2 კორინთელები 5:1—21

5  ვიცით, რომ თუ ჩვენი მიწიერი სახლი,+ ეს კარავი+ დაიშლება,+ ღვთისგან გვექნება ხელთუქმნელი შენობა,+ მარადიული+ სახლი ზეცაში.  მართლაც ვოხრავთ+ ამ საცხოვრებელში და ზეციურით შემოსვას ვნატრობთ,+  რათა მისით შემოსილნი შიშვლები არ ვიყოთ.+  ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვინდა, არამედ გვინდა სხვით შევიმოსოთ,+ რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქოს.+  ამისთვის შეგვამზადა ღმერთმა,+ რომელმაც სული+ მოგვცა მომავლის საწინდრად.+  ამიტომ ყოველთვის მხნედ ვართ და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვცხოვრობთ, უფალთან არა ვართ,+  რადგან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.+  მხნედ ვართ და დიდ სიამოვნებას გვანიჭებს სხეულთან განშორება და უფალთან დასახლება.+  ამიტომ მასთან ვმკვიდრობთ თუ არა, მიზნად გვაქვს დასახული,+ მისთვის მოსაწონი ვიყოთ,+ 10  რადგან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სასამართლო ტახტის წინაშე,+ რათა თითოეულმა მიიღოს საზღაური იმის მიხედვით, რასაც სხეულში ყოფნისას აკეთებდა, კარგი იქნებოდა ეს თუ ცუდი.+ 11  რაკი უფლის შიში+ ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ,+ ღვთისთვის კი ცხადია, ვინა ვართ. იმედი მაქვს, თქვენი სინდისისთვისაც ცხადია.+ 12  ხელახლა კი არ ვშუამდგომლობთ+ საკუთარ თავს თქვენ წინაშე, არამედ საბაბს გაძლევთ, რომ იამაყოთ ჩვენით+ და შეძლოთ უპასუხოთ მათ, ვინც ამაყობს იმით, რაც ჩანს,+ და არა გულით.+ 13  თუ შეშლილები ვიყავით,+ ღვთისთვის ვიყავით, და თუ საღად ვაზროვნებთ,+ თქვენთვის ვაზროვნებთ. 14  ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: თუ ერთი მოკვდა ყველასთვის,+ ყველანი დაიხოცნენ. 15  ის ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ,+ არამედ იმისთვის,+ ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა.+ 16  ამიტომაც ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად.+ ქრისტეს თუ ვიცნობდით კიდეც ხორციელად,+ ახლა აღარ ვიცნობთ.+ 17  მაშასადამე, ვინც ქრისტესთან ერთობაშია, ის ახალი ქმნილებაა.+ ყოველივე ძველი მოისპო+ და აი, ახალი გაჩნდა,+ 18  ხოლო ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც შეგვირიგა+ ქრისტეს მეშვეობით და მოგვცა შერიგების მსახურება,+ 19  კერძოდ კი, ღმერთმა ქრისტეს+ მეშვეობით შეირიგა+ ქვეყნიერება,+ შეცოდებები+ არ ჩაუთვალა და შერიგების+ სიტყვა+ ჩვენ ჩაგვაბარა. 20  ამიტომ ჩვენ+ ელჩები+ ვართ ქრისტეს ნაცვლად,+ თითქოს ღმერთი ჩვენი მეშვეობით გეხვეწებათ.+ ჩვენ ქრისტეს ნაცვლად გთხოვთ:+ „შეურიგდით ღმერთს“. 21  ის, ვინც ცოდვა+ არ იცოდა, მან ცოდვად+ აქცია ჩვენი გულისთვის, რათა ღვთის სიმართლე გავმხდარიყავით+ მისი მეშვეობით.

სქოლიოები