თვალნათლივ ჩანს, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენ მიერ, მსახურთა+ მიერ დაწერილი, არა მელნით, არამედ ცოცხალი ღვთის სულით,+ არა ქვის ფილებზე,+ არამედ ხორციელ ფილებზე — გულებზე.+  ქრისტეს მეშვეობით ვართ ღმერთში ასე დარწმუნებულნი.+  ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოსადეგნი თუ ვართ, ჩვენით ვართ,+ არამედ ღმერთი გვხდის გამოსადეგს,+  რომელმაც იმისთვის გაგვხადა გამოსადეგი, რომ ახალი შეთანხმების მსახურნი ვყოფილიყავით,+ არა დაწერილი კანონებისა,+ არამედ სულისა,+ რადგან დაწერილ კანონებს სასიკვდილო განაჩენი+ გამოაქვთ, სული კი აცოცხლებს.+  გარდა ამისა, თუ კანონები, რომლებიც სიკვდილს ემსახურება+ და ქვებზე იყო ამოტვიფრული,+ დიდებით მოვიდა, ისე რომ ისრაელის ძეები მოსეს ვეღარ უყურებდნენ სახეზე+ მოფენილი დიდების გამო,+ რომელიც უნდა გაუქმებულიყო,  განა ბევრად მეტი დიდება+ არ უნდა ჰქონდეს სულის მსახურებას?+  თუ კანონთა კრებული, რომელიც მსჯავრდადებას+ ემსახურებოდა, დიდებული+ იყო, იმას, რაც სიმართლეს ემსახურება,+ ბევრად მეტი დიდება აქვს.+ 10  სინამდვილეში, იმას, რაც ერთ დროს განდიდდა,+ დიდება წაერთვა აღმატებული დიდების გამო.+ 11  თუკი ის, რაც უნდა გაუქმებულიყო, დიდებით მოვიდა,+ ბევრად მეტი დიდება ექნება იმას, რაც რჩება.+ 12  ამიტომ, რადგან ასეთი იმედი გვაქვს,+ დიდი სითამამით ვლაპარაკობთ, 13  და ისე არ ვიქცევით, როგორც მოსე, რომელიც სახეზე რიდეს+ იფარებდა, რათა ისრაელის ძეებს არ ეხილათ იმის დასასრული,+ რაც უნდა გაუქმებულიყო. 14  მათ კი გონება დაუჩლუნგდათ,+ რადგან ძველი შეთანხმების კითხვისას+ ის რიდე დღემდე აუხდელი რჩება, ვინაიდან ის გაუქმებულია ქრისტეს მიერ.+ 15  დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ,+ რიდე აქვთ ჩამოფარებული გულზე,+ 16  მაგრამ როცა იეჰოვას უბრუნდებიან, რიდე ეხდებათ.+ 17  იეჰოვა სულია*+ და სადაც იეჰოვას+ სულია,+ იქ თავისუფლებაა.+ 18  ჩვენ ყველანი,+ რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას+ და იმავე სახედ+ გარდავიქმნებით+ დიდებიდან დიდებაში,+ ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებს იეჰოვა,+ სული.

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.