2 მატიანე 10:1—19
10 წავიდა რობოამი+ შექემში,+ რადგან ისრაელები შექემში იყვნენ მისულები მის გასამეფებლად.
2 იერობოამმა,+ ნებატის ძემ, ჯერ კიდევ ეგვიპტეში ყოფნისას,+ გაიგო ამის შესახებ (სოლომონ მეფის გამო გაიქცა ის) და მაშინვე დაბრუნდა ეგვიპტიდან.+
3 მოუხმეს იერობოამს და ისიც მივიდა მთელ ისრაელთან ერთად და უთხრა რობოამს:+
4 „მამაშენმა უღელი დაგვიმძიმა;+ შეგვიმსუბუქე მამაშენისგან დაკისრებული მძიმე სამუშაო და მძიმე უღელი,+ რომელიც დაგვადგა, და გემსახურებით“.+
5 მან კი მიუგო: „სამი დღის შემდეგ დაბრუნდით“. ხალხიც წავიდა.
6 მეფე რობოამმა რჩევა ჰკითხა+ უხუცესებს, რომლებიც მუდამ, მთელი სიცოცხლე გვერდით ჰყავდნენ მამამის სოლომონს: „რას მირჩევთ, რა ვუპასუხო ამ ხალხს?“+
7 მათ მიუგეს: „თუ ამ ხალხს კეთილად მოექცევი, აამებ და ტკბილად დაელაპარაკები,+ ისინიც მუდამ შენი მსახურები იქნებიან“.+
8 მაგრამ მან ყურად არ იღო უხუცესების რჩევა+ და მასთან ერთად გაზრდილ,+ გვერდით მყოფ ახალგაზრდებს ჰკითხა:+
9 „რას მირჩევთ,+ რა ვუპასუხოთ ამ ხალხს, რომელმაც მითხრა, შეგვიმსუბუქეო მამაშენისგან დადგმული უღელი?“+
10 მასთან ერთად გაზრდილმა ახალგაზრდებმა მიუგეს: «აი რა უთხარი ხალხს, რომ გეუბნებიან, მამაშენმა დაგვიმძიმა უღელი, შენ კი შეგვიმსუბუქეო, ასე უთხარი:+ „ჩემი ნეკი მამაჩემის თეძოზე მსხვილი იქნება.+
11 მამაჩემმა ხომ მძიმე უღელი დაგადგათ, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ;+ მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“».+
12 მესამე დღეს იერობოამი მთელ ხალხთან ერთად მივიდა რობოამთან, როგორც მეფეს ჰქონდა ნათქვამი, მესამე დღეს მოდითო ჩემთან.+
13 მკაცრად+ უპასუხა მათ მეფემ. ყურად არ იღო მეფე რობოამმა უხუცესების+ რჩევა+
14 და ახალგაზრდების რჩევისამებრ+ მიუგო მათ: „მე უფრო დაგიმძიმებთ უღელს. მამაჩემი ხომ მათრახებით გსჯიდათ, მე კი ეკლიანი შოლტებით დაგსჯით“.+
15 არ მოუსმინა მეფემ ხალხს, რადგან ასე წარმართა საქმე ჭეშმარიტმა ღმერთმა,+ რათა შეესრულებინა იეჰოვას თავისი სიტყვა,+ რომელიც შილოელი+ ახიას+ პირით ჰქონდა ნათქვამი იერობოამისთვის, ნებატის ვაჟისთვის.+
16 როცა მთელმა ისრაელმა დაინახა, რომ მეფემ არ მოუსმინა მათ, მიუგო ხალხმა მეფეს: „რა წილი გვაქვს დავითში?!+ არა გვაქვს მემკვიდრეობა იესეს ძეში.+ ყველა თქვენ-თქვენი ღმერთებისკენ,+ ისრაელო! შენ თვითონ მიხედე შენს სახლს, დავით!“+ და მთელი ისრაელი თავ-თავიანთი კარვებისკენ გაეშურა.
17 მხოლოდ იუდას ქალაქებში მცხოვრებ ისრაელის ძეებზეღა მეფობდა რობოამი.+
18 გაგზავნა მეფე რობოამმა სავალდებულო სამუშაოს შემსრულებელთა ზედამხედველი ჰადორამი,+ მაგრამ ისრაელის ძეებმა ჩაქოლეს+ ის, და მოკვდა იგი. მეფე რობოამმა კი მოახერხა თავის ეტლში ასვლა და იერუსალიმში გაქცევა.+
19 განუდგნენ+ ისრაელები დავითის სახლს და დღემდე ასეა.