2 კორინთელები 6:1—18
6 ჩვენ, როგორც მისი თანამშრომელნი,+ გეხვეწებით, ისე არ მიიღოთ ღვთის წყალობა, რომ მხედველობიდან გამოგრჩეთ მისი მიზანი,+
2 რადგან ის ამბობს: „სასურველ დროს მოგისმინე და ხსნის დღეს დაგეხმარე“.+ აი ახლაა ყველაზე სასურველი დრო.+ აი ახლაა ხსნის დღე.+
3 ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს,+ რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას,+
4 არამედ ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ+ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ — ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ხელმოკლეობით, სიძნელეებით,+
5 ცემით, საპყრობილეებით,+ არეულობით, შრომით, უძილო ღამეებით, უჭმელობით,+
6 სიწმინდით, ცოდნით, სულგრძელობით,+ სიკეთით,+ წმინდა სულით, უთვალთმაქცო სიყვარულით,+
7 ჭეშმარიტების ლაპარაკით, ღვთის ძალით,+ სიმართლის იარაღით+ მარჯვენა და მარცხენა ხელში*,
8 დიდებითა და დამცირებით, ცუდი სახელითა და კარგი სახელით; როგორც მატყუარები,+ მაგრამ მაინც ჭეშმარიტების მთქმელნი;
9 როგორც უცნობნი, მაგრამ მაინც ცნობილნი;+ როგორც მომაკვდავნი, მაგრამ ცოცხლები;+ როგორც დასჯილნი,+ მაგრამ არა მოსაკლავად გადაცემულნი;+
10 როგორც მწუხარენი, მაგრამ ყოველთვის გახარებულნი; როგორც ღარიბნი, მაგრამ ბევრის გამამდიდრებელნი; როგორც უქონელნი, მაგრამ ყველაფრის მქონენი.+
11 ბაგე გახსნილი გვაქვს თქვენთვის, კორინთელებო, გული+ კი — გაფართოებული.
12 თქვენ ჩვენში კი არა ხართ ვიწროდ,+ არამედ თქვენს სათუთ გრძნობებში.+
13 ამიტომ გეუბნებით, როგორც ბავშვებს,+ თქვენც გაფართოვდით.
14 ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან.+ რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან?+ ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?+
15 რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან*?+ ან რა წილი+ აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?
16 რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან?+ ჩვენ ვართ ცოცხალი ღვთის ტაძარი;+ ღმერთმაც თქვა: „დავმკვიდრდები მათ შორის+ და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“.+
17 „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“,+ „და მე მიგიღებთ თქვენ“.+
18 „მე ვიქნები თქვენი მამა,+ თქვენ კი ჩემი ძეები და ასულები იქნებით,+ — ამბობს ყოვლისშემძლე იეჰოვა“.+
სქოლიოები
^ ანუ შეტევაზე გადასასვლელად და თავდასაცავად.
^ სიტყვასიტყვით — უვარგისთან. იგულისხმება სატანა.