2 კორინთელები 7:1—16
7 ამიტომ, საყვარელნო, რადგან ეს დანაპირები+ გვაქვს, განვიწმინდოთ+ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს,+ და ღვთის შიშით სრულვყოთ სიწმინდე.+
2 ადგილი გამოგვინახეთ თქვენში.+ ცუდად არავის მოვქცევივართ, არავინ გაგვირყვნია, გამორჩენა არავისგან გვინახავს.+
3 ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მსჯავრი დაგდოთ, რადგან აქამდეც მითქვამს, რომ თქვენ ჩვენს გულებში ხართ, რათა ჩვენთან ერთად მოკვდეთ და იცოცხლოთ.+
4 თქვენთან დიდი სითამამით ვლაპარაკობ. ბევრს ვამაყობ თქვენით.+ ნუგეშცემული+ ვარ და სიხარულით აღვსილი ჩვენს ყოველ გასაჭირში.+
5 როცა მაკედონიაში+ ჩავედით, ჩვენს ხორცს შვება არ უგრძნია,+ არამედ ყოველმხრივ შევიწროებული+ ვიყავით: გარედან გვებრძოდნენ, შიგნით კი შიში გვქონდა.
6 მიუხედავად ამისა, ჩაგრულების ნუგეშისმცემელმა+ ღმერთმა ტიტეს აქ ყოფნით გვანუგეშა,
7 და არა მხოლოდ მისი აქ ყოფნით, არამედ ნუგეშით, რომლითაც ის ნუგეშცემული იყო თქვენით,+ როცა გვიამბო თქვენი ძლიერი სურვილის, გლოვისა და ჩემთვის მოშურნეობის შესახებ. ასე რომ, უფრო მეტად გავიხარე.
8 ჩემი წერილით თუ დაგანაღვლიანეთ კიდეც,+ არ ვნანობ. თუ თავიდან ვინანე (ვხედავ, რომ იმ წერილმა დაგანაღვლიანათ, თუმცა მცირე ხნით),
9 ახლა მიხარია, არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად,+ რადგან ღვთისმოსაწონად დანაღვლიანდით,+ რომ არაფერში დაზარალებულიყავით ჩვენ გამო.
10 ღვთისმოსაწონი დანაღვლიანება წარმოშობს მონანიებას ხსნისთვის, რაც სანანებელი არ არის,+ ქვეყნიური დანაღვლიანება კი სიკვდილს წარმოშობს.+
11 შეხედეთ, როგორი გულმოდგინება წარმოშვა თქვენში ღვთისმოსაწონმა დანაღვლიანებამ,+ როგორი გამართლება, როგორი აღშფოთება, როგორი შიში, როგორი ძლიერი სურვილი, როგორი მოშურნეობა და უსამართლობის გამოსწორება!+ თქვენ ყოველმხრივ სუფთად წარმოაჩინეთ თავი ამ საქმეში.
12 მართალია, მოგწერეთ, მაგრამ არც იმის გულისთვის მომიწერია, ვინც ცუდად მოიქცა და არც იმის გულისთვის, ვისაც ცუდად მოექცნენ,+ არამედ რათა ჩვენდამი თქვენი გულმოდგინება ცხადი ყოფილიყო თქვენში ღვთის წინაშე.
13 ამიტომაც ვართ ნუგეშცემულნი.
გარდა იმისა, რომ ნუგეში ვპოვეთ, უფრო მეტად გავიხარეთ კიდეც ტიტეს სიხარულის შემყურეებმა, რადგან თქვენ ყველამ გამოაცოცხლეთ მისი სული*.+
14 მასთან თქვენით თუ მიამაყია, არ შევრცხვენილვარ, არამედ, როგორც ყველაფერს ჭეშმარიტებით გელაპარაკებოდით, ასევე ჭეშმარიტი აღმოჩნდა ის, რითაც ვიამაყეთ+ ტიტესთან.
15 მას კიდევ უფრო უძლიერდება სათუთი გრძნობები თქვენ მიმართ, როცა იხსენებს ყველა თქვენგანის მორჩილებას+ და იმას, როგორი შიშითა და თრთოლით მიიღეთ იგი.
16 მიხარია, რომ თქვენი მეშვეობით ყველაფერში მხნეობას ვინარჩუნებ.+
სქოლიოები
^ ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.